პირადი ბიუჯეტის გეგმა ფინანსური გეგმაა, სადაც თქვენ აკონტროლებთ ყველა თქვენს ხარჯების და ასევე წერთ ყველა თქვენს შემოსავალს, რომ შემოსავლის რეგისტრაციით მიიღოთ საერთო ბალანსი ყოველი თვის ბოლოს. პირადი ბოიუჯეტი აუცილებელია ეფექტიანად და ეფექტურად ხარჯების გამოსაკვლევად და დაბალანსირებისთვის ისე, რომ ხარჯები თქვენს შემოსავალზე უფრო ნაკლები იყოს ან და თქვენს შემოსავალს შეესაბამებდეს. ბიუჯეტის გეგმის გარეშე ძალიან ადვილია პირადი დეფიციტის შექმნა, სადაც უფრო მეტ ფულს ხარჯავთ ვიდრე შოულობთ და შემდეგ თქვენ სესხის გამოტანა დაგჭირდებათ ფულის სესხებისათვის ან მკვეთრად უნდა შეამციროთ ხარჯები მომავალ თვეში. იმის გამო, რომ ხალფასი, როგორც წესი, საკმაოდ სტაბილურია და მხოლოდ უმნიშვნელოდ იზრდება ან მცირება, ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავგეგმოთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ხარჯების შემცირება იმ სფეროებში, სადაც ფული ყველაზე მეტად იხარჯება.

როდესაც ჰქმნით ბიუჯეტის გეგმას, უნდა აკონტროლებდეთ მთელ შემოსავალს, რომელიც შეიცავს თქვენს ხელფასს, პასიურ შემოსავალს, პენსიას, სოციალურ უსაფრთხოებას და ნებისმიერ დამატებით თანხას, რომელსაც ბანკის ანგარიშზე ღებულობთ ან ნაღდი ფულის ანგარიშწორებით. მაგრამ, ძალიან ხშირად შემოსავალი ყველაზე იოლი ნაწილია და ხარჯების კონტროლი უფრო სახიფათოა. როგორც წესი, ჩვენ ვშოპინგობთ სხვადასხვა ადგილებში ნაღდი ანგარიშწორებით, საკრედიტო ბარათით, სადებეტო ბარათით, ონლაინ გადახდებითა და ასევე ონლაინ სესხებით. და ეს დიდი გამოწვევაა მის დასაძლევად. იდეალურ შემთხვევაში თქვენ უნდა ჩაწეროთ ყველა გადასახადი და ხარჯი ბოლო თეთრამდე, მაგრამ რეალურ სამყაროში ეს არაპრაქტიკულია, ასე რომ თქვენ უნდა შეიმუშაოთ გამოსავალი, რომელიც დიდ დროს არ წაიღებს. ჩვეულებრივ, მე ვქმნი გადსახდების სიას, რომელიც 10 ან თუნდაც 20 ლარს აღემატება და დაუყონებლივ თავიდან ვიშორებ დაახლოებით ამ უნმიშვნელო ხარჯების ნახევარს. მაგრამ ამ ხარჯების დანარჩენ ნაწილს ვცდილობ კატეგორიების მიხედვით გადავანაწილო:

*რეკლამა
  1. მთავარი გადასახდები (ბინა, ვალი, საკაბელო ტელევიზია, ინტერნეტი);
  2. საკვები;
  3. მანქანის ხარჯები (ბენზინი, შეკეთება);
  4. დროის გატარება (გართობა, წვეულებები);
  5. სხვადასხვა (ყველა სხვა დანარჩენი);
  6. დანაზოგი.

თუ თქვენ მხოლოდ სადებეტო და საკრედიტო ბარათს იყენებთ, მაშინ უფრო ადვილია დააკონტროლოთ თქვენი ხარჯები, მაგრამ, ჯერჯერობით, ყოველ კვირას უნდა გამოყოთ საათი ან ცოტა მეტი დრო, ამ ყველა საბანკო განცხადების სხვადასხვა კატეგორიებად დასაჯგუფებლად.

როდესაც თქვენს ბიუჯეტს სწორედ გააკეთებთ რამდენიმე თვის განმავლობაში, თქვენ დაიწყებთ გარკეული ნაწილების ნახვას, სადაც თქვენი ფული მიედინება და ახლა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ და ეცადოთ ხარჯების შემცირება გარკვეული დანახარჯების აღმოფხვრით. მაგალითად, თუ თქვენ ყოველ დილას სვავთ ლატეს ყავას, შეგიძლიათ გადახვიდეთ ხსნად ყავაზე და დაზოგოთ ბევრი ფული. თუ თქვენ სარგებლობთ საკაბელო ტელევიზიით, შეგიძლიათ გამორთოთ და ისარგებლოთ მხოლოდ კომპიუტერით და ინტერნეტით, სადაც თქვენი უმეტესი საყვარელი ფილმებისა და სერიალების ყურება შეგიძლიათ. შესაძლებლობები უსასრულოა, მხოლოდ კარგად უნდა დააკვირდეთ თქვენს შემოსავალსა და ხარჯებს და მხოლოდ მაშინ გექნებათ სწორი მონაცემები ბიუჯეტის გასაუმჯობესებლად.

მთავარია, რომ არ გადააჭარბოთ დანახარჯები და ეცადოთ თანხის დაზოგვა სხვა უფრო დიდი და მოულოდნელი ხარჯებისათვის იმიტომ, რომ, როგორც წესი ისინი საიდანღაც ჩნდებიან და სიურპრიზს გვიკეთებენ. ხოლო, თუ თქვენ გადადებული ფული გაქვთ მოულოდნელი ხარჯებისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ და გადაიხადოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები წრაფი სესხების აღების გარეშე.