ეს კითხვა ძალიან საინტერესო და გონებაჭვრეტითი ექსპერიმენტია, რომელიც დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რამდენი ფული გჭირდებათ ბედნიერი ცხოვრებისა და სამსახურის შეწყვეტისთვის. ჩვეულებრივ, ბევრმა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი და პასუხებიც გაცილებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ხალხს სხვადასხვა პასუხი აქვს ამ კითხვაზე, ერთს მილიონი ლარი სჭირდება, მეორეს 1000 ლარიანი ხელფასი აკმაყოფილებს. ექსპერიმენტი და ფიქრი იმაზე, თუ რამდენი ფულია საჭირო ბედნიერი ცხოვრებისთვის, შესაძლოა შესანიშნავი გზა აღმიჩნდეს თქვენი ოცნებების ასრულებისთვის, დაისახეთ მიზნები და თქვენთვის არაფერი იქნება შეუძლებელი.

ყოველთვიური ანაზღაურება

უმეტესობა ყოველთვიურ ხელფასს იღებს და სწორედ ამიტომ ჩვენ ჩვეულებრივ ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენი ფული გვჭირდება ჩვენი ცხოვრების განრიგის შესანარჩუნებლად. თუ 3000 ლარს იშოვით და ეს საკმარისი ქნება თქვენი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად და ასევე გარკვეულ თავისუფლებას მოგცემთ შესაძლოა ეს საკმარისი იყოს თქვენთვის. და თუ მოახერხებდით 3000 – 5000 ლარამდე პასიური შემოსავლის წყაროს შოვნას, მაშინ თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი უნდა იყოთ. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის თვეში 10000 ლარიც არაა საკმარისი. ამიტომაც, თითოეული ადამიანი კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდეგ დაიწყოს მიზნების მიღწევა.

*რეკლამა

ერთი რიცხვი

წარმოიდგინეთ, რომ ლატარეაში მოიგეთ ან ბილ გეიცმა შეგპირდათ ერთი სურვილის ასრულება, იმდენი ფული გექნებათ, რამდენსაც ისურვებთ, რა რიცხვს დაასახელებდით? მილიონი ლარი? 10 მილიონი ლარი? თუ ერთი მილიარდი? ასე თუ გაგიმართლათ, მაშინ არ მოგიწვთ მუშაობა და დატკბებით ცხოვრებით. თუ ფიქრობთ როგორ განახორციელოთ ეს იდეა, მაშინ შეგიძლიათ 4% წესი გამოიყენოთ, რომელიც გვითითებს, რომ ფულის ინვესტირების შემთხვევაში საშუალოდ წლიური 4% გექნებათ. ასე რომ, თუ მოულოდნელად ლატარეაში 1 მილიონი ლარი მოიგეთ წლიური 40000 ლარი გექნებათ ან თვიური 3333 ლარი. უმეტესობისთვის ფულის ეს რაოდენობა საკმარისია თავისი ცხოვრების რითმის შესანარჩუნებლად, ხოლო თუ თქვენ უფრო მეტი გჭირდებათ, მაშინ დააანგარიშეთ, თუ რამდენია საჭირო კომფორტული ცხოვრებისთვის.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გონებაჭვრეტილი ექსპერიმენტია, რადგან ცხოვრებაში არავინ გაჩუქებთ ამხელა თანხას. და თუ ნამდვილად გსურთ დიდი ქონების შოვნა, მაშინ თქვენი პირადი კომპანიის შექმნა და მრავალნაციონალურ კორპორაციაში კარიერულ სიმაღლეზე ასვლა მოგიწევთ. თუ ოცნების ასრულებისთვის ამხელა თანხები არ გაქვთ, მაშინ ისეთ მრეწველობაში იმუშავეთ, რომელიც კარგად ფასდება და სადაც მუშაობა სიამოვნებას განიჭებთ და არა მხოლოდ ფულის შოვნისთვის.