სტუდენტური სესები უფრო და უფრო პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი სტუდენტი სწავლას ამთავრებს დიდი ვალებით. რადგან უნივერსიტეტები ძალიან პოპულარულია და სხავასხვა სფეროში ფაკულტეტების კუსდაქმთავრებულებს მაღალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობა შეუძლიათ, ამიტომ უნივერსიტეტში სწავლა ზოგიერთისთვის სასწაული ჰგონია. წინათ, 10-30 წლის წინ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ მხოლოდ გამორჩეული სტუდენტები და დანარჩენი მუშაობდა დაბალანაზღაურებად სამსახურებში, თავისი ოჯახის შესანახად. თუ ამ გადმოსახედიდან ვუყუროთ სტუდენტურ სესხებს, მაშინ იგი საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ პრაქტიკაში მას უარყოფითი მხარეებიც აქვს. რადგან სწავლა უნივერსიტეტებში ზოგჯერ სახლებზე და ბინებზეც ძვირი ღირს, ვალების დასაფარად კურსდამთავრებულებს გატაცებით მუშაობა უწევთ. თავდაპირველად, ყველა ჩვენთაგანი სამსახურს იწყებს ნულიდან და ბევრ კომპანიებში პირველი რამოდენიმე წელი მინიმალურ ხელფასს გვთავაზობენ. როდესაც მინიმალურ ხელფასზე მუშაობა და მისი ნაწილის ვალებში გადახდა გიწევთ, შესაძლოა ძალიან რთული აღმოჩნდეს ფინანსების მართვა.
თქვენი სტუდენტური სესხის დასაფარად მძიმე მუშაობა და გამბედაობაა საჭირო, რადგან გაკოტრების შემთხვევაშიც კი სტუდენტურ სესხს თავიდან ვერ მოიშორებთ, მაინც მოგიწევთ ამ ფულის შოვნა სესხის დასაფარად!
*რეკლამარამოდენიმე რჩევა, რაც სესხის დაფარვაში დაგეხმარებათ:
- გეგმა – პირველი, რაც უნდა გააკეთოთ ეს გეგმის შექმნაა, თუ როგორ უნდა დაფაროთ თქვენი სესხი. თუ კონკრეტული გეგმა გაქვთ და ნათლად ხედავთ მიზნის მიღწევას, მაშინ თქვენთვის უფრო ადვილი იქნება გეგმის წესების დაცვა. მაგრამ თუ არა გაქვთ გეგმა, მაშინ ადვილად შეგიძლიათ ფულის დახარჯვა და საბოლოოდ ამ პროცენტების გადახდით დიდ ფულს დაკარგავთ.
- იყავით ეკონომიური – თქვენი სესხის დასაფარად ძალიან ეკონომიური უნდა იყოთ, რა თქმა უნდა ყველამ იცის, თუ როგორ უნდა ზრდასრულ ადამიანს პირველი ფულის შოვნისთანავე დახარჯოს სასურველ ნივთებზე. მაგრამ ყაველთვის გახსოვდეთ, რომ ძალიან დიდი სტუდენტური ვალი გაქვთ და იგი თვითონ თავისით არ დაიფარება, უბრალოდ ეცადეთ იყოთ ეკონომიურები და დაზოგეთ იმდენი, რამდენიც ეს შესაძლებელია.
- სესხები სწრაფად დაფარეთ – იმისმაგივრად, რომ მხოლოდ მცირე საპროცენტო განაკვეთები იხადოთ, უკეთესია, სესხის სწრაფად დასაფარად უფრო მეტი ფული შეიტანოთ, რამდენედაც ეს შესძლებელია. თუ მიზანდასახული ადამიანი ხართ და ეკონომიურად ცხოვრობთ, შეძლებთ საპროცენტო განაკვეთზე უფრო მეტი ფულის გადადებას და ამგვარი დამოკიდებულებით სტუდენტურ სესხს 3-5 წელიწადში დაფარავთ.
- გამოიყენეთ ავტომატური გადახდები – კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა ავტომატური გადახდებით სარგებლობა, ეს ნიშნავს, რომ სესხისთვის განკუთვნილი თანხა ავტომატურად გამოიჭრება თქვენი ხელფასიდან და ასე ეკონომია უფრო ადვილი იქნება, ვიდრე სახლში ეცადოთ ფულის გადადება. სავარაუდოდ თვის ბოლოს, როდესაც დააგროვებთ ამ თანხას, ვერ მოახერხებთ მის გადახდას, შესაძლოა ეს ფული უბრალოდ რამეში დაგჭირდეთ.
- არ გამოიტანოთ სხვა სესხები – როდესაც ზრდასრულ ცხოვრებას დაიწყებთ სესხის აღების უსასრულო შესაძლებლობები გექნებათ დაწყებული იპოთეკური სესხით, მოკლევადიანი სეხებით და დამთავრებული ავტო სესხებითა და საკრედიტო ბარათებით. როცა სტუდენტური სესხით სარგებლობთ, გირჩევდით, სხვა სესხებისგან თავი შეიკავოთ, რადგან ვერ გაუმკლავდებით ამდენ სესხს, მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტური სესხის დაფარვის შემდეგ შეგიძლიათ დაფიქრდეთ სხვა სესხების გამოტანაზე.
სტუდენტური სესხის სწრაფად დაფარვის შემთხვევაში პროცენტებიდან დიდ ფულს დაზოგავთ და შემდეგ ეს ფული შეძლებთ თქვენს მომავალში ან ბიზნესში დააინვესტიროთ, შემდეგ შეძლებთ გამდიდრებას, გახდებით ფინანსურად დამოუკიდებელი და არ მოგიწევთ რომელიმე სესხის გამოტანა.