კითხვა, თუ როგორ დავხარჯოთ დამატებითი ფული უჩნდება ყველა საინვესტიციო მენეჯერს და როდესაც ადამიანს დიდი ფული გამოაქვს, პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დახარჯოს, ხოლო რაციონალური ტვინი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დააინვესტიროს.
არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ აღმოჩნდა ზადმეტი ფული თქვენს ხელში, შესაძლებლობები უსასრულოა დაწყებული მემკვიდრეობით, დამთავრებული ლატარეის მოგებით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანა, თუ რას გააკეთებთ ამ თანხით. პირველ რიგში, თუ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ფულით მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გსურთ და არა უბრალოდ დახარჯვა. ამ ფულის გონივრულად გამოყენების შესაძლებლობები უსასრულოა, მაგრამ აქ ქვემოთაღვნიშნავთ რამოდენიმე შესაძლებლობას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ხარჯების დაგეგმვაში .

*რეკლამა
  1. პენსია/საპენსიო დანაზოგი – პირველ რიგში, მე ჩემ კლიენტებს ვურჩევ ზედმეტი ფულის კერძო საპენსიო სქემაში საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხვას, რადგან წლების განმავლობაში ის გაიზრდება და მაშინ, როდესაც პენსიაზე გახვალთ ამ სახსრებს მოიხმართ მოგზაურობაზე და უბრალოდ კომპორტულად იცხოვრებთ.
  2. დანაზოგი თქვენი შვილების მომავლისთვის – თუ 18 წლამდე შვილები გყავთ ან აპირებთ ოდესმე გაჩენას, მაშინ ინვესტირების შესანიშნავი საშუალება იქნება უნივერსიტეტისთვის ფულის გადადება. როგორც წესი, მშობელი ხსნიან საბავშვო ანგარიშს მაშინვე, როგორც კი შვილები ებადება და პერიოდულად მათ ანგარიშზე გარკვეულ თანხას რიცხავს, მაგრამ თუ თქვენ ხელში დიდი ფული ჩაგივარდათ შეგიძლიათ შეინახოთ ანგარიშზე და უყუროთ, თუ როგორ იზრდება რიცხვი თქვენ შვილთან ერთად.
  3. პასიური შემოსავალი/ბიზნესი – თუ თქვენ სამეწარმო ტალანტი გაგაჩნიათ, მაშინ შესანიშნავი იქნება, თუ საბოლოოდ თქვენს საკუთარ ბიზნესს დაიწყებთ. მაგრამ, თუ თქვენ არ გსურთ საკუთარი ბიზნესის დაწყება, მაშინ შეგიძლიათ დააინვესტიროთ უძრავ ქონებაში ან საფონდო ბაზარზე და მიიღოთ ყოველწლიური, სრულიად პასიური პროცენტი.
  4. ჯანმრთელობა – ჩვენი ჯანმრთელობა ყველაზე ძვირადღირებული რესურსია და სწორედ ამიტომ, ჩვენ ხალხს ხშირად ვურჩევთ ფულის მათი ჯანმრთელობაში ინვესტირებას, ანუ რაიმე ტესტებისა და გამოკვლევების ჩატარებას, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენს სხეულში ყველაფერი კარგად მუშაიბს. თუ ზედმეტი ფული გაგაჩნიათ, შეგიძიათ თქვენი ჯანმრთელობის ყველა იმ პრობლემის განკურნვა, რომელიც წლების განმავლობაში დაგიგროვდათ, გააუმჯობესოთ კვება და დაიწყოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესების დაცვა.
  5. გართობა – და ბოლო პუნქტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს გართობაა და ნივთების შეძენა, რომელზედაც ყოველთვის გიოცნებით და საკმარისი ფული არასდროს გქონიათ. შეგიძლიათ იმოგზაუროთ, იყიდოთ მოტოციკლი ან ნებისმიერი რამ გააკეთოთ, როგორც მოისურვაბთ, უბრალოდ, არ დახარჯოთ ბოლომდე ეს თანხა და გადადეთ გარკვეული თანხა ამ ზემოდაღნიშნული პუქტებისთვის.

იმედია, ეს რჩევები მიგახვედრებთ, დაგეხმარებათ და ამგვარად შეძლებთ თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მაგრამ გართობა და ცხოვრებით დატკბობაც არ დაგავიწყდეთ.