პასიური შემოსავალი ფულის გაკეთების საუკეთესო გზაა, რადგან არ საჭიროებს ამ პროცესში ჩარევას. პასიური შემოსავლი შეიძლება უამრავი სხვადასხვა წყაროდან მოედინოს, როგორიცაა უძრავი ქონების იჯარა, პროცენტები, რეკლამის შემოსავალი და ობლიგაციებისა ან აქციების დევიდენდები. პასიური შემოსავლის მიღებისთვის საჭიროა გარკვეული კაპიტალის საქმეში ჩადება, მხოლოდ ამ გზით მიიღებთ პასიურ შემოსავალს. ჩვეულებრივ სხვადასხვა პასიური შემოსავლის პროცენტები მერყეობს 0.1%-დან 10%-მდე წელიწადში. პასიურ შემოსავალს ორი მხარე აქვს დადებითი და უარყოფითი, მაღალ რისკზე წასვლით, შესაბამისად მაღალ პასიურ შემოსავალს მიიღებთ და ნაკლებად რისკიანი ხელშეკრულებებით მცირეანაზღაურებად შემოსავალს მიიღებთ. დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რისკიანი ხართ და რა ზომის კაპიტალი გაგაჩნიათ, შეგიძლიათ დიდ რისკზე წასვლა და ბევრი ფულის გაკეთება ან პირიქით. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ინვესტიციებიც, სადაც რისკი ნაკლებია და შემოსავალი მეტი, მაგრამ იცოდეთ, ასეთ შემოთავაზებას ადვილად ვერ მიაგნებთ ან თქვენით უნდა გამოიგონოთ რამე სიახლე, ამისთვის კი უზარმაზარი ფულია საჭირო.

*რეკლამა

თუ მოახერხეთ საკმარისი კაპიტალის აგროვებით პასიური შემოსავლის სხვადასხვა ნაკადის შექმნა, ბოლოს და ბოლოს შეძლებთ ცხოვრებით დატკბობას და სამსახურისთვის თავის დანებებას. ამ პროცესს, რომელიც ითვალისწინებს პასიური შემოსავლით საოცნებო ცხოვრებით ცხოვრებას უწოდებენ ფინანსურ თავისუფლებას, ბევრი ადამიანის ოცნებაა, მაგრამ ხალხის ძალიან მცირე რაოდენობას აქვს მისული ამ დონემდე. თუ მოახერხეთ პასიური შემოსავლის წყაროებიდან სასურველი თანხის რაოდენობის ნახევრის მაინც მოპოვებას, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება, ნაკლებად იმუშავებთ და გააკეთებთ იმას, რაც გულით გსურთ.

პასიური შემოსავლის სხვადასხვა წყარო არსებობს, მაგრამ ყველაზა გავრცელებულია ესენი:

  • უძრავი ქონების შემოსავალი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პასიური შემოსავლის წყაროა უძრავი ქონების იჯარა, როდესაც ყიდულობთ სახლს, შემდეგ აქირავებთ და იღებთ ყოველთვიურ პასიურ შემოსავალს. უძრავი ქონების ინვესტიციების პროცენტი მერყეობს 5 – 20%-მდე წელიწადში და თუ მოახერხებთ 20%-ის მოგებას, სულ რაღაც 5 წელიწადში ამოიღებთ თავდაპირველ ინვესტირებულ თანხას.
  • ლიცენზიები – თუ თქვენ ხართ ავტორი, კინორეჟისორი ან მუსიკოსი, შეგიძლიათ შექმნათ ან დაწეროთ რამე, შემდეგ გაყიდეთ და მიიღოთ პასიური შემოსავალი, ყოველდღიურად სამსახურში მისვლის საჭიროების გარეშე. ბევრმა მუსიკოსმა, რეჟისორმა და ავტორმა ახალგაზრდობაში შექმნა შედევრები და ლიცენზიებისგან იღებენ საკმარის ჰონორარს, შესაბამისად კარგად ცხოვრობენ და საერთოდ ანებებენ სამსახურს თავს !
  • საიტის შემოსავალი – თუ ვებგვერდი გაქვთ, შეგიძლიათ სარეკლამო ადგილების გაყიდვით ან სხვისი პროდუქტების რეკლამირებით საკომისიო მიიღოთ. თუ შეგიძლიათ საიტის შექმნა, ბრწყინვალეა, ეს ხომ ათასობით ადამიანს იზიდავს და ხალხი რეკლამაში გარკვეული თანხის გადახდით ქმნის თქვენს პასიურ შემოსავალს, მაშინაც კი როდესაც გძინავთ.
  • პროცენტები – თუ სმხვილი თანხა გაქვთ გადადებული და ფულს შემნახველ ანაბარზე ჩარიცხავთ, მიიღებთ წლიურ ან თვიურ შემოსავალს, რომელიც ასევე პასიურად ითვლება. მისი პროცენტი მერყეობს 1- 20%-მდე წელიწადში, გააჩნია, თუ სად ინახავთ დანაზოგს.
  • დევიდენდები – და ბოლო, ასევე საკმაოდ გავრცელებული პასიური შემოსავლის წყარო ეს აქციებისა და ობლიგაციების დევიდენდებია. თუ კომპანიის აქციებში ფულს დებთ, მაშინ ეს კომპანია ვალდებულია თავის აქციონერებს ხელფასის სახით პროცენტები გადაუხადოს, თქვენი აქტიურად ჩარევის გარეშე.