არ აქვს მნიშვნელობა სრულიად ახალბედა ხართ თქვენს ინდუსტრიაში და ახლახანს დაიწყეთ კარიერული განვითარება თუ 20 წლიანი სტაჟით გამოირჩევით და კოლეგები ჭკუას გეკითხებიან, თქვენ აუცილებლად გენდომებათ რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოთ ყოველთვიურად და უფრო მეტი ხელფასი წაიღოთ სახლში – თქვენს საფულეში. რა თქმა უნდა ეს სტატია არ არის იმის გარანტია რომ წლის ბოლოს მიიღებთ დიდ პრემიას ან თუნდაც სახელფასო კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა ახვალთ, მაგრამ არსებობს მეთოდები რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი თვიური ან წლიური შემოსავალი და მივიღოთ დამატებითი ფულადი სახსრები. ალბათ გაგიხარდებათ როცა გაიგებთ რომ ამ დამატებითი შემოსავლის მიღება, ზოგ შემთხვევაში, შეგეძლებათ სახლიდან გასვლის გარეშეც კი.

დამატებითი შემოსავლის მიღების მეთოდების ძიება გულისხმობს სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავებას იმისათვის რომ შემოსავალი გაიზარდოს. ზოგ შემთხვევაში შემოსავლის გაზრდა ხელოვნურია და გულისხმობს კომუნალური გადასახადების შემცირებას, არასაჭირო და ზედმეტი დანახარჯების შემცირება, ფულის დახარჯვა მხოლოდ საჭირო და აუცილებელ ნივთებზე და სხვა. ზოგიერთი ჩვენგანი მიმართავს შემოსავლის გაზრდის უფრო სტრატეგიულ მეთოდებსაც – აქტიურობა სრულ განაკვეთიან სამსახურში ან მეორე ხარისხოვანი სამსახურის დამატება. გაგვიმართლა რომ დღევანდელი ტექნოლოგიური ინოვაციები გვაძლევს იმის საშუალებას რომ ვიმუშაოთ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ან ოფლაინ, ვწეროთ სტატიები, შევქმნათ ილუსტრაციები სხვადასხვა პროექტისთვის, დავაპროექტოთ ვებ-საიტები და სხვა.

1) პირველი ნაბიჯი რაც შეგიძლიათ გადადგათ რომ შეამციროთ თქვენი დანახარჯები და გაზარდოთ შემოსავალი არის წმინდად ტექნიკური – იგი ამცირებს იმ დანახარჯებს რომლებიც საჭიროა სახლიდან სამსახურამდე წასასვლელად. შეგიძლიათ გაარკვიოთ შესაძლებელია თუ არა თქვენი სამუშაოს სახლიდან შესრულება. საქართველოში ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა სამუშაოს სახლიდან შესრულება. ადრე ამაზე ფიქრიც არ იყო, არამც თუ ლაპარაკი და შეთავაზება,თუმცა დღევანდელი ტექნოლოგიური განვითრებების საფუძველზე, ბევრ ჩვენგანს შეუძლია სახლიდან იმუშაოს. ამ შემთხვევაში ჩვენ გთვაზობთ გაარკვიოთ შესაძლებელია თუ არა ამჟამინდელი სამსახურის ლოკაციის შეცვლა და სახლიდან მუშაობა, რათა შემცირდეს სატრანსპორტო დანახარჯები. გაარკვიეთ ეს საქმე თქვენს უფროსთან, დაეკითხეთ შესაძლებელია თუ არა სრული განაკვეთით იმუშაოთ სახლიდან ან დღეგამოშვებით, ნახევარი განაკვეთით, კვირა გამოშვებით და სხვა. არსებობს უამრავი მეთოდი რისი დახმარებითაც შეძლებთ ოფისთან ურთიერთობას – Skype, Slack, სხვა მსგავსი საოფისე საკონტაქტო აპლიკაციები. არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ყოველთვიურად საშუალოდ 150 ლარამდე მაინც იხარჯება სახლიდან სამსახურამდე ტრანსპორტირებაში. მათთვის კი ვინც საკუთარი მანქანით მოძრაობს ეს თანხა უფრო მეტად მაღალია. შესაბამისად, მოსახერხებელი იქნებოდა სახლიდან მუშაობა მათთვის ვისაც აქვს ამისი სურვილი.

2) მათთვის ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიშები. თუმცა დამეთანხმებით რომ ძალიან დიდი თანხა იხარჯება როგორც ტრანსპორტირებაში, ასევე აბონიმენტებსა და მოწყობილობებში რომლებიც საჭიროა ვარჯიშისთვის. რასაც ახლა გეტყვით არავისთვის არის სიახლე და ინოვაცია, თუმცა რაღაც მხრივ ბიძგის მომცემი არის – ივარჯიშეთ სახლში! ეს ყველაფერი შეამცირებს არა მხოლოდ თქვენს სატრანსპორტო დანახარჯებს, არამედ – სხვა ხარჯებსაც. თვეში მინიმუმ 70-80 ლარით ნაკლებს დახარჯავთ და ამავდროულად არ არის აუცილებელი საკუთარ თავზე ზრუნვაზე თქვათ უარი.

3) მოვიდა დრო ვისაუბროთ არა უბრალოდ დანახარჯების შემცირების გზით ჩვენი შემოსავლის გაზრდაზე, არამედ დამატებითი შემოსავლის მიღებაზე. გაგიკვირდებათ რომ გაიგებთ თუ რამდენი მცირე მეწარმე და მცირე ბიზნესი არსებობს საქართველოში რომლებიც ყიდიან საკუთარი წარმოების, ხელნაკეთ ნივთებს. ეს არის ერთ-ერთი შანსი იმისათვის რომ თქვენ სულ ცოტა ოდენი თანხითაც კი გაზარდოთ თქვენი შემოსავალი.

გაგიმართლათ თუ კი გაქვთ ნიჭი და მიდრეკილება ახალი და ინოვაციური ნივთების შექმნისადმი, თუმცა არც ის არის ცუდი თუ კი არ ხართ ხელოვნური და უფრო ტექნიკური სფეროებისკენ გაქვთ მიდრეკილება. დღევანდელი ინტერნეტ სამყარო გვაძლევს საშუალებას რომ გავყიდოთ ჩვენი ძველი ნივთები, რომლებიც ჯერ კიდევ ხმარებადია, ძველი წიგნები, ხელსაწყოები, ტექნიკა და სხვა რამ, თუნდაც სხვა ქვეყნებში. Amazon, ebay, etsy, mymarket და სხვა მსგავსი პლატფორმები დიდი სიამოვნებით მიიღებს თქვენს გასაყიდ პროდუქციას რომელიც ზედმეტ ადგილს იკავებს თქვენს სახლში, აღარ ხმარობთ, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლიათ სარგებელი მოგიტანოთ.

4) ეს მეთოდი გავრცელებულია ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებში, თუმცა ნაკლებად პოპულარულია საქართველოში. გააქირავეთ ოთახი თქვენს ბინაში. ზოგს ალბათ გაუგია, ან შეხვედრია განცხადება იმის შესახებ რომ მარტოხელა ქალბატონი აქირავებს ერთ ოთახს სტუდენტ გოგონაზე ან სხვა. სამწუხაროდ ეს მეთოდი მხოლოდ ასეთი სახით გვხვდება და არც თუ ისე გავრცელებულია ჩვენს კულტურაში ოთახის მიქირავება სხვა პირზე. ძირითადად, ვაქირავებთ ბინებს რომლებშიც არ ვცხოვრობთ ჩვენ და არა ოთახებს რომლის გვერდითა ოთახშიც გვძინავს.

*რეკლამა

თუმცა, საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა თუ კი ავიღებდით მაგალითს ჩვენი არა მეზობელი ქვეყნებისგან და შემოვიტანდით ამ ტრადიციას. მათთვის ვინც ბინას ქირაობს თავად, ქირის გადასახადი შემცირდებოდა. მათთვის ვინც ფლობს ბინას, ეს იქნებოდა დამატებითი მცირედი შემოსავალი და გაუმჯობესებული სოციალური გარემო.

5) დაფარეთ თქვენი ფულადი ვალდებულებები. არავისთვის არის სიახლე ის რომ სასესხო ვალდებულებები უნდა დაიფაროს დროულად, სამომხმარებლო და ინტერნეტ სესხები  არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე და ა.შ. თუმცა ბევრმა არ იცის ეს გამოთქმა – “უნდა დახარჯო ფული რომ მიიღო ფული”. რა თქმა უნდა ეს გამოთქმა არავის უთქვამს ისე რომ ვალდებულებაზე გაეფიქრებინოს, თუმცა ამაშიც არის რაღაც საინტერესო.

სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქვს გარკვეული ტიპის სასესხო ვალდებულება. მომრავლდა სიტუაციები სადაც საკრედიტო ოფიცერის დახმარებაც კი ვერ შველის მევალის სიტუაციას და სასამართლომდეც კი მისულა საკითხი. მუდმივ ვალში ყოფნა ნამდვილად იმის გარანტიაა რომ შემოსავალს ვერაფრით ვერ გაზრდით. როგორი დამატებითი თანხაც არ უნდა მიიღოთ, ეს თანხა თქვენი ვალის დაფარვას მოხმარდება, თუ კი არ მოახმარებთ ვალი მაინც იმდენივე დაგრჩებათ და რეალურად არაფერს გებულობთ. შესაბამისად, უნდა დახარჯოთ ფული იმისათვის რომ მიიღოთ ფული! უნდა დახარჯოთ ფული რათა მაქსიმალურად ამოწუროთ თქვენი სასესხო ვალდებულებები. უნდა დახარჯოთ ფული რომ გონივრად გამოიყენოთ ის ინტერნეტ სესხები, რომლებიც მოდებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის მოსახლეობა სარგებლიანად ხმარობს.

მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფულის მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა, არამედ იმის გაანალიზება თუ რა მიზნით არის შესაძლებელი სასესხო ვალდებულების გამოყენება, რამდენად აუცილებელია მისი აღება და რა თქმა უნდა, ვალის მიღებამდე მის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა და სახელშეკრულებლო დეტალებში გარკვევა.

6) დაიწყეთ მუშაობა სახლიდან. საქართველოში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი და ეს ჩვენს სასიკეთოდ სრულიადაც არ მიდის. წლების განმავლობაში იზრდება და იზრდება ეს მაჩვენებელი და ჩვენც ვერაფერს ვაკეთებთ. უმეტესობა დაუსაქმებლებისა არიან ახალგაზრდები რომლებიც სწავლობენ უნივერსიტეტში, სკოლას ამთავრებენ, დაამთავრეს უნივერსიტეტი ან უბრალოდ განათლების მიღების რომელიმე საფეხურზე არიან. ეს ასაკობრივი ჯგუფი როგორც წესი მოიცავს 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ასაკობრივი ჯგუფი არის გონებრივად და ფიზიკურად ყველაზე აქტიური და დიდი შეცდომაა თუ კი მათ დასაქმებაზე არ ვიზრუნებთ.

სამწუხაროდ, საქართველოს შრომის ბაზრის კონიუნქტურა არასტაბილურია და შრომის მიწოდება – მოთხოვნა ერთმანეთს მკვეთრად სცდება. ამის გამოა რომ ამდენი ახალგაზრდა სამსახურის მუდმივ ძიებაშია.

საბედნიეროდ, დღევანდელი ტექნოლოგიები და ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას რომ ვიმუშაოთ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად, ფრილანსერულად. არსებობს ასობით და ათასობით პლატფორმა რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ იმუშაოთ უცხოელების კომპანიაში, ქართველების კომპანიაში, შექმნათ თქვენი კომპანია და აკეთოთ ფული სახლიდან გაუსვლელად.

ეს სტატია მოიცავს ინფორმაციას მათთვის ვინც ფიქრობს დანახარჯების შემცირებას წმნიდა ტექნიკური ჩვევების შეცვლით, ან ვისთვისაც მნიშვნელოვანია დამატებითი შემოსავლების მიღება. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან რადიკალურად და ზოგისთვის მნიშვნელოვანია სამუშაოდან მიღებული დამატებითი შემოსავალი, ზოგი კი უარს არ ამბობს აიღოს ინტერნეტ სესხები და მომავალში დაფაროს თავისი ვალი. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, ორივე შემთხვევაში გარკვეული განათლება, ინფორმაციის წაკითხვა ან გამოცდილი პირისგან რჩევის მოსმენა დაგჭირდებათ. მთავარია გონივრულად მიუდგეთ თქვენს პრობლემას და ის უმალ გადაწყდება თუ კი ჩართავთ თქვენს ძალისხმევასა და რესურსებს.