თანხის სესხება წლების მანძილზე ყველაზე გავრცელებული ფინანსური მომსახურებაა. რადგან არჩევანი ფართოა და სესხების მრავალი სახეობა არსებობს, ამ პოსტში ვეცდები ჩავრთო ყველა ის სახეობა, რომელიც დამამახსოვრდა.

იპოთეკა

იპოთეკური სესხი, შესაძლოა ყველაზე ცნობილი სესხის სახეობაა და იგი ფარავს სახლის ყიდვის ხარჯებს, რომლის ფასიც ბოლო ათწლეულების მანძილზე ძალიან გაიზარდა. იპოთეკურ სესხებს, როგორც წესი დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ და 20 წლამდე სესხის დაფარვის ვადა. თანხის რაოდენობა, რომლის სესხებაც შეიძლება მერყეობს 10000 ლარიდან 200000 ლარამდე. ჩვეულებრივ, როდესაც სახლის შესაძენად სესხი გამოგაქვთ, სახლი იდება იპოთეკის ქვეშ ან გარანტორის მეშვეობით უზრუნველყოფთ თქვენ სესხს. ბანკები და კერძო კრედიტორები, ჩვეულებრივ, იპოთეკურ სესხებს იძლევიან ძალიან მკაცრი პირობებით, თქვენი პირადი საკრედიტო ისტორიის გადამოწმების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს თქვენი სესხის დაფარვის უნარიანობას.

ონლაინ სესხები

ონლაინ სესხები მოკლევადიანი ვარიანტია, საიდანაც შესაძლებელია დაახლოებით 50 ლარიდან 1000 ლარამდე სესხის გამოტანა, ორი დღიდან 3 თვემდე დაფარვის ვადით. ეს მოკლევადიანი სესხები, ძირითადად, გამოიყენება მცირე ფინანსური პრობლემებისთვის და ჩვეულებრივ, ამ სესხებს ხალხი ადვილად ფარავს შემდეგი ხელფასის აღებისთანავე. ონლაინ სესხებმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და კრედიტორებმაც ბევრი ფული იშოვეს ამ სესხების გაცემით. ონლაინ სესხები შესანიშნავი საშუალებაა და ძირითადად გამოყენება სამედიცინო ხარჯების, მანქანის შეკეთების, ქირის, პროდუქტებისა და სხვა ყოველთვიური ხარჯების დასაფარად.

სამომხმარებლო კრედიტი

სამომხმარებლო კრედიტი ან სამომხმარებლო სესხი საშუალო ვადიანი სესხის სახეობაა, როდესაც თქვენ ყოველგვარი გარანტორის და იპთეკის გარეშე 1000 – 10000 ლარამდე ფულის სესხების საშუალება გეძლევათ. ეს საშუალო ვადიანი სესხები ეკონომიკის უდიდესი ნაწილია და ხალხი მათ იყენებს მრავალ სხვადასხვა მიზეზებისთვის, დაწყებული სახლის რომონტით და დასვენებით, დამთავრებული სხვადასხვა ხარჯებით, რომლისთვისაც ცოტა უფრო მეტი ფული გჭირდებათ, ვიდრე შეგიძლიათ მიიღოთ მოკლევადიანი სესხებიდან. თუ შევადარებთ ზოგიერთ გრძელვადიან სესხებს ვნახავთ, რომ სესხის ამ სახეობას, როგორც წესი, უფრო დიდი საპროცენტო განაკვეთი აქვს, მაგრამ მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთთან შედარებით უფრო მცირეა.

*რეკლამა

საკრედიტო ბარათები

საკრედიტო ბარათები საშუალო ვადიანი სესხების კიდევ ერთი ვარიაციაა, როდესაც შეგიძლიათ ფულის გამოტანა ყოველგვარი გარანტორისა და იპოთეკის გარეშე. საკრედიტო ბარათს მოყვება საკრედიტო ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ დახარჯოთ იმდენი, რამდენიც გსურთ. ეს თანხა შეგიძლიათ დახარჯოთ, როგორც ონლაინ საყიდლებზე, ასევე სხვადასხვა ნივთების ბარათით შესაძენად, ხოლო თუ ფულის გამოტანა ნაღდი ანგარიშწორებისთვის დაგჭირდათ, ჯარიმის გადახდა მოგიწევთ, რომელიც მთლიანი თანხის გარკვეული პროცენტს შეადგენს. საკრედიტო ბარათები საკმაოდ მოსახერხებელი ვარიანტია, მის ასაღებად უნდა მიმართოთ ბანკს და ყოველთვიურად გადაიხადოთ ბარათის საფასური, რომელიც შესაძლოა საკმაოდ ძვირი აღმოჩნდეს, თუ ამ სესხების ხშირი მომხმარებელი არ ხართ.

საინვესტიციო კრედიტი

საინვესტიციო კრედიტი სესხის კიდევ ერთი სახეობაა, რომელიც განკუთვნილია ბიზნესისთვის ან შეძლებული კერძო პირებისთვის. საინვესტიციო კრედიტი, როგორც წესი, გამოიყენება რაღაც საქმის დასაფინანსბლად, რომელიც საბოლოო ჯამში ფულს მოგიტანთ, მაგრამ ამ პროცესის დასაწყებად მსხვილ ინვესტირებას საჭიროებს. საინვესტიციო სესხები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უძრავი ქონების ყიდვისას, ასევე ბიზნესის დაწყებისთვის და მსგავსი ხარჯებისთვის. ამ სესხების გამოტანა გაცილებით რთულია და წლიური საპროცენტო განაკვეთიც უფრო მაღალია, რადგან კრედიტორი ბოლომდე არაა დარწმუნებული თქვენს გადახდის უნარიანობაში.

საკრედიტო ხაზი

საკრედიტო ხაზი სხვა სახეობებთან შედარებით სესხის ახალი ტიპია, როდესაც თქვენ საკრედიტო ბარათის მაგვარ სესხს იღებთ, ოღონდ არა ბანკიდან არამედ მსხვილი ფინანსური ორგანიზაციებისგან ან ონლაინ კრედიტორებისგან. საკრედიტო ხაზი მოქმედებს როგორც საკრედიტო ბარათი, მაგრამ ის მთლიანად ვირტუალურია და თქვენ შეგიძლიათ სესხება იმდენჯერ, სანამ არ მიაღწევთ საკრედიტო ლიმიტს. საკრედიტო ხაზი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ მას უფრო დიდი საპროცენტო განაკვეთი აქვს სხვა გრძელვადიან სესხებთან შედარებით.

სტუდენტური სესხი

სტუდენტური სესხი ერთ-ერთი ცნობილი სესხის სახეობაა, რომლის აღებით შეძლებთ კოლეჯისა ან უნივერსიტეტში სწავლის საფასურის დაფარვას. რადგან უნივერსიტეტში სწავლის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად მომხმარებელზე ორიენტირებული ეს სტუდენტური სესხებიც უფრო და უფრო იზრდება. რადგან მათ ძალიან დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთი აქვთ, გადასახდელი პროცენტების მთლიანი თანხა ამ გრაფიკის დაფარვის პერიოდში სავარაუდოდ უმნიშვნელო იქნება. სტუდენტური სესხების საკმაოდ უსიამოვნო ფაქტია ის, რომ ხელშეკრულებით გაკოტრების შემთხვევაშიც კი თავიდან ვერ აიცილებთ ამ სესხს, ერთადერთი გამოსავალი მისი დაფარვაა.

ავტო სესხი

ავტო სესხი, ასევე საკმაოდ გავრცელებულია და როდესაც ხალხი ყიდულობს ახალ თუ ძველ მანქანას ფულით, რომელიც არ გააჩნია და რამდენიმე წლის განმავლობაში ფარავს ამ დავალიანებას. ავტო სესხის თანხა მერყეობს 1000 – 50000 ლარამდე და თქვენი შემოსავლის და მანქანის საფასურიდან გამომდინარე ადგენენ სესხის დაფარვის გრაფიკს რამდენიმე თვიდან 10 წლამდე. ავტო სესხებს მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, მაგრამ ის უზრუნველყოფილია ამავე მანქანით, არ საჭიროებს გარანტორს და სესხის აღება შეგეძლებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვთ.