დღეგრძელობა უფრო და უფრო უკეთესი ხდება და ხალხი ცხოვრობს მეტს ვიდრე ნებისმიერ სხვა ისტორიულ პერიოდში. დღესდღეობით ყოველ 4 წელიწადში ადამიანის ცხოვრება 1 წლით გრძელდება და ეს საკმაოდ თვალსაჩინოა. მედიცინაში და მეცნიერებაში თანამედროვე მიღწევების საშუალებით ექიმები კურნავენ სხვადასხვა დაავადებებს, რომელიც დღეგრძელობის და კომფორტულად ცხოვრების საშუალებას გვაძლევს. მაგრამ ეს დღეგრძელობა მოულოდნელ რისკებს ქმნის, რადგან სოციალური დაზღვევის სისტემა არაა გათვლილი 40 ან 50 წლის განმავლობაში პენსიის გადახდაზე. სწორედ ამიტომ უკეთესი იქნება საპენსიო დანაზოგის დაწყება და პერიოდულად ამ ანგარიშებზე ფულის დამატება. რა თქმა უნდა ხელფასიდან ფულის გადადება ადვილი არ არის, მაგრამ თუ თქვენ საპენსიო ასაკში კომფორტულად ცხოვრება გსურთ, მაშინ სხვა არჩევანი არ გაქვთ. აქ ჩამოთვლილია რამოდენიმე მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფინანსურად სტაბილური საპენსიო დანაზოგისთვის:

  • ავტომატური გადახდები – პირველი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს ელექტრონული ყულაბის შექმნაა, რომელზეც დაირიცხება მითითებულ ანგარიშზე თქვენს მიერ დაზოგილი თანხა. თითქმის ყველა კომერციულ ბანკს აქვს საპენსიო დანაზოგის მომსხურება, როდესაც თქვენს ანგარიშზე თანხა დაირიცხება გარკვეული ნაწილი თქვენს საპენსიო ანგარიშზე გადავა. ეს პროცესი ავტომატიზირებულია და რადგან ჩვენ არ ვხედავთ ფულს, უფრო ადვილია ფინანსებით მართვა. მაგრამ თუ გადაწყვეტთ თქვენით გადადებას, სავარაუდოთ თანხა მთლიანად დაგეხარჯებათ და შემნახველი ანაბრისთვის არაფერი დაგრჩებათ.
  • ისარგებლეთ მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის შემნახველი ანაბრით – თუ შემნახველი ანაბარი საპენსიო დანაზოგისთვის გჭირდებათ, მაშინ უკეთესია აირჩიოთ ის, რომელსაც ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით აქვს და ამ შემნახველ ანაბარზე გარკვეულ პერიოდში უფრო სწრაფად გაიზრდება თანხა თუ 2,5%- ის მაგივრად 5%-იან საპროცენტო განაკვეთს აირჩევთ. მაგრამ ფრთხილად იყავით და თავიდან აირიდეთ თაღლითი კომპანიები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ კონკრეტულ ფინანსურ დაწესებულებაზე მთლიანად გადაიტანეთ თქვენი ფული უფრო სანდო ანგარიშებზე ან ეცადეთ გადაარჩინოთ დანაზოგის გარკვეული ნაწილი. თუ თქვენ ახალგაზრდა ხართ, შეგიძლიათ გაცილებით სარისკო ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ თუ პენსიაზე გასვლამდე 10 ან 15 წელი გაქვთ დარჩენილი ჯობია უფრო სტაბილური კომპანია აირჩიოთ, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ გაცილებით კომფორტულად იცხოვროთ.
  • გამოიყენეთ თავისუფალი ფულადი სახსრები დანაზოგისთვის – თუ სამსახურში პრემია დაგერიცხათ ან თვის ბოლოს თქვენს საბანკო ანგარიშზე გარკვეული ფული დაგრჩათ, მაშინ გადაიტანეთ ეს თანხა თქვენს შემნახველ ანაბარზე და უაზროდ ნუ დახარჯავთ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დამატებით შემოსავალს იღებს, ფიქრობს ხარჯვაზე, მაგრამ უმჯობესია საპენსიო ანაბარზე გადარიცხოთ და ამ გზით გაამრავლოთ ეს თანხა.
  • არ ისარგებლოთ სესხებით – როდესაც დანაზოგს პენსიისთვის აგროვებთ, ყველაზე ცუდი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს სესხის გამოტანაა. როდესაც ფულს სესხულობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ სესხის პროცენტების გადახდით კარგავთ თანხას, რომლის გადადებასაც პენსიისთვის შეძლებდით. ჩვეულებრივ სესხის დაფარვის პერიოდში მსესხებლები კარგავენ 50%-მდე თანხას (თუ თქვენ ისესხეთ 5000 ლარი, მაშინ უნდა დაფაროთ 5000 ლარი და პროცენტი დაახლოებით 2500 ლარამდე). სწორედ ამიტომ, ეცადეთ ფულის დაზოგვა და ჩვეული რითმით ცხოვრება სესხის გამოტანის გარეშე.
  • დაიწყეთ ახალგაზრდობაში – როდესაც ფულს საპენსიო ანაბრისთვის ზოგავთ, მაშინ რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაზოგვას, მით უფრო მეტ თანხას შეაგროვებთ, ანუ ეს თანხა თავისით გაიზრდება. რადგან შემნახველ ანაბრებს მაღალი საპროცენტო დანაზოგი აქვთ, თქვენი ფული და პროცენტები გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება არა მხოლოდ პირველადი მინიმალური შენატანიდან, არამედ უკვე მიღებული ანაბრის საპროცენტო დანაზოგისდან. თუ ფულის დაზოგვას 20 წლიდან დაიწყებთ, მაშინ საპენსიო ასაკში ნახავთ, რომ თქვენი ფული დიდად არ გაიზრდება, თუ არ ისარგებლებთ შემნახველი ანაბრის ფუნქციით. ისარგებლეთ ამ ონლაინ რთული საპროცენტო განაკვეთის კალკულატორებით და ნახავთ, თუ რამდენად სასარგებლო ფენომენია.