ბოლო რამდენიმე წლებში სტუდენტური სესხები სულ უფრო პოპულარული გახდა და ის განათლების მიღების საშუალებას გვაძლევს. მაგრამ სტუდენტური სესხი გარკვეულ რისკებს ქმნის, რადგან სწავლის შემდეგ მუშაობის დაწყებას და მთლიანად თანხის დაფარვას საჭიროებს. ჩვეულებრივ ადამიანი იაზრებს თავის გაფუჭებულ საქმეს, როდესაც ყოველათვიურად თანხის გადახდა უწევს და ეს არ არის ერთი თვის გადასახადი, წლების მანძილზე მოგიწევთ მისი დაფარვა. შემდეგ ადამიანი იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გაიადვილოს ეს პროცესი და უფრო სწრაფად დაფაროს ვალი. თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, ისარგებლეთ შემდეგი რჩევებით!
იპოვეთ მაღალანაზღაურებადი სამსახური – პირველ რიგში, იპოვეთ მაღალანაზღაურებადი სამსახური იმ უმაღლესი განათლების მეშვეობით, რომელიც ამ სესხით მიიღეთ. თავიდან თქვენი ხელფასი მაღალი არ იქნება, მაგრამ თუ თქვენ ფინანსების ფაკულტეტი დაამთავრეთ ან რაიმე სხვა მაღალანაზღაურებადი სფერო, მაშინ საწყისი დონის სამსახურსაც კი საკმაოდ კარგი ხელფასი ექნება. რა თქმა უნდა, თუ ამ სფეროში სამუშაო გამოცდილება გაქვთ, სამსახურის შოვნა უფრო ადვილი იქნება და ასევე განათლებით უფრო ადვილია სამსახურის შოვნა, ვიდრე მის გარეშე.
გადაიხადეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ – როდესაც პირველ სამსახურს იშოვით, ამ სესხის დასაფარად შეიტანეთ მაქსიმალურად მეტი თანხა. რადგან თქვენი ხელფასი არც ისე მაღალი იქნება, შესაძლოა მინიმალური ყოველთვიური პროცენტის შეტანაც კი გაგიჭირდეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ ამ სესხის დაფავა რაც შეიძლება მალე. როდესაც ხელფასს დაგიმატებენ არ დახარჯოთ იგი გართობაზე და წვეულებებზე, დაფარეთ თქვენი სესხი! და როდესაც ბოლომდე განთავლისუფლდებით სესხებისგან შეგეძლებათ დატკბეთ ცხოვრებით და შემდეგ ფული სხვა მსხვილი საყიდლებისთვის გადადოთ.
გაყიდეთ თქვენი ნივთები – თუ ძველი ნივთები გაქვთ, რომელსაც უკვე არ ხმარობთ, შეგიძლიათ უბრალოდ გაყიდოთ ან სურათი გადაუღოთ და ინტერნეტში ჩააგდოთ. ეს დაგეხმარებათ სტუდენტური სესხის ნაწილის სწრაფად დაფარვაში და თან თავიდან აიცილებთ ნივთებს, რომელსაც აღარ ხმარობთ. რა თქმა უნდა ამ თანხით მთლიან სესხს ვერ დაფარავთ, მაგრამ ამ სესხის ნაწილის დაფარვით ფულს დაზოგავთ, რადგან არ მოგიწევთ ყოველთვიური პროცენტების დიდხანს გადახდა.
სესხების რეფინანსირედბა – კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია სესხების რეფინანსირება, თქვენ შეგიძლიათ სესხების რეფინანსირება ერთი კრედიტორიდან მეორესთან და მიიღოთ უფრო დაბალი პროცენტი. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ ფულს დაზოგავთ და თან ყოველთვიურად უფრო ნაკლები გადასახადი გექნებათ. მაგრამ არ იჩქაროთ რეფინანსირებით სარგებლობა, თუ თქვენი სესხი გადავადებულია, რადგან მაშინაც კი, თუ უფრო დაბალი ყოველთვიური გადასახდები გაქვთ საბოლოოდ გაცილებით მეტი პროცენტის გადახდა მოგიწევთ.
არ ისარგებლოთ სხვა სესხებით – და ბოლო პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა ავღნიშნო – არ ისარგებლოთ სხვა სესხებით, როგორიცაა ონლაინ სესხები ან უფროცენტო სწრაფი სესხები იმიტომ, რომ ამ ვარიანტებს, ჩვეულებრივ მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ და მათი დაფარვით ბევრ ფულს დაკარგავთ. ასე რომ, თუ თქენ თავს ებრძვით და სულ ფიქრობთ საუკეთესო სესხის არჩევაზე, ჯობია იშოვოთ დამატებითი სამსახური ნახევარ განაკვეთზე თქვენი ხარჯების დასაფარად.