პირველ რიგში, იპოთეკური სესხის აღებისას, თქვენ უნდა განსაზღვროთ თქვენი სურვილები და სესხის დაფარვის შესაძლებლობები. უძრავი ქონების შეძენისას ყველას სხვადასხვა მოთხოვნის კრიტერიუმები აქვთ. ზოგიერთს უნდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი, ტრანსპორტისთვის მისადგომი იყოს, ზოგიერთს, მეტროსთან სიახლოვე ურჩევნია, ზოგიერთს, ცოტა უფრო მეტი კვადრატულობა, თუნდაც ქალაქის ბოლოში მდებარეობდეს საცხოვრებელი ადგილი.ზოგიერთები არჩევენ 1 ოთახიან ახალ აშენებულ ბინას, ვიდრე 2 ან 3 ოთახიანი ძველი აშენებული ბინა,რომელიც დიდი ხნის წინ იყო აშენებული. როდესაც თქვენ ჩამოყალიბდებით, თუ რომელი ბინის ყიდვას გადაწყვეტთ და გეცოდინებათ მისი მიახლოვებითი ფასი, შესაძლებელია გადახვიდეთ შემდეგ საკითხზე-რა სახის თანხის გადახდას შეძლებთ პირველადი შენატანის სახით, თუკი აიღებთ იპოთეკურ სესხს. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ რაც უფრო მეტი თანხა გექნებათ პირველადი შენატანის სახით შესატანად,მით უფრო საიმედო მომხმარებელი იქნებით ბანკისთვის. შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეთ, თვის რომელ პერიოდში შეძლებთ თქვენ ბანკს უხადოთ იპოთეკური სესხი.

ბანკის ძიება. ბანკის ძიება დაკავშირებულია,არა მხოლოდ ბანკთან, არამედ მათ იპოთეკის პროგრამასთანაც, რომელსაც გთავაზობთ ბანკი. ზოგჯერ ერთ ბანკს უფრო ხელსაყრელი პირობები აქვს, ვიდრე მეორეს,ამიტომ, ჩვენ უნდა შევარჩიოთ სწორედ ის ბანკი, რომელსაც ჩვენთვის უფრო მომგებიანი და ხელსაყრელი პირობები აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანკებს აქვთ ასევე ფარული ხარჯები, რომელიცაა მაგალითად მომსახურების ხარჯები,განაღდების საკომისო და ა.შ. ბანკისა და იპოთეკური სესხის აღების დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ კრედიტის აღების პერიოდსაც, დაზღვევას და რა თქმა უნდა დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს თანხის გადახდის უნარიანობას.

დოკუმენტაციის წარდგენა ბანკისთვის. დოკუმენტაციის ჩამონათვალი შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა ბანკებში. ძირითადი დოკუმენტაცია, რომლებსაც ბანკებიდან ითხოვენ სტანდარტულად არის შემდეგი : სახელფასო ცნობა, ცნობა სხვა დამატებითი შემოსავლებისა, საბანკო ამონაწერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

*რეკლამა

ბინის არჩევა. ბანკის მიერ თანხმობის განცხადების შემდეგ, შესაძლებელია თამამად მოძებნოთ ბინა,რომლის შეძენაც გვსურთ. ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას, თქვენ უნდა გაარკვიოთ ბანკთან ითანამშრომლებს, თუ არა, ამ სამშენებლო კომპანიასთან.

გარიგების გაფორმება. იქიდან გამომდინარე, რომ გარიგების შემთხვევაში ბანკი თავის თავზე იღებს კრედიტის, დაზღვევის და ყიდვა-გაყდვის ხელშეკრულების გაფორმებას, ხელის მოწერა ხდება ბანკის ერთ-ერთ ფილიალში. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების დღეს, მყიდველმა უნდა გაასწოროს ანგარიშსწორება გამყიდველთან. საკუთრების უფლების გადაფორმება ხდება არა თანხის გადახდის დროსვე, არამედ, ამ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში გაფორმების შემდეგ. ყველანაირ ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ მიმდინარე ხარჯს იხდის დაინტერესებული მხარე შეთანხმების თანახმად. რეგისტრაციაზე შესაძლოა უარი ეთქვას, რაიმე ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში. ხარვეზის აღმოფხვრისთანავე ხდება საკუთრების რეგისტრაცია მყიდველის სახელზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იგი ამ ბინის საყიდელ თანხას ბანკისგან იპოთეკით იღებს, ბანკი აყადაღებს ბინას, კრედიტის სრულად დაფარვამდე. თუ იპოთეკური სესხის ამღები პირი ვერ გადაიხდის ნაკისრ ვალდებულებებს, ბანკი უფლებას იტოვებს დაყადაღებული ბინა გაყიდოს აუქციონზე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ზარალდება მყიდველი,რადგანაც ბანკი ყოველთვის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის დაყადაღებულ ქონებას. ამიტომ, უმჯობესია, თუ თქვენ იღებთ ბანკისგან სესხს, ფინანსური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში გქონდეთ შესაძლებლობა იპოთეკური სესხის გადასაფარად. თუ ვეღარ იხდით იპოთეკურ სესხს, თქვენთვის უფრო მომგებიანი იქნება, გაყიდოთ ბინა ბანკზე უფრო ადრე, სხვა შემთხვევაში, საბოლოოდ, დაზარალებული დარჩებით. ბანკი გაგიყიდით ბინას, იმაზე უფრო იაფადა,ვიდრე მას თქვენ თავად გაყიდდით.

რა ვალუტაშია უმჯობესი სესხის აღება? სესხის აღება თქვენთვის, როგორც მსესხებლისთვის უმჯობესია იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გერიცხებათ ხელფასი, მაგრამ ბანკისთვის უფრო მომგებიანია სესხი გასცეს უცხოურ ვალუტაში.გაძვირდა.იქიდან გამომდინარე, რომ დოლარის სავალუტო კურსმა მოიმატა დოლარში აღებული სესხი, მომხმარებლისთვის ძალიან გაძვირდა. მართალია დოლარში და ევროში აღებულ იპოთეკურ სესხს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, მაგრამ დოლარში და ევროში აღებული იპოთეკური სესხის აღება ბევრად უფრო სარისკოა, ვიდრე ეროვნულ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხი. ამიტომ, სანამ სესხს აიღებთ, კარგად დაფიქრდით.