ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი, სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, გლეხი თუ სხვა სოციალური და დემოგრაფიული მონაცემების მქონე პირი, მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. მისცემს თავის ფინანსურ ცხოვრებას უფრო მეტი ვიდრე აქვს ახლა, გაახალისოს თავისი ცხოვრების სტილი, აჩუქოს საკუთარ თავს იმაზე მეტი ვიდრე შეუძლია. ეს ყველაფერი ხდება ფულის მეშვეობით. ფული კი ჩვენი ყოველდღიურობის, ჩვენი ცხოვრებისა და კეთილდღეობის საწინდარია.

არ აქვს მნიშვნელობა რომელი სქესის წარმომადგენელი ხარ, რომელი რასის, ასაკობრივი ჯგუფის ან სოციალური დონის საზოგადოებაში ცხოვრობთ, თქვენთვის ფული ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ნებისმიერი გამვლელისთვის. მე არ ვგულისხმობ იმას რომ ფულის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა, რეალურად რომ დავუფიქრდეთ, დღევანდელ გარემოში, ფულის გარეშე ცხოვრება ნამდვილად შეუძლებელია. არა თუ არასასურველი, არამედ – შეუძლებელი. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ელემენტარული კომუნალური პირობების გარეშე, მაგრამ თუ კი ფული არ გვაქვს ვერ ვაკადრებთ საკუთარ თავს ვერც ბინის ქირის გადახდას, ვერ ელექტროენერგიის მოხმარებასა და დასუფთავების მომსახურების მიღებას. ასე არის დღევანდელი ცხოვრება მოწყობილი და სამწუხაროა რომ ჩვენი ცხოვრება ფულის გარშემო ტრიალებს.

რა თქმა უნდა, ფულის გარდა ბევრი რამ განაპირობებს ჩვენს კეთილდღეობას და ცხოვრების სტილს, თუმცა ფინანსური სახსრები ოდითგანვე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ადამიანის ცხოვრებაში და ამას აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავს. ჩვენი ცხოვრება ფულის გარშემო ტრიალებს და ფული ტრიალებს ჩვენი ცხოვრების გარშემო. მთელი ამ წლების განმავლობაში კი ბევრს ვსწავლობთ როგორც ფულისგან, ასევე ფულის შესახებ.

ბევრი ამბობს რომ ფულს არ შეუძლია შეიძინოს ბედნიერება, ბევრი კი პირიქითაც ფიქრობს რომ ფული ერთადერთი ბედნიერებაა. ზოგი თვლის რომ ფული ყველანაირი ბოროტების დასაბამია, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ა.შ. ყველას თავისი განსხვავებული აზრი გააჩნია და ეს ყველაფერი გროვდება მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ფულთან ურთიერთობაში. ზოგისთვის მნიშვნელოვანია შეაგროვო ფული რათა სამომავლო გაუთვალისწინებელ შემთხვევებს გაუმკლავდე, ზოგი კი თვლის რომ უმჯობესია აიღო სესხი ონლაინ  ან მიმართო საბანკო სამომხმარებლო სესხებს. ბევრისთვის სულაც წარმოუდგენელია ასეთ შორ მომავალზე ფიქრი და არც ერთ ვარიანტს არ ითვალისწინებს.

ფული ბევრი ასპექტით შეგვიძლია განვიხილოთ: დაგროვების მიზნით, დასვენების მიზნით, უბრალოდ სამომხმარებლო მიზნით, ცხოვრების სტილის გაუმჯობესების მიზნით და სხვა. თუმცა საბოლოოდ, ფული მაინც უკავშირდება ბედნიერებას. რატომ ვცდილობთ უფრო მეტი ფულის მიღებას? რატომ გვინდა უფრო მაღალი ხელფასები და დამატებითი შემოსავალი? იმისათვის რომ დავიკმაყოფილოთ ჩვენი ყოველდღიური მოთხოვნები, იმისათვის რომ ვიზრუნოთ ჩვენს ოჯახზე, იმისათვის რომ სახლში საჭმელი გვქონდეს და შევძლოთ ელემენტარული ცხოვრებისეული დანახარჯების გაწევა – იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერები.

ბევრი სტატისტიკური კვლევა არ არის ჩატარებული იმის შესახებ თუ რა კავშირია ფულსა და ბედნიერებას შორის, თუმცა არის საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.

ფული ზრდის გარკვეული სახის ბედნიერებას

პრინსტონის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა რომ შემოსავლების გაზრდა წელიწადში $75 000-მდე ზრდის ბედნიერებას, ამის შემდეგ ფულის გაზრდას იმხელა გავლენა აღარ აქვს ბედნიერებაზე როგორიც აქამდე ჰქონდა. უფრო ახალი კვლევის მიხედვით კი, რომელიც მიშიგანის უნივერსიტეტში ჩატარდა, ბევრი ფული ნიშნავს ბედნიერებას საზღვრების გარეშე.

რა თქმა უნდა ამ ორ კვლევას შორის არის რაღაც განსხვავებები.კონკრეტულად ის თუ რა არის ბედნიერება. მაგალითად, პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევამ ბედნიერების კონცეფციაში გამოიყენა ყოველდღიური ბედნიერება, ხოლოდ მიშიგანის მკვლევარებმა ზოგადი კმაყოფილება და ცხოვრებისეული ბედნიერების კონცეფცია გაითვალისწინეს.

*რეკლამა

არ არის აუცილებელი წავიკითხოთ ძვირად ღირებული უცხოური კვლევების დასკვნები, იმისათვის რომ მივხვდეთ თუ რამხელა გავლენა აქვს ფულს ჩვენს ცხოვრებასა და ბედნიერებაზე. იქნება ეს ყოველდღიური ბედნიერება თუ ზოგადად ცხოვრებისეული კმაყოფილება, აშკარაა რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი შესაძლებლობები, იზრდება ჩვენი მსყიდველთუნარიანობა, მხარჯველობითი მაჩვენებლები, იცვლება ჩვენი ცხოვრების სტილი, ჩვენ უფრო მეტის შეძენის საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს, უფრო თამამად მივდივართ სესხის ონლაინ აღებაზე, იმაზე ფიქრის გარეშე მოვახერხებ თუ არა მომავალში მის დაფარვას. მთლიანობაში, იზრდება ჩვენი ბედნიერება. უფრო სწორედ, მცირდება ცვენი უბედურება.

ზოგიერთი მეცნიერი სწორედ ასე განსაზღვრავს ბედნიერებას. ბედნიერება არის უბედურების ნაკლებობა.უბედურება კი ხშირ შემთხვევაში უფულობას, შიმშილს და არასაყოფაცხოვრებო მდგომარეობას მოაქვს. შემოსავლის გაზრდასთან ერთად, იზრდება ჩვენი შესაძლებლობები და მცირდება ჩვენი უბედურება.

თუ კი ფულს არ შეუძლია ბედნიერების შეძენა, ბედნიერებას შეუძლია მეტი ფულის გამომუშავება.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს ასეა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ ჩვენი ცოდნა ფულისა და ბედნიერების კორელაციის შესახებ არ არის დაფუძნებული სამეცნიერო კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე. ეს ცოდნა და ეს აზრი მოდის ჩვენი გულიდან, გამოცდილებიდან, პირადი შემთხვევებისგან. გამომდინარე იქიდან რომ ბედნიერება რელევანტური ცნებაა და ამ კონცეფციას ჯერჯერობით ერთიანი განმარტება არ აქვს, გამომდინარე იქიდან რომ ბედნიერებას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, შეუძლებელია ჩატარდეს ზუსტი კვლევები და დაზუსტებული პასუხი ვთქვათ იმის შესახებ ნამდვილად მოაქვს თუ არა ფულს ბედნიერება. მაგრამ თუ კი ფულს ბედნიერება არ მოაქვს, ბედნიერებას მაინც მოაქვს ფული.

მეცნიერები ამ ფრაზას ასე განმარტავენ: მათი დასკვნები შესაძლოა პირდაპირ კორელაციას ბედნიერებასა და ფულს შორის არ წარმოაჩენდნენ, თუმცა ეს ურთიერთობა შესაძლოა სხვაგვარადაც აიხსნას. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს რომ ნაკლები შემოსავალი არ არის აუცილებლად უბედურების განმაპირობებელი, თუმცა უბედურება არის ნაკლები შემოსავლის განმაპირობებელი.

ეს არის ელემენტარული ფსიქოლოგიური მიდგომა ამ საკითხისადმი და არ არის რთული წარმოსადგენი უბედური ადამიანი, რომელსაც საკუთარ ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული, ან სხვა მორალური ფაქტორები უშლის ხელს იმისათვის რომ ენთუზიაზმით იმუშაოს და მიიღოს უფრო მეტი ფული. ადამიანები, რომლებიც უფრო ხშირად გრძნობენ თავს უბედურად, ნაკლებად არიან მიდრეკილნი მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის ძიებისკენ.

შენთვითონ შეგიძლია აკონტროლო ფულის გავლენა ბედნიერებაზე.

ეს ალბათ ყველასათვის სასურველი ამბავია. ყველა კვლევა ფულისა და ბედნიერების კორელაციის შესახებ, ამბობს რომ არის ერთი განსაკუთრებული წესი რომელიც გამორიცხავს ყველა მოსაზრებას ფულისა და ბედნიერების ურთიერთობის შესახებ და ქმნის ერთ სრულ სიმართლეს. ყველას შეუძლია აკონტროლოს ფულის გავლენა საკუთარ ბედნიერებაზე. საკმარისია გქონდეს იმის უნარი რომ გაიხედო ბედნიერ მხარეს და არ დაითრგუნო თავი.

უბრალოდ კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ბედნიერებაზე, თქვენი ცხოვრების იმ მცირე დეტალებზე რომლებიც გაძლევენ იმის საშუალებას რომ თავი ჩათვალოთ ბედნიერ ადამიანად. მთლიანობაში, ფულს ხომ მართლაც არ შეუძლია ბედნიერების ყიდვა. პირიქით, ასობით კვლევა აჩვენებს რომ მაღალი სოციალური დონის (მდიდარი) მოსახლეობის 23% თავს ვერ გრძნობს ბედნიერად, მათ არ შეუძლიათ თავიანთი წარმოდგენის უნარი მიმართონ ისე რომ დააკავშირონ თავიანთი მაღალი შემოსავლები ბედნიერებასთან.

გაითვალისწინეთ რომ არსებობს სხვადასხვა რამ, რამაც შეიძლება მოგიტანოთ ბედნიერება ფულით თუ ფულის გარეშე.

  • კვლევები აჩვენებს რომ უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს თუ კი თქვენს შემოსავალს და ფულად რესურსებს დაუთმობთ ისეთი პროდუქციისა ან მომსახურების შეძენას რომელიც იძლევა გამოცდილებას (მოგზაურობა, კურორტზე დასვენება და სხვა) და არა ისეთ რამეს რაც იძლევა მხოლოდ მომენტალურ რელაქსაციის საშუალებას და არაფერს მეტს მატერიალურობის გარდა (ტელევიზორის ყურება, ვიდეო თამაშები)
  • ფულის დახარჯვა სხვა ადამიანებზე უფრო მეტად ბედნიერს გხდით ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ. თქვენს მიერ გაკეთებული ბედნიერება ყოველთვის დადებითად აისახება თქვენსავე ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე.
  • ბიუჯეტირება იმისათვის რომ უფრო დიდი სოციალური კავშირები გქონდეთ გაცილებით ბედნიერს და წახალისებულს გახდის თქვენს ცხოვრებას. ეცადეთ რომ ფული დახარჯოთ მეტი ადამიანის გაცნობასა და სოციალური შემოგარენის გაფართოვებაში, ნაცვლად იმისა რომ თქვენი ფული მიდიოდეს უაზრო დანახარჯებში. გააკეთეთ ინვესტიცია სოციალურ გარემოში.
  • გაგიკვირდებათ თუ კი გეტყვით რომ თქვენი პირადი ნივთების გათხოვება უფრო მეტ ბედნიერებას მოგცემთ და მოგცემთ საშუალებას რომ გააანალიზოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნივთები თქვენთვის.
  • მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ ფულზე არ იყოთ ჩაციკლული. რა თქმა უნდა ვმუშაობთ იმის გამო რომ მივიღოთ უფრო მეტი ფული, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც რომ მხოლოდ მუშაობასა და ფულის ძიებაში არ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება.