ონლაინ სესხები საკმაოდ ძვირია და შედარებით სხვა სესხებთან ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ. სწორედ ამიტომ, ბევრი მომხმარებელი ამ დავალიანების დაფარვას ებრძვის და თუ ამ პრობლემას ყურადღებას არ მივაქცევთ, ეს თქვენს ფინანსურ ცხოვრებას დაანგრევს.

ასეთი ბევრი სიტუაცია არსებობს, როდესაც ხალხი დიდ ფულს სესხულობს და შემდეგ არ შეიძლია მისი დაფარვა, მაგრამ უფრო ხშირად ამ ფინანსურ ხარჯებს არაფერი საერთო არა აქვს მნიშვნელოვან საჭირებებთან და ძირითადად გართობისთვის გამოიყენება. თუ სწრაფი სესხით გამოგაქვთ წვეულების მოსაწყობად ან დასასვენებლად წასასვლელად, მაშინ შემდგომში სტიმული არ გექნებათ მის დასაფარად. მაგრამ თუ თქვენ ეს სესხები სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან რაიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთისთვის გამოგაქვთ, რომელიც თქვენს კეთილდღეობას ან ჯამნრთელოას გააუმჯობებებს, მაშინ ამ ვალის დროულად დაფარვის მოტივაცია გექნებათ. როგორც წესი, ხალხის ყველაზე დიდი პრობლემა ერთი სესხის სხვა სესხით დაფარვის ქმედებაა, რაც მზარდი სესხების და საპროცენტო განაკვეთის სასესხო ლაბირინთში ჩაგძირავთ. რა თქმა უნდა, ერთი სესხით მეორის დაფარვა არსებითად განსხვავდება იმისგან, როდესაც ცდილობთ სხვადასხვა სესხების გაერთიანებას და ჩვეულებრივ, ეს პირველი ძალიან საშიშია, ხოლო მეორე, პირიქით დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფინანსური კატასტროფა. თუ ერთ სესხს მეორის დასაფარად იყენებთ, მაშინ ადრე თუ გვიან კომპანიები, რომელიც თქვენთვის სესხის გაცემას ისურვებენ აღარ დარჩება და სავარაუდოდ დარჩებით იმ რაოდენობის სესხით, რომლის დაფარვასაც ვეღარ შეძლებთ და მოგიწევთ გაკოტრება განაცხადოთ და ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.
არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ხალხს ნამდვილად სურს სესხების დაფარვა, მაგრამ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. თუ თქვენ ონლაინ სესხი გამოიტანეთ და ამ პერიოდში სამსახური დაკარგეთ, მაშინ თქვენი ახალი სამსახურის პოვნის შანსები ძალიან დაბალია. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ ეცადოთ აუხსნათ თქევენი სიტუაცია კრედიტორს, ხოლო თუ ეს არ დაგეხმარება, მაშინ მოგიწევთ დამატებითი თანხის გადახდა სესხის გადავადებისთვის.

*რეკლამა

როგორ ვკარგავთ კონტროლს ონლაინ სესხებზე?

ახლა თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ, თუ როგორ ვკარგავთ კონტროლს ონლაინ სესხებზე, ჩვეულებრივ ეს უზარმაზარი საპროცენტო განაკვეთი და ჯარიმის ყოველდღიური პროცენტია, რომელიც 0,5 – 2%-მდეა. თუ დავაანგარიშებთ ამ პროცენტებს და გამოვთვლით საერთო ამ დამატებით საპროცენტო განაკვეთს, მაშინვე ვნახავთ, თუ როგორ იზრდება გეომეტრიული პროგრესიით და ერთადერთი გზაა მთლიანად დაფაროთ ან განაცხადოთ გაკოტრება.

რა ქნათ, როდესაც ვერ ფარავთ სესხს?

თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, მაშინ, პირველ რიგში, ყურადღებით გადმოხედეთ ყველა იმ შესაძლებლობას, საიდანაც შეგიძლიათ ფულის შოვნა ამ ვალის დასაფარად. ეს არ იქნება ადვილი და ხშირ შემთხვევაში მოგიწევთ ნივთების გაყიდვა ან სამსახურიდან ავანსის თხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვერ დაგეხმარებათ, შეგიძლიათ თქვენს კრედიტორს მიმართოთ და ეცადოთ მოლაპარაკების გზით შეუთანმხდეთ, რადგან ეს ხელსაყრელი იქნება ორივესთვის, თქენთვისაც და ასევე იმ კომპანიისთვის, საიდანაც ფული ისესხეთ. თუ მოლაპარაკებით საქმე წინ არ მიდის, მაშინ შეგიძლიათ ეცადოთ თქვენი სესხები ერთ დიდ სესხად გაერთიანება, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ხოლო, თუ ესეც არ იმოქმედა, მაშინ ბოლო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, განაცხადოთ გაკოტრება და მიმართოთ სასამართლოს, რომ თქვენი ქონება გაყიდოს და დაიწყოთ თქვენი ცხოვრება თავიდან.