რას ნიშნავს სამომხმარებლო სესხი? დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ თქვენგანს თუ ნასარგებლები არა, გაგონილი მაინც გაქვთ სამომხმარებლო სესხის შესახებ. შესაძლოა იცით კიდევაც რას გულისხმობს ეს, თუმცა არაერთი ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია ამ ტიპის სესხის შესახებ. ამიტომ, მოდით დეტალურად განვიხილოთ რას წარმოადგენს და სად და როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის.

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 30 - 500 ლარი900 ლარი
*100%
5-730 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 - 500 ლარი1000 ლარი
*100%
5-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 100-1000 ლარი1000 ლარი
*99.95%
1-12 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი3000 ლარი
*95.13%
3-24 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 400 - 1500 ლარი4000 ლარი
*97.48%
3-36 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 50 - 500 ლარი1500 ლარი
*99.98%
5-30 დღეაიღე სესხი
5 წუთში 100-300 ლარი300 ლარი
*99.61%
1-20 დღეაიღე სესხი
15 წუთში 500-5000 ლარი5000 ლარი
*ინდივიდუალური
1-36 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი30000 ლარი
*ინდივიდუალური
3-72 თვემდეაიღე სესხი
1 დღე 500-20000 ლარი20000 ლარი
*ინდივიდუალური
3-36 თვემდეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

სესხის მრავალი სახეობა არსებობს: სამომხმარებლო, იპოთეკური, ბიზნეს სესხი, აგროსესხი და ასე შემდეგ. რათქმაუნდა , ყველა მათგანს თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს და ეს სახელწოდებიდანაც ადვილი მისახვედრია, თუმცა ამ ჩამონათვალიდან ყველაზე მოქნილი და მოსახერხებელი მაინც სამომხმარებლო სესხია.

მის მთავარ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნებისმიერი მიზნობრიობით და გრძელვადიანად შეგიძლიათ აიღოთ. თუ, მაგალითად იპოთეკური სესხის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ თანხა აუცილებლად ბინის შესაძენად ან რემონტისთვის გამოიყენოთ, სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში თქვენ არავინ შეგეკითხებათ რისთვის გამოიყენებთ მიღებულ თანხას. თქვენ თავად განსაზღვრავთ სად და როგორ დახარჯოთ ის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ტიპის სესხები, როგორც წესი, უზრუნველყოფის გარეშე და მინიმალური დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე გაიცემა. მთავარია, რომ თქვენ იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე 18 წლიდან 60 წლამდე, ბანკიდან სესხის მოთხოვნის შემთხვევაში კი 22-დან 70 წლამდე, გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და დადებითი საკრედიტო ისტორია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მიუხედავად საკრედიტო ისტორიისა ზოგიერთი კომპანია ითვალისწინებს კლიენტის მიმდინარე სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას და მაინც გასცემს მასზე სამომხმარებლო სესხს.

სამომხმარებლო სესხის გაცემის პირობები და ვადები

ჩვენ უკვე გავარკვიეთ რას ნიშნავს და რისთვის შეიძლება ავიღოთ სამომხმარებლო სესხი, ახლა კი განვიხილოთ მისი გაცემის პირობები და ვადები.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის სესხის გამცემი კომპანიისგან აპირებთ თანხის მიღებას, პირობები და ვადები შეიძლება ხშირ შემთხვევაში რადიკალურადაც კი განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. დღეს ქართულ საფინანსო ბაზარზე ასეთი ტიპის სესხის მიღება რამოდენიმე დაწესებულებაში შეგიძლიათ. პირველ რიგში სამომხმარებლო სესხს რათქმაუნდა გვთავაზობენ ბანკები, თუმცა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხებიც.

ბანკის მიერ გაცემული სესხის მისაღებად თქვენ პირველ რიგში აუცილებლად დაგჭირდებათ მინიმუმ ბოლო 6 თვის სტაბილური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც საკრედიტო ოფიცერს უნდა წარუდგინოთ. ეს შეიძლება იყოს საბანკო ამონაწერი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან რაიმე სხვა მსგავსი. ბანკისთვის მოთხოვნილი სესხის თანხის ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებით თავდები პირის მოძიებაც დაგჭირდეთ, ან საგარანტიო ქონებით სესხის უზრუნველყოფა. გარანტიის სახით შესაძლოა გამოიყენოთ თქვენი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება და/ან თქვენი ოჯახის წევრისა და ახლობლის ქონება, რათქმაუნდა მათი თანხმობის საფუძველზე.

ბანკში სამომხმარებლო სესხის მისაღები პროცედურა თანმიმდევრობით კი ასე გამოიყურება:

  • საკრედიტო განაცხადის შევსება და საკრედიტო ოფიცრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა;
  • სესხის განაცხადის განხილვა საკრედიტო დეპარტამენტის მიერ;
  • დასტურის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმება საკრედიტო ოფიცერთან;
  • თანხის მიღება.

ამ ეტაპების გასავლელად თქვენ სავარაუდოდ ერთიდან რამოდენიმე დღემდე პერიოდი დაგჭირდებათ. თუ სამომხმარებლო სესხს რაიმე ტიპის უზრუნველყოფის საფუძველზე მოითხოვთ, აღნიშნულ დროს აუცილებლად დაემატება უზრუნველყოფის საგნის დათვალიერება-შეფასებისათვის საჭირო პერიოდი და თანხის მიღების დრო შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის უპირატესობა, რაც ბანკების მიერ გაცემულ სამომხმარებლო სესხებს გააჩნიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებთან შედარებით. ეს არის სესხის ვადა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არასაბანკო დაწერებულებაც გვთავაზობს სამომხმარებლო სესხს ერთი ან მაქსიმუმ ორი წლის ვადით (იშვიათია შემთხვევა, როდესაც ეს პერიოდი 2 წელიწადს ცდება), ბანკები ითვალისწინებენ მომხმარებლის მოთხოვნებს, და გაცილებით უფრო გრძელვადიანი პერიოდით შეუძლიათ სესხის გაცემა.

საბანკო სესხის პარალელურად თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებითაც. საქართველოში ძალზე პოპულარულია ასეთი კომპანიების შემოთავაზებული სწრაფი ონლაინ სესხები, რომლებიც სამომხმარებლო ტიპის სესხს განეკუთვნებიან. მათ საკმაოდ ბევრი უპირატესობა გააჩნიათ საბანკო სესხთან შედარებით და ეს უპირატესობები ადვილი ჩამოსათვლელია.

პირველ რიგში, ეს არის ონლაინ სესხების მოქნილობა დროში და სივრცეში. მის მისაღებად თქვენ არ გჭირდებათ არც რიგში დგომა, არც დამატებითი დოკუმენტებისა და ამონაწერების მომზადება და წარდგენა კომპანიისთვის, ლოდინი რამოდენიმე დღის განმავლობაში, უზრუნველყოფა ან თავდებობა. იმისათვის რომ თქვენ მიიღოთ ასეთი ტიპის სამომხმარებლო სესხი დაგჭირდებათ რამოდენიმე მარტივი ეტაპის გავლა.

პირველ რიგში აუცილებელია გქონდეთ შემოსავალი, თუმცა ამის დოკუმენტურ დასაბუთებას უმეტეს შემთხვევაში არავინ გთხოვთ და თქვენ მონაცემებს უშუალოდ დამსაქმებელთან თავად გადაამოწმებს კომპანია. სწრაფი სესხის მისაღებად აუცილებლად დაგჭირდებათ პირადი საბანკო ანგარიში და მობილური ტელეფონი. სესხის მიღების პროცედურა კი ასე გამოიყურება:

  • შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები კომპანია სესხის პირობების შესაბამისად;
  • თუ პირველად სარგებლობთ ამ კომპანიის მომსახურებით, მაშინ მოგიწევთ მათ ვებ-გვერდზე არსებული მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
  • რეგისტრაციისთვის მიუთითეთ თქვენი პირადი მონაცემები,პირადი ნომერი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი და ასე შემდეგ. ყველა კომპანია გვეუბნება, რომ ჩვენი მონაცემები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად იქნება მათთან დაცული და გამოყენებული.
  • აირჩიეთ სასურველი თანხა და ხანგრძლივობა;
  • გაიარეთ იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს თქვენი ანგარიშის გააქტიურებას. ამისათვის უმეტეს შემთხვევაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ბმულს ან კოდს და დაასრულებთ როგორც რეგისტრაციას, ასევე პირველი განაცხადის შევსებას;
  • თუ დადებითად გადაწყდება თქვენი განაცხადი, შემდეგი ეტაპი თქვენი საბანკო ანგარიშის ვერიფიკაცია იქნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე უნდა გადარიცხოთ გარკვეული თანხა, რაც ხშირად არ აღემატება 0.01 თეთრს.

ყველა ჩამოთვლილი პროცედურის გავლის შემდგომ თქვენ რამოდენიმე წუთში მიიღებთ თქვენსავე საბანკო ანგარიშზე მოთხოვნილ თანხას. არ შეგაშინოთ პროცედურების ჩამონათვალმა. ყველა ზემოთხსენებული ეტაპის გასავლელად და თანხის მისაღებად პირველი სესხის შემთხვევაში თქვენ მაქსიმუმ 1 საათი შეიძლება დაგჭირდეთ, ხოლო თუ ეს განმეორებითი სესხია, მოლოდინის დრომ შეიძლება რამოდენიმე წუთი შეადგინოს მხოლოდ.

სწრაფ ონლაინ სესხებს ბევრ უპირატესობასთან ერთად ის მინუსი აქვს, რომ ისინი არ მოიაზრება როგორც გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები. ძირითად შემთხვევაში მათი ხანგრძლივობა ერთი თვიდან ერთ წლამდე მერყეობს. ასევე, მცირეა სესხის თანხაც, უზრუნველყოფის გარეშე სწრაფი ონლაინ სესხების ლიმიტი 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს მხოლოდ, მაშინ, როდესაც საბანკო სესხის შემთხვევაში ეს თანხა რამოდენიმე ათასი და ათი ათეული ათასიც კი შეიძლება იყოს.

სამომხმარებლო სესხის უპირატესობები და გამოყენების გზები

როგორც უკვე აღვნიშნეთ სესხის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებსაც საბანკო თუ არასაბანკო სექტორი გვთავაზობს. თუმცა, სამომხმარებლო სესხს მათ შორის გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს მომხმარებელთა შორის.

ამ ტიპის სესხის პლუსი, პირველ რიგში, მისი მრავალფეროვანი გამოყენების საშუალებაა. თანხა შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი მოზნობრიობისთვის და თქვენ არავის წინაშე არ მოგიწევთ ანგარიშის წარდგენა რაში და როგორ დახარჯეთ მიღებული სესხი. შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთი, დაეხმაროთ მეგობარს, დაისვენოთ ქალაქგარეთ, იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, გაარემონტოთ ბინა, შეიძინოთ უძრავი ან მოძრავი ქონება და მრავალი სხვა.

ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად თქვენ სარგებლობთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სწრაფი სესხით, ასევე დამატებით კიდევ რამოდენიმე ტიპის სამომხმარებლო სესხით სხვა მსგავს დაწესებულებასა თუ ბანკში და საერთო ჯამში თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი თანხის გადახდა გიწევთ მომსახურების საკომისიოსა და დარიცხული პროცენტის სახით. არცთუ ისე ცოტაა ისეთი მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც ამჯობინებენ გააერთიანონ ყველა ასეთი ტიპის ვალდებულება ერთ სამომხმარებლო სესხში და ასე გაცილებით უფრო კომფორტულად და ნაკლები დანახარჯით ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაფარონ ნაკისრი ვალდებულება.

მცირე სამომხმარებლო სესხები, რომლებიც სწრაფი სესხის სახელით არის ცნობილი კი დაგეხმარებათ მოულოდნელად წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების დროს. მაშინ, როდესაც დრო მცირე გაქვთ, ხელფასამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი და სწრაფი რეაგირებაა საჭირო. მაგალითად, მოულოდნელად გაგიფუჭდათ ავტომობილი, დაგპატიჟეს დაუგეგმავ წვეულებაზე, დაბადებისდღეზე, ქორწილში ან რაიმე მსგავს ღონისძიებაზე, საჭირო გახდა სამედიციო კვლევა ან მედიკამენტები და სხვა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მინიმალურ დროში, სულ რაღაც რამოდენიმე წუთში მიიღოთ საჭირო თანხა ხელფასის ჩარიცხვამდე და დროულად მოაგვაროთ ეს სიტუაცია.