ინტერნეტ სივრცეში ყველაფერი შესაძლებელია, მივიღოთ განათლება დისტანციურად, გადავიხადოთ დავალიანება, ავიღოთ ვიზა და ვიპოვოთ ქმარიც კი. მაშ რატომ არის ონლაინ შოფინგი დღემდე გამაოგნებელი? ზოგიერთ ადამიანს აქვს უნდობლობა ონლაინ გამოწერილი საქონლის ხარისხში.

რატომ ღირს ონლაინ შოფინგის დაწყება? პასუხი ძალიან მარტივია: ეს მეთოდი ზოგავს ტქვენს დროს და ფულს. ონლაინ მაღაზიებში უდიდესი არჩევანია. ასევე უდიდესი პლიუსია ისიც, რომ ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი ნივთებიც კი, რომლებიც უკვე აღარ არის გაყიდვაში. უამრავი ადამიანი ყიდულობს ინტერნეტით და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ ამაზე. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ამანათი დაიკარგა, ონლაინ მაღაზია უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას.

როგორ ვუზრუნველყოთ ონლაინ გადახდები ინტერნეტში?

ყველაზე პოპულარული მეთოდი ინტერნეტ გადახდებში არის ბანკების საკრედიტო ბარათები, Visa, ან Master Card. ონლაინ შოფინგისთვის თქვენმა ბანკმა უნდა მოგცეთ წვდომა ონლაინ ბანკინგზე. თუ თქვენ უკვე გაქვთ საკრედიტო ბარათი, მაგრამ არასდროს არ გიყიდიათ ონლაინ არაფერი, მიაკითხეთ თქვენი ბანკის უახლოეს სერვის ცენტრს. თქვენ გადმოგცემენ ონლაინ ბანკში შესასვლელ მონაცემებს, ასევე ბარათს კოდთან ერთად, რომელსაც ზოგჯერ, ზოგიერთი ონლაინ მაღაზია ითხოვს ყიდვისას. ინტერნეტ მაღაზიებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რა ვალუტაში გაქვთ ანგარიშზე თანხა. თანხის ჩამოჭრისას ისინი ხელმძღვანელობენ მაღაზიის სავალუტო ერთეულით. საკომისიო იმდენად დაბალია, რომ ტქვენ მას ვერც კი შეამჩნევთ. უმჯობესია თუ თქვენ არ გამოიყენებთ Visa Electron-ს, იმიტომ, რომ ონლაინ მაღაზიების უმეტესობა ამ ბარათს არ სცნობს.

*რეკლამა

ინტერნეტ შოფინგი თან გვინდა და თან გვაშინებს. ყველაზე გავრცელებული შიში ინტერნეტ შოპინგის დაწყებისას არის შიში იმაზე, რომ თქვენს თანხას მოიპარავენ თაღლითები. ზოგიერთ ადამიანს აშინებს თავისი საბანკო მონაცემების დატოვება, ამა თუ იმ საიტზე. თუ შიშებს ვერ დაძლევთ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური ბარათი, რომელზეც თქვენ ჩარიცხავთ საჭირო ოდენობის თანხებს. მაგრამ, როგორც წესი, პოპულარულ ონლაინ მაღაზიებზე ყოველთვის მითითებულია, რომ მათ მაღაზიაში უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ყიდვისას, არანაირი საფრთხე არ შეგექმნებათ. რა თქმა უნდა, თუ ტქვენ ყიდულობთ ბარათით ოფიციალურ საიტებზე, არაფერია საშიში.
ვინ არიან შუამავლები? სამწუხაროდ, ყველა მაღაზია არ აგზავნის ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ. ამიტომ გვიწევს შუამავალი კომპანიის ძებნა, რმელიც ამა, თუ იმ ქვეყნიდან ჩამოგვიტანს ჩვენს შეკვეთას. რა თქმა უნდა უფასოდ არავის არაფერი ჩამოაქვს და ამ შუამავლების მომსახურებაც ფასიანია,მაგრამ მიუხედავად ამისა, ონლაინ შოფინგი მაინც ბევრად უფრო მომგებიანია. თუ საზღვარგარეთ არ გყავთ, მეგორები და ნათესავები, რომლებიც თქვენთვის სასურველ ნივთებს გამოგიგზავნიან, მაშინ, ისღა დაგრჩენიათ, ითანამშრომლოთ შუამავლებთან, რომლებიც თქვენს მიერ შეძენილ ამანათებს ჩამოგიტანენ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

ვინ არიან შუამავლები? შუამავლები არიან კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან ტვირთების მიღებითა და გადაგზავნით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მათი მომსახურების საფასური დამოკიდებულია შეკვეთის წონაზე+საკომისო გაწეული სამსახურისთვის. საშუალოდ ეს შეადგენს ნივთის ღირებულების 6-8%. შუამავლებს ასევე ეძახიან გადამზიდ კომპანიებსაც. შუამავალი აგრეთვე შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, რომელიც დაკავებულია ონლაინ შეკვეთებით და შესყიდვებით. გამოცდილება აჩვენებს, რომ უფრო სანდოა კომპანია, ვიდრე კერძო პირები, ამიტომ უმჯობესია,თუ თქვენს ონლაინ შეკვეთებს ანდობთ ოფიციალურ კომპანიებს და არა, ფიზიკურ პირებს.

როდის მივიღებ შეკვეთას? ფოსტა, საბაჟო და სხვადასხვა მომსახურება
ამანათის მიწოდების ვადები მერყეობს 3 დღიდან რამოდენიმე თვემდე. ძალიან ბევრი საიტი გვთავაზობს სპეციალურ საკურიერო მომსახურებას UPS, FedEx, ამანათებს, თვით ამერიკიდანაც კი მოგიტანთ სახლში კურიერი. რა ტქმა უნდა ასეთი მომსახურება, უფრო ძვირი ღირს, მაგრამ თქვენ იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ თქვენს ამანათს მიიღებთ დათქმულ დროში, დაუზიანებელსა და უსაფრთხოს. თუ ზალიან ძვირად ღირებული ამანათია, მაშინ უმჯობესია დაამატოთ საკურიერო გადასახადი,იმისთვის, რომ კურიერთან შეგეძლოთ ურთიერთობა.

დღეისათვის, უამრავი ონლაინ მაღაზია გვთავაზობს ცნობილი ბრენდების ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს, დიდი ფასდაკლებებით ხელმისაწვდომ ფასად.