როდესაც ადამიანები რაიმე პროფესიას ირჩევენ, პირველ ყოვლისა ფიქრობენ და დარწმუნებული არიან იმაში, რომ ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ. თავდაჯერებულობას საკმაოდ დიდი ძალა აქვს, თუმცა მხოლოდ ეს არასოდეს არის საკმარისი იმისათვის, რომ მყარი მატერიალური პირობები შეიქმნათ და თქვენი ყოველდღიური შრომითა და მონდომებით ბევრი გული იშოვოთ. შესაძლოა ბევრი სკეპტიკურად განეწყოს ამ მოსაზრების მიმართ და თქვას, რომ ბევრ ფულში სულაც არ არის ბედნიერება და ბევრი მსგავსი კომენტარი გააკეთოს, თუმცა კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გააზრებულად იქნება ეს თუ ქვეშეცნეულად, თითქმის ყველა ადამიანი საბოლოო ჯამში შრომობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება კარგი საცხოვრებელი პირობები შეიქმნას. მატერიალური თვალსაზრისით კი ეს ფინანსური სიმყარის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ, ან როგორ ვიშოვოთ საკმარისი ფინანსური რესურსები ჩვენი მოთხოვნებისა და მიზნების დასაკმაყოფილებლად და მისაღწევად? შევეცდებით მცირე ინფორმაცია მაინც მოგაწოდოთ იმ რჩეული საგანმანათლებლო მიმართულებების შესახებ, რომლებიც ფულის შოვნაში დაგეხმარებათ.

თუ თქვენ გეგმავთ, რომ ფულის გამომუშავება ძალიან სწრაფად დაიწყოთ და შეძლოთ, საუკეთესო გამოსავალი ეკონომიკის დარგში მიღებული განათლებაა. ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებას ეუფლებოდნენ უნივერსიტეტებში, სწავლის დასრულებიდან ხუთი წლის განმავლობაში, თუ მსოფლიოში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს დავუჯერებთ, ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებენ.
არსებობს ორი სახის მიდგომა, ერთი გულისხმობს იმ კატეგორიას, რომელიც წარმატებასა და ფინანსურ სიმყარეს უნივერსიტეტის დამთავდებიდან 5 წლის განმავლობაში აღწევს, და მეორე – რომელიც შესაძლოა ბევრად უფრო სტაბილური აღმოჩნდეს სამომავლოდ, არის ის შემთხვევა, როდესაც ნელ-ნელა, ეტაპობრივად იქმნით იმ მატერიალურ გარანტიებს, რაც მომავალში ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში და წარმატების მოპოვებაში გეხმარებათ. ეს კი უკვე გრძელვადიანი, ექსპერტების შეფასებით, 15 წლიანი გეგმა და დაუღალავი შრომის შედეგია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაზე მომგებიან პროფესიად, თანამედროვე სამყაროში, ეკონომიკის დარგი განიხილება. თუმცა მას არ ჩმაოუვარდება და ფეხდაფეხ მიყვება ისეთი გავრცელებული პროფესია, როგორიც სამართალია. ბუნებრივია სამართალს საკმაოდ ბევრი მიმართულება გააჩნია და ასე კონკრეტულად ჩამოთვლა იმის, რომელი მათგანი უფრო წარმატებული და მომგებიანია ცოტა ძნელი იქნება, თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ მომავალი საქმიანობა ამ სფეროში გააგრძელოთ, ინტერნეტი საუკეთესო დამხმარე იქნება თქვენთვის და შეგიძლიათ მოიძიოთ შტამბეჭდავი რაოდენობა საინტერესო მასალებისა.

*რეკლამა

ამ ორი პროფესიის კვალდაკვალ განიხილება მათემატიკა და სტატისტიკა, რომელიც სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს საგანმანათლებლო სივრცეში. თუ გარკვეული წლების განმავლობაში ეს სფერი სათანდადოდ დაფასებული სულაც არ იყო, დღეისათვის სულ უფრო მატულობს იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც ინტერესდებიან ამ მიმართულებით და შედეგად საკმაოდ დიდ თანხასაც გამოიმუშავებენ. ამას პირველ რიგში განაპირობებს ის, რომ კონკურენტულ ბაზარზე ყოველდღიურად მატულობს სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საჭიროება კონკურენტუნარიანობის დაძლევის მიზნით.

არანაკლები შემოსავლის მქონე არიან ისეთი პროფესიის წარმოამადგენლები, როგორიც ქიმია, ბიზნესი და ეკონომიკა და სხვა მრავალი მსგავსი საგანია.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისეთი საინტერესო მიმართულება, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიმუშაოთ, თუნდაც სახლიდან გაუსვლელად, საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები. ეს გახლავთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ხდება.

მართალია თანამედროვე სამყაროში სათანადო განათლების მიღება საკმაოდ ძვირი სიამოვნება და შეიძლება ითქვას ერთგვარი ფუფუნებაც კია, თუმცა თუ თქვენ შეძლებთ სწორად განსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები და დაისახოთ წარმატების გეგმა, დარწმუნებული ვარ წლების განმავლობაში გაწეული თუნდაც საკმაოდ დიდი ფინანსური დანახარჯი, მალე შესაძლოა სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ არსებული შემოსავალი.

ბოლოსათვის, ურიგო არ იქნება, თუ სრულად გადავავლებთ თვალს იმ პროფესიებს, რომლებიც არსებული კვლევების საფუძველზე მიჩნეულია ყველაზე მაღალშემოსავლიან პროფესიებად როგორც მოკლევადიან, იგულისხმება 5 წლიან პერსპექტივასი, ასევე გრძელვადიან – 15 წლიან პერსოექტივაში.

  1. ეკონომიკა
  2. სამართალი
  3. მათემატიკა/სტატისტიკა
  4. ქიმია/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  5. ბუღალტერია/ფინანსები
  6. ინჟინერია
  7. კომპიუტერული მეცნიერებები
  8. ფიზიკა/ჯანდაცვა
  9. მენეჯმენტი/სტრატეგიული დაგეგმარება
  10. ისტორია/გეოგრაფია/პოლიტიკური მეცნიერებები
  11. თანამედროვე უცხო ენები
  12. ფილოსოფია
  13. ინგლისური ლიტერატურა
  14. სახვითი ხელოვნება/დიზაინი