სესხის გამოტანით ავტომატურად აწერთ ხელს ხალშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სესხის ბოლომდე დაფარვის მზადყოფნას ყოველთვიური შენატანის მეშვეობით. შესაძლოა თვეების გაბმავლობაში უპრობლემოდ იხადოთ სესხის გადასახადები, მაგარამ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ცხოვრების ცუდი პერიოდი დადგეს, რაც ძირფესვიანად შეცვლის სამომავლო გეგმებს და უბრალოდ დაკარგავთ სესხის დაფარვის სურვილს. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, ეს სამსახურის დაკარგვაა და ამ ყოველთვიური შემოსავლის გარეშე ძალიან ძნელი იქნება ნასესხი თანხის დაფარვა. აქ წარმოდგენილი რჩევები გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ დაკარგეთ სამსახური და ვალის დაფარვა გჭირდებათ:

  • გამოიყენეთ დაზოგილი თანხა – თუ მოახერხეთ საგანგებო მიზნებისთვის ფულის გადადება, მაშინ დროა გამოიყენოთ იგი, რადგან მთავარი შემოსავლის წყაროს დაკარგვა უდრის ნებისმიერ საგანგებო სიტუაციას. უკეთესი იქნება, თუ მოახერხებთ 1 – 3 თვის ხელფასის გადადებას, რადგან ასეთ სიტუაციაში შეინარჩუნებთ თქენი ცხოვრების ჩვეულ რითმს და შეძლებთ სესხის ყოველთვიური პროცენტების გადახდას.
  • ეცადეთ სხვა სამსახური იშოვოთ – შემდეგი სამსახურის პოვნა არც ისე ადვილია, დაიწყეთ სხვადასხვა ვარიანტების განხილვა მაშინვე, როგორც კი გაიგეთ სამსახურის დაკარგვის შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ვაკანსიების არც ერთი შესაძლებლობა არ უნდა გაუშვათ ხელიდან, დაუკავშირდით ადგილობრივ კომპანიებს და სთხოვეთ გასაუბრების ჩატარება. სამსახურის შოვნა არც ისე მარტივი საქმეა, მაგრამ დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში ბევრი ვაკანტური ადგილია, უბრალოდ უნდა იცოდეთ სად ეძიოთ.
  • შეამცირეთ ხარჯები – თუ სამსახური დაკარგეთ შეამცირეთ ხარჯები და შეწყვიტეთ ფულის ხარჯვა ისეთ ადგილებში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. თუ რეგულარული შემოსავალი არ გაქვთ ან მის ნახევარს იღებთ, რაც მანამდე გქონდათ, შეამცირეთ ეს ხარჯები მაქსიმალურად ისე, რომ თქვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას.
  • გაყიდეთ თქვენი ნივთები – თუ თავისუფალი მანქანა გყავთ ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც არ გჭირდებათ, იქნებ დროა გაყიდოთ და ამ ნივთებისგან სარგებელი მიიღოთ. რა თქმა უნდა, ასევე შეგიძლიათ გააქირაოთ, თუ მაგალითად უძრავი ქონება გაქვთ, ეს საუკეთესო არჩევანი იქნება, რადგან დამატებით ყოველთვიურ შემოსავლის წყაროს იშოვით და ამ ფულით ვალებს დაფარავთ.
  • მოითხოვეთ დახმარება – და ბოლო ქმედება ეს დახმარების თხოვნაა, როდესაც შესაძლოა მეგობრების ან ოჯახის წევრების დაგეხმარება მიიღოთ. შეგიძლიათ ისესხოთ ფული ან სთხოვოთ დროებით მათთან დარჩენა, სანამ არ მოაგვარებთ თქვენს პრობლემებს.