ფული ჩვენი ცხოვრების გადამწყვეტი ნაწილია და მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირება. მაგრამ ფული ან მისი ნაკლებობა შეიძლება მწვავე უთანხმოება გამოიწვიოს და ნდობის დაკარგვის შემდეგ, საბოლოოდ ოჯახიც დაინგრეს. ჩვეულებრივ, როდესაც ყველაფერი კარგადაა ადამიანი საკმაოდ მშვიდია და უძლებს ხასიათის განსხვავებების, ხოლო თუ თქვენი ცხოვრების ცუდ პერიოდს განიცდით და სახლში დიდი ზეწოლაა, სხვადასხვა უთანხმოება ჩნდება და ეს საბოლოდ შეიძლება ოჯახის განცალკევება ან გაყრაც გამოწვიოს. რაციონალურნი რომ ვიყოთ, ასეთი რამ არასდოს მოხდება, რადგან ფული მხოლოდ და მხოლდ ინსტრუმენტია და ყოველთვის იქნება დრო, როდესაც ფულის შოვნა უფრო პრობლემური იქნება, ანდა ფული იჭარბებს თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ არ ვართ საკმარისად რაციონალურები, როდესაც ყველაფერი კარგად გვაქვს, გვინდა, რომ უკეთესად ვიყოთ და თუ დრო იცვლება და ძნელი დღეები მოდის, მაშინ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს აღშფოთებას და გაბრაზებას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური რეცესიის დროს, როგორც წესი, განქორწინების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და ეკონომიკური ბუმის დროს ყველაზე მეტი ქორწილებია, თითქოს ყველამ თავისი ცხოვრების მეგზური და სიყვარული იპოვა.

*რეკლამა

ყოველ 7 – 10 წელიწადში თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ნელდება, არ ფორმდება ხელშეკრულებები და უმუშევრობის რიცხვი იზრდება. ხოლო როდესაც ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება, ხალხი უფრო მეტ ფულს ხარჯავს და ეკონომიკური ბუმი ფორმდება, შემდეგ კი ეს იწვევს კრიზისს და ამდაგვარად მანკიერ წრედ იქცევა. ჯერჯერობით ვერაფერი ვერ შეგვიცვლია და არაფერი არ მოქმედებს ამ ბუმზე და კრიზისზე, ასე რომ ამ მაგალითიდან აზრი უნდა გამოიტანოთ, დაზოგოთ ფული, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს გამოიყენოთ. მაგრამ ფიზიკურ პირებს და ოჯახის წევრებს, ჩვეულებრივ, არ სურთ ფულის გადადება გარკვეული დანაზოგისთვის მაშინაც კი, როცა ბევრი ფული აქვთ. თანამედროვეობაში ხალხი, ჩვეულებრივ, ძალიან ბევრს ხარჯავს და შესაბამისად უფრო და უფრო მეტ სესხებსაც იღებს. როდესაც სესხის დაფარვის დრო დგება, ეს, ჩვეულებრივ, მტკივნეულია და პირველი, ვინც ამას განიცდის ეს ოჯახის წევრია, რადგან დიდი სტრესი სიბრაზეს, რისხვას და ძალადობას იწვევს.

რა თქმა უნდა არსებობს ხალხი, რომელიც თვლის, თუ ურთიერთობამ ძნელი პერიოდი ვერ გადალახა, ესეიგი მას არსებობის უფლება არა აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანი უბრალოდ უნდა დაფიქრდეს თავის ფინანსურ მდგომარეობაზე, იზრუნოს მასზე და მხოლოდ მაშინ ურთიერთობა ნაკლებად სტრესული აღმოჩნდება და უფრო დიდხანს გაგრძელდება. ასე რომ, მომავალში, როდესაც დამატებით ფულს იშოვნით, იფიქრეთ ფულის გადადებაზე და არ დახარჯოთ, რადგან აუცილებლად დადგება ცუდი დრო თქვენს ცხოვრებაში და პირველი რამ, რასაც დაკარგავთ შესაძლოა თქვენი ოჯახი აღმოჩნდეს.