კრედიტი ან სესხი ფინანსური გარიგებაა, სადაც ერთი ადამიანი მეორეს აძლევს რაიმე ნივთს, მომსახურეობას ან ფულს და შემდეგ გამსესხებელი ელოდება ამ ნივთის ან ფულის რაიმე ნაწილის დამატებით დაბრუნებას რომელიც, როგორც წესი, პროცენტის ფორმა აქვს და გამოთვლილია წინასწარ განსაზღვრული გარკვეული პერიოდის განვალობაში. ვალი ადამიანის ფინანსური ოპერაციების განუყოფელი ნაწილია და ძველად, როდესაც ჯერ ფულიც კი არ არსებობდა ხალხი ერთმანეთისგან სესხულობდა სხვადასხვა ნივთებს და შემდეგ უბრუნებდა ამგვარ ნივთს რაიმე ნაწილის დამატებით ზუსტად, როგორც საპროცენტო განაკვეთი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში. თუ წარმოიდგენთ იმ დროს, როდესაც ხალხი პატარ-პატარა სოფლებში ცხოვრობდა, მაშინვე მიხვდებით, თუ როგორ იყო მათი ცხოვრება ურთიერთდაკავშირებული, რადგან ყველა ერთმანეთს იცნობდა და სესხება საკმაოდ გავრცელებული რამ იყო. ერთ ადამიანს, ჩვეულებრივ რამდენიმე ადამიანის ვალი ჰქონდა, თვითონაც ასესხებდა სხვადასხვა ნივთებს და ამგვარად მათი სესხები უქმდებოდა. ძველად, თუ მეზობლისგან ნასესხ ნივთს ან თანხას არ დაფარავდით სასამართლოში არავინ გიჩივლებდათ, მაგრამ რეპუტაციას სამუდამოდ გააფუჭებდით და მომავალში არასდროს, არავინ და არაფერს არ გასასხებდათ.

*რეკლამა

თუ უფრო ღრმად დავფიქრდებით სესხის კონცეფციაზე, მაშინ ვნახავთ, რომ ეს ფულადი გარიგებაა დროსთან მიმართებით, რადგან მსესხებელი საკუთარი მომავლისგან სესხულობს ფულს და ნებისმიერი სესხი არდე თუ გვიან უნდა დაიფაროს. გამსესხებელი ასევე მოითხოვს პროცენტებს თავისი დანაკარგების დასაფარად, რადგან ამ ფულის სხვა საწარმოებში ჩადება შეეძლო. თანამედროვე საზოგადოება ძირითადად უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე მას გააჩნია და ჩვენ ვსესხულობთ ჩვენი მომავლისგან იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება და რომ უფრო მეტ ფულს ვიშოვით და შევძლებთ ამ ვალების დაფარვას. მაგალითად, თუ სახლის საყიდლად ფულს სესხულობთ და იპოთეკური სესხი 20 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოთ, ავტომატურად აწერთ ხელს იმ ხელშეკრულებაზე, სადაც მომავალში დანარჩენი თანხით კომფორტულად ცხოვრება მოგიწევთ.

ძალიან კარგი შედარება იქნება, თუ მაგალითად მოვიყვანთ მარათონელს, რომელიც მიზნად აისახა 10კმ-ის გარბენა და ამ მანძილის მიღწევის შემდეგ გარკვეულ პრიზს მიიღებს. ამ პრიზის მისაღებად მარათონელმა ნამდვილად უნდა გაიაროს ეს გზა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს პრიზს და შემდეგ შეუძლია დატკბეს თავისი პრიზით. წარმოიდგინეთ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მარათონელს პრიზს წინასწარ აჩუქბეთ და ეტყვით, რომ ეს მანძილი ცოტა ხანში უნდა გაირბინოს. ასევე მიეცით ამ მარათონელს 10 კგ სიმძიმე, რომლითაც ფინიშამდე უნდა მიაღწიოს. ეს მაგალითი, შესაძლოა ცოტა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ზუსტად გამოხატავს მსესხებლის მდგომარეობას სესხის აღების შემდეგ და რომ თქვენ ხელს აწერთ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ვალდებულნი იქნებით მთლიანი თანხა და საპროცენტო განაკვეთი გადაუხადოთ კრედიტორს. ჩვეულებრივ, ასე იქცევა მსესხებელი როდესაც დიდ თანხებს სესხულობს და მომავალში, მისი დაფარვის პერიოდი ძალიან შორი ეჩვენება. მაგრამ, როდესაც ეს მომავალი მოდის, მაშინ ძალიან ძნელი და რთულია დაფარვა. ხოლო, როგორც კი დაფარავენ ამ სესხებს, კვლავ უფრო და უფრო მეტი სესხები გამოაქვთ.