ტრანსპორტირება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერველობაა და დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ჩვენ ვხმარობთ პროდუქციას, რომელიც დამზადებულია მსოფლიოს შუა გულში და გამოგზავნილია მატარებლებით, გემებით, მანქანებით და თვითმფრინავებით ჩვენი უბნის მაღაზიებში, სადაც ვყიდულობთ პროდუქციას არც კი ვფიქრდებით, თუ სადაა ის დამზადებული. ყველა ეს სატრანსპორტო საშუალება ბევრ ენერგიას ხარჯავს და ბევრი საწვავია საჭირო ამ ნივთების ტრანსპორტირებისათვის მსოფლიოს მასშტაბით. და სწორედ ამიტომ, კომპანიები ხშირად იყენებენ სესხებს მათი მასიური საწვავის ხარჯების დასაფარად და შემდეგ ფარავენ ამ სატრანსპორტო საქმიანობისგან მიღებული მოგებიდან.

*რეკლამა

ეს კომპანიები და მათი ხარჯები რომ გამოვრიცხოთ, ჩვენ, როგორც მომხმარებელი ასევე ვიყენებთ ბევრ საწვავს ტრანსპორტირებისთვის, გართობის, სამსახურისა თუ ნივთების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაზიდვისთვის. ქალაქები და ინფრასტრუქტურა ისე შევქმენით, რომ მათი სარგებლობა იქნება ეფექტური იმ შემთხვევაში, თუ გვყავს პირადი მანქანები ან ვსარგებლობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რადგან საწვავი აღარაა ისეთი იაფი, როგორიც 10 წლის წინ იყო, ხალხი ეძებს ახალ გზებს თუ როგორ დააფინანსოს ეს ხარჯები. და ერთ-ერთი სესხის აღების ვარიანტი საწვავის ყიდვითვისაა, ხოლო ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ამ მოქმედების არასწორი მიმართულებაა. ზუსტად ამიტომ, მინდა განვიხილო რამოდენიმე ვარიანტი, სადაც შესაძლოა გამოიყენოთ ონლაინ სესხები საწვავის საყიდლად.

  1. ბიზნესი – საწვავის კრედიტის გამოყენების საუკეთესო გზა ბიზნესია, რადგან როდესაც თქვენ ხედავთ მოგებას, შეგიძლიათ უპრობლემოდ დაფაროთ სესხი დამატებითი პროცენტით და მაინც ნახავთ მოგებას ამ გარიგებისგან. არსებობს სხვადასვა ბიზნესი, რომელთაც სჭირდება დიდი რაოდენობით საწვავი მომსახურეობისა თუ საქონლის ტრანსპორტირებისთვის და თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, მაშინ ვფიქრობ ვალის აღება თქვენთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
  2. ფულის კეთება – თუ თქვენ არ ხართ კომპანიის მფლობელი, მაგრამ მიიღეთ გარკვეული საქონლის ტრანსპორტირების შეთავაზება, რისგანაც ნახავთ მოგებას, მაშინ ვალის აღება პრობლემას არ უნდა წარმოდგენდეს, რადგან უფრო დიდ მოგებას ნახავთ, ვიდრე ამ სესხის პროცენტის გადახდაა. თუ ავიღებთ საშუალო ონლაინ სესხს, რომელსაც 10% საპროცენტო განაკვეთი აქვს, მაშინ საქმე, რომლისთვისაც 100 ლარის საწვავი დაგჭირდებათ უნდა დატოვოს არანაკლებ 10 ლარის მოგება, რომ გიღირდეთ ამის გაკეთება.
  3. მნიშვნელოვანი ტრანსპორტირება – თუ სამსახურში ან საყიდლებზე მიდიხართ, მაშინ დაგჭირდებათ საწვავი და სესხის აღება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან ვერ შეძლებთ სამსახურში მისვლას ან ვერ დარჩებით საკვების გარეშე მთელი თვის განმავლობაში. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ მაინც კარგავთ ფულს გრძელვადიან პერსპექტივაში და ზუსტად ამიტომ ეს უნდა გააკეთოთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გესაჭიროებათ.
  4. გართობა – გართობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატეგორიაა, რომლისთვისაც ხალხს სესხი გამოაქვთ და ეს ასევე ყველაზე უარესი რამაა, რადგან თუ თქვენ მანქანაში საწვავს ასხავთ უბრალოდ სეირნობისთვის, მაშინ დარჩებით იმედგაცრუებულნი, როცა სესხის დაფარვის დრო დადგება.
  5. საწვავის ალტერნატივა – თუ თქვენი მანქანა ელექტროენერგიაზე ან ბიოსაწვავზე მუშაობს, მაშინ შეგიძლიათ გამოიტანოთ სესხი მის დასატენად, რადგან მათი გამოყენება გაცილებით იაფი ღირს. თუ შევადარებთ ელექროენერგიაზე მომუშავე მანქანა უბრალო საწვავზე ან გაზზე მომუშავესთან, მაშინ ვნახავთ, რომ ელექტროენერგიის ხარჯები რამოდენიმეჯერ იაფია, ასე რომ ტრანსპორტირების სესხიც ბევრად უფრო იაფი ეღირება.

საწვავი ძირითადი ენერგიის წყაროა, რომელიც გარდაიქმნება მოძრაობაში ჩვენი და საქონლის ტრანსპორტირებისთვის, ასე რომ დაიმახსოვრეთ ეს როდესაც აპირებთ მანქანის ნასესხი საწვავით შევსებას. და თუ თქვენ დაუყონებლივ გჭირდებათ, მაშინ აირჩიეთ უპროცენტო სესხი, სადაც ზუსტად იგივე რაოდენობის თანხის დაფარვა მოგიწევთ, რამდენიც გამოიტანეთ.