ტექნოლოგიების განვითარებასა და ცხოვრებისეული რიტმის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მატულობს მოთხოვნა ისეთ სამსახურზე, რომელიც გაადგილებისათვის დროის მინიმალურ ოდენობას მოითხოვს. ეს ის სამსახურებია, რომელთა შესრულებაც დასაქმებულს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ სივრცეში შეუძლია. რათქმაუნდა ამ ტიპის სამუშაოს ის მინუსი შეიძლება ქონდეს, რომ დამოკიდებულია ისეთ პროდუქტზე, როგორიც ინტერნეტი და ელექტროენერგიაა, თუმცა დღეისათვის ოფისებში დასაქმებულთა სამუშაო პროცესიც ამავე კომპონენტებზეა დამოკიდებული. არადა, შედავებადაც კი არ ღირს, რომ კომფორტი, რომელიც სახლიდან სამუშაოს შესრულებას აქვს, საკმაოდ დიდი და მიმზიდველია.

დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიუხედავად ჩვენ სამყაროში არსებული სწრაფი ევოლუციური პროცესებისა, მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილი ამ ტიპის სამსახურის მიმართ და თვლიან, რომ ანაზღაურება, რომელიც ამ გზით შეიძლება გამოიმუშაოს ადამიანმა, ვერ იქნება საკმარისი და შესაფერისი დასაქმებულის კვალიფიკაციასთან.

რათქმაუნდა ეს ყველაფერი მითია, და თუ მიმდინარე ტენდენციებს გადავავლებთ თვალს და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ხშირად იმ დასაქმებულთა საათობრივი და ყოველთვიური ანაზღაურება, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მუშაობენ, ბევრად მეტია საოფისე საქმიანობით დაკავებულ პირებზე.

ინტერნეტ სივრცეში, ხელმისაწვდომია ისეთი ონლაინ რესურსები, რომლებზეც დამქირავებელს საშუალება აქვს მოიძიოს მისთვის სასურველი პროფესიონალი და გააფორმოს მასთან ინდივიდუალური შეთანხმება. როგორც წესი, ეს შეთანხმებები მოიცავს ინფორმაციას შესასრულებელი სამუშაოს ოდენობის, შესრულების ვადებისა და ანაზღაურების შესახებ.

იმისათვის, რომ უფრო ნათელი და ადვილად გასაგები გახდეს საზოგადოების ფართო მასებისათვის რა იგულისხმება ყოველივე ზემოთ თქმულში, შევეცდები მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია მსოფლიოში არსებული ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურების შესახებ, რომელთა შესრულებაც სახლიდან არის შესაძლებელი.

მრავალ კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ლიდერი ამ მხრივ ისეთი საქმიანობაა, როგორიც ხმის ჩაწერაა. ეს გულისხმობს სხვადასხვა ტიპის გახმოვანებებს, ხმოვან ლექსიკონებსა და ასე შემდეგ. ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანების საათობრივი ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში 70 ევროს ფარგლებში მერყეობს.

ამ ნიშნულს არ ჩამოუვარდებიან ინფოგრაფიის სპეციალისტები, რომელთა საათობრივი ანაზღაურებაც 50 ევროს უტოლდება საათში. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ შტამბეჭდავი ციფრი შეიძლება იყოს.

*რეკლამა

მომდევნო ადგილზე ფინანსისტთა ის ჯგუფია, რომლებიც სხვადასხვა ფინანსურ გაანგარიშებებს, ანალიზსა და კვლევებს აწარმოებენ. მათ ასევე საშუალება აქვთ წერონ ბლოგები და ზოგ შემთხვევაში წიგნებიც კი და აქედანაც მიიღონ დამატებითი შემოსავალი.

არანაკლებ საინტერესო საქმიანობას ეწევიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ხელშეკრულებებს სხვადასხვა კომპანიებისათვის. ის პირები, რომლებიც ამ ტიპის განათლებასა და უნარებს ფლობენ, საკმაოდ მაღალანაზღაურებად პროფესიონალებად მიიჩნევიან იმ კატეგორიას შორის, რომელიც სახლიდან მუშობით გამოიმუშავებს ანაზღაურებას.

კიდევ ერთი ძალიან წარმატებული კატეგორია, რომელზე მოთხოვნაც ყოველდღიურად მატულობს, შერჩევა-დაქირავების სპეციალისტები არიან. მათ შეუძლიათ მთელი სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად ან ტელეფონის საშუალებით აწარმოონ ორგანიზაციებისათვის საჭირო ადამიანური რესურსების შერჩევა.

მათ ფეხდაფეხ მიყვებიან ფინანსური მრჩევლები. ეს ადამიანთა ის კატეგორიაა, რომლებიც დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს ეხმარებიან სხვადასხვა ფინანსური გარიგებების დადებასა და მოსალოდნელი რისკების კვლევაში.

ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად კატეგორიად კი უპირობოდ მიიჩნევიან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ის პირები, რომლებსაც საშუალება აქვთ დისტანციურად შეასრულონ სამუშაო. დაწერონ პროგრამები, მოახდინონ მათი ტესტირება, განახორციელონ ქმედებები ოპერაციულ სისტემებზე და ასე შემდეგ. მათ ამისათვის სრულებით არ ჭირდებათ კონკრეტულ ოფისში მისვლა.

კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც საკმაოდ სტაბილურად გამოიმუშავებს ხელფასს სახლიდან გაუსვლელად, სხვადასხვა ენის თარჯიმნები არიან. მათ საშუალება აქვთ მიიღონ დაკვეთა კერძო პირისა თუ ორგანიზაციისგან და ასევე ელექტრონული ფორმით ჩააბარონ შესრულებული სამუშაო და მიიღონ ამაში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება. ყველაფერი თარჯიმნის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

კვლევების უმრავლესობაში, იმ კატეგორიას შორის, რომლებიც თანხას სახლიდან მუშაობით გამოიმუშავებენ, მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში განთავსებული სარეკლამო ბანერებით ღებულობენ შემოსავალს. ეს გულისხმობს გარკვეული რაოდენობის ბანერებზე მაუსის დაწკაპუნებით, კონკრეტული, ფიქსირებული თანხის მიღებას. შეიძლება ბევრისათვის ეს სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ გზით საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი.