თანხის დაგროვების – ფუნქცია საკმაოდ სასარგებლო და აუცილებელია, მაგრამ სესხის აღებას დღეს ნებისმიერ კუთხე კუნჭულში გთავაზობენ. მაშ რატომ უნდა გავაკეთოთ დანაზოგი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ კრედიტით მიიღოთ საჭირო თანხა? რა თქმა უნდა ერთის მხრივ ძალიან კომფორტულია კრედიტის აღება, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრ ხარჯებს მოიცავს. სამწუხაროდ, სინამდვილეს უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს, ისე იხდიან სესხის საპროცენტო განაკვეთებს, ვერც კი ხვდებიან, თუ რამდენად ბევრ თანხას უხდიან ბანკს უკან. თუ ჩვენ ამ საკითხს გავაცნობიერებთ, უფრო გაგვიადვილდება თანხის დაზოგვა. მას შემდეგ, რაც თქვენ აირჩევთ თქვენი დანაზოგის მიზანს, თქვენ ეს მოგცემთ უდიდეს სტიმულს და ცოტა ხანში ძალიან მოგეწონებათ თანხის დაზოგვა.როდესაც ჩვენ ვუყურებთ ტელევიზორს, ხშირად გვხვდება თვალში ფინანსისტა განხილვები, რომლებიც გვირჩევენ თანხის ინვესტირებას. ჩვენ გვგონია, რომ ინვესიტირება მხოლოდ მდიდარი ხალხისთვისაა და ამ საკითხს არ ვუდგებით სერიოზულად.იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თანხის ინვესტირება, ჩვენი გონება უნდა მოვაწყოთ ისე, რომ ვიფიქროთ, როგორ განვახორვიელო ეს იდეა. დასაწყისისთვის აუცილებელია ვისწავლოთ თანხის სწორად დაზოგვა, რათა შევძლოთ გარკვეული თანხის დაგროვება,რომ მოვახდინოთ ინვესტირება. ჩვენ ყველანი, სისტემატიურად ვაკეთებთ მსხვილ შენაძენებს, რომელსაც საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მსხვილი შენაძენის გაკეთება, არსებობს ორი ვარიანტი: დაზოგოს ფული, ან აიღონ კრედიტი ბანკიდან. სესხისგან განსხვავებით, თანხის დაზოგვა ბევრად უფრო ეკონომიური და მომგებიანია., იმიტომ, რომ არ მოგიწვეთ ბანკისთვის პროცენტების ხდა. ამასთანავე, ყველა ადამიანისთვის არ არის ხელმისაწვდომი კრედიტის აღება.სამწუხაროდ, ყველა ადამიანს არ შეუძლია თანხის დაზოგვა.

თანხის დაზოგვის გეგმა:

გააანალიზეთ თქვენი ხარჯები, შემოსავლები, დასაზოგი თანხის ოდენობა, დამატებითი შემოსავლის წყაროები. ანალიზის გაკეთების შემდეგ თქვენ შეძლებთ ნათლად დინახოთ, თუ რაში ხარჯავთ თქვენი შემოსავლის თანხის უმეტეს ნაწილს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ ის დატოვოთ საყიდლების სიაში, ხოლო, რასაც შეელევით და არ წარმოადგენს აუცილებლობას, ამ ნივთების სიიდან ამოღებით თქვენ სოლიდური თანხის დაგროვებას შეძლებთ.

*რეკლამა

როგორ დავზოგოთ თანხა სწორად?

როდესაც ადამიანი ფიქრობს თანხის ინვესტირებას, იმაზეც უნდა იფიქროს, თუ საიდან მოიძიოს თანხები, რომელსაც გამოიყენებს ინვესტირებისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც მთელი ხელფასი მიდის კომუნალურ გადასახადებში, ძალიან ძნელია თანხის დაზოგვა. დაიწყეთ თანხის დაზოგვა მცირე რაოდენობით. დაზოგეთ ყოველთვიურად თქვენი შემოსავლების 10 % და არ დახარჯოთ ის. ჩამოაყალიბეთ წესად, როდესაც ხელფასი დაგერიცხებათ, გადადეთ თანხის 10 % დანაზოგად, ხოლო როდესაც დაგერიცხებათ პრემია, შეგიძლიათ უფრო მეტი თანხა დაზოგოთ. გაჩუქეს 100 $? გადადეთ იქიდან 10 $ დანაზოგში. თქვენი ხელფასიდან 10 % დანაკარგი თქვენთვის არ იქნება მნიშვნელოვანი დანახარჯი. ეს იქნება პირველი გადადგმული ნაბიჯები თანხის დასაზოგად. თანხის გადადება დასაზოგად არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარჯების გაკონტროლება. თანხის დანაზოგში გადასადებათ და ხარჯების კონტროლში განსხვავება იმაშია, რომ დანაზოგის დროს თქვენ აგროვებთ თანხას გადაუდებელი სიტუაციებისთვის, ხოლო, როდესაც აკონტროლებთ ხარჯებს, თქვენ ზოგავთ თანხას და რეალურად შეგიძლიათ ეს თანხა დაამატოთ თქვენს დანაზოგს, ან გადადოთ თანხა იმ ნოვთების საყიდლად, რომლის შეძენაც გსურთ, მაგრამ არასაკმარისი ფინანსების გამო ყიდვას ვერ ახერხებთ.

მუდმივი თანხის უკმარისობის დროს, როდესაც თვიდან თვემდე არ გაგაჩნიათ საკმარისი თანხები, ძალიან რთულია თანხის დაზოგვა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ადამიანების უმეტესობამ არ იციან დანაზოგის გაკეთება.რაში მდგომარეობს პრობლემა? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი შემოსავლების დიდი ნაწილი მიდის ყოველდღიურ ხარჯებში და კომუნალურ გადასახადებში. გაითვალისწინეთ, რომ დასაწყისისთვის არ არის საჭირო თქვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. დაიწყეთ დაზოგვა მინიმალური თანხებით და თანდათანობით შეგიძლიათ დასაზოგი თანხის ოდენობის გაზრდა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენი თანხის დაზოგვას შეძლებთ უმოკლეს პერიოდში.

როდესაც დაზოგავთ გარკვეულ თანხას, თქვენ თავად შეგეძლებათ გადაწყვიტოთ, თუ რაში დახარჯავთ მას.