ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი მცირე საყიდლები, როგორიცაა საჭმელი და ზოგიერთი არც ისე არსებითი ნივთები, როგორიცაა გართობა, საკაბელო ტელევიზია და სხვა მომსახურეობები. მაგრამ ამ პატარა დანახარჯების გარდა არსებობს ნამდვილად დიდი საყიდლები ისეთი, როგორიცაა სახლის ან მანქანის ყიდვა და სხვა ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა: კომპიუტერი, სმარტფონი, რომელიც გახდა ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი. ჩვეულებრივ, ეს ყველაფერი ძალიან ძვირია, რომ უბრალოდ წახვიდეთ და შეიძინოთ და ამიტომ ხალხი იღებს ამ სესხებს საყიდლების დასაფინანსებლად. მაგრამ ვალი არ წარმოადგენს სტაბილურ გრძელვადიან გადაწყვეტილებას და ბევრად უკეთესია, შეინახოთ ფული და როდესაც გექნებათ საჭირო ოდენობის თანხა შეიძინოთ.

ფულის გადადება არ არის ადვილი, მაგრამ არც ყოველთვიური დავალიანების გადახდაა მარტივი, თუ შეინახავთ ფულს არ მოგიწევთ პროცენტების გადახდა და საბანკო ანაბრს გახსნის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელსაც კი მიიღებთ. მაგრამ ვალზე ფიქრის ნაცვლად ფულის შენახვაზე უნდა იფიქროთ და შემდეგ განახორციელოთ დანაზოგის იდეა. ამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის ბალანსირებას რადგან, ვერ შეძლებთ ფულის გადადებას, თუ ყოველთვიურად უფრო და უფრო მეტ ონლაინ სესხს მიმართავთ ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად.

*რეკლამა

როდესაც დააბალანსებთ თქვენს ბიუჯეტს, შეძლებთ ფულის გადადების დაწყებას და არ დაგჭირდებათ თქვენი მიზნების მისაღწევად ერთიანად დიდი თანხის გადადება. მაშინაც კი, თუ მოახერხებთ პირველ თვეში 1 ლარის გადადებას, სავარაუდოთ, მომავალ თვეში შეძლებთ 5 და შემდეგ 10 ლარის გადადებასაც და გამუდმებით ამ თანხის გაზრდით შეძლებთ მიაღწიოთ მიზანს. რა თქმა უნდა თვეში 10 ლარის გადადება თითქოს არაფერია, მაგრამ თქვენ გჭირდებათ 1000 ლარი თქვენი სასურველი ნივთის შესაძენად. ამ სიჩქარით 10 წელი დაგჭირდებათ სასურველი თანხის ასაგროვებლად, მაგრამ მე გაძლევთ გარანტიას, რომ დროის გასვლით თქვენ უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს ნაკლებად ხარჯვით და სავარაუდოდ გადადებული ფულის რაოდენობა გაიზრდება არა 10 წელიწადში, არამედ 1 ან 2 წელში.

როგორც წესი, ურთულესი ნაწილი ფულის გადადების დაწყებაა და როდესაც დაიწყებთ უფრო და უფრო ადვილი გახდება.

ჩვეულებრივ, ფულის ეკონომია ფინანსურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს, ეს ფსიქოლოგიური აუცილებლობაა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს გარკვეული რაოდენოდის ფული და თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ეკონომია, მოძებნით გზებს ამის განსახორციელებლად. ხოლო, თუ თქვენ სწორად არ დაადგენთ თქვენ პრიორიტეტებს, ვერასდროს მიაღწევთ თქვენს მიზნებს და როგორც კი მიიღებთ დამატებით შემოსავალს მაშინვე დახარჯავთ. სწორედ ამიტომ, თქვენ კარგად უნდა დაფიქრდეთ ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეკონომია და მაშინ, როცა “რატომ” გარდაიქმნება “როგორ”-ად უფრო ადვილი იქნება ამის განხორციელება.