მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, მათთვის ვინც ცილობენ წამოიწყონ თავიანთი საქმე, შექმნან საინტერესო სტარტაპი – ცნობილია უფულობის პრობლემა. ყველა ბიზნესის მფლობელს აქვს ოცნება რომ გაზარდოს საკუთარი საქმე, ყოველწლიურად საბრუნავი კაპიტალი გააუმჯობესოს და ფულად პრობლემებს თავი ააქციოს. თუმცა ეს ყოველთვის ასე როდი ხდება?! ყველაზე ხშირად, ბიზნესის წამოწყებისას ფულადი პრობლემები წარმოიქმნება.

რატომ არის საჭირო დამატებითი ფულადი სახსრები

არსებობს სხვადასხვა მიზეზი ამისათვის. ზოგიერთი პიროვნება დამატებითი ფინანსური სახსრებით იწყებს თავის საქმიანობას, ზოგიერთი კი უკვე წამოწყებულ ბიზნესს აფართოვებს, შეიძენენ ახალ ოფისს, საოფისე ტექნიკას, ავეჯს, დაიქირავებენ ახალ თანამშრომლებს, სრულიად ახალ ინვენტარ შეიძენენ რათა წარმოაჩინონ თავიანთი იმიჯი დადებითად საზოგადოების თვალში. ამ ყველაფერში იხარჯება დიდი რაოდენობის დროითი და ფულადი რესურსი და გამომდინარე იქიდან რომ დრო ფულია, მთლიანობაში ძალიან დიდი რაოდენობის თანხა გვეხარჯება ასეთ საქმიანობაში. მაგრამ, თუ კი ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამ, არ გააუმჯობესებ შენი კომპანიის გარეგნობას რათა გარემოსთვის უფრო მისაღები იყოს, არ განავითარებ პერსონალს, არ შეუქმნი მათ სასურველ სამუშაო გარემოს, არ იქნება შენი ოფისი აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, საიდანღა უნდა დაიწყოს შენმა ბიზნესმა განვითარება? სწორედ ამაშია დილემა და პარადოქსი. თუ კი არ დახარჯა ფული, ვერ განავითარებ სტარტაპს. შესაბამისად, ფულადი ხარჯების გაწევა აუცილებელი და სასარგებლო საქმეც კი არის ბიზნესის გაზრდისთვის.

ყველაზე საშიში და სარისკო დრო მეწარმეებისთვის და ახალი ბიზნესის მფლობელებისთვის არის არა ამ ბიზნესის წამოწყების პერიოდი, არამედ ის პერიოდი როდესაც ისინი დაუმიზნებენ ბიზნესის გაზრდას. როდესაც მცირე ზომის სტარტაპი გაქვთ წამოწყობილი, ფაქტიურად არაფერი გაქვთ დასაკარგი, მცირე რაოდენობის თანხა, რესურსები და თანამშრომლები ავსებენ ასეთ იდეას და შესაბამისად შესაძლოა გამოგვყნენ დიდი ხნის განმავლობაშიც კი. მაგრამ ასეთი სიტუაცია მუდმივად არ ნარჩუნდება სწრაფად მზარდ ბიზნეს გარემოში. უეცარი ზრდა, დიდი რაოდენობით შემოსავალი და მოულოდნელი ან წინასწარ დაგეგმილი წინსვლა მომავალში კომპანიისგან მოითხოვს უფრო მეტს, უფრო დიდ ზრდას და წინსვლას. შესაბამისად, მეწარმემ ხელი უნდა შეუწყოს ამ წინსვლას, მას უწევს დიდი რაოდენობით პერსონალის დაქირავება, ახალი საოფისე რესურსების შეძენა და სხვა. ასეთი სიტუაცია შესაძლოა იმდენად სწრაფად შექიმნას რომ ვერც კი მოასწროთ ბიუჯეტის დაგეგმვა, სამომავლო გეგმების ჩამოყალიბება ან ბიზნეს-გეგმის შეცვლა, ინვესტორების მოძებნა და სხვა.

ცნობილია რომ, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება შენს ბიზნესს გაუკეთო, ეს არის – იყო მზად. იყო მზად ნიშნავს იმას რომ უნდა გქონდეთ წინასწარ შემუშავებული გეგმა, ნაბიჯ-ნაბიჯ გამზადებული სქემა. უნდა იცოდეთ როგორ დააფინანსებთ თქვენი ბიზნესის წინსვლას. ეს განაპირობებს იმას რომ თქვენ სწორ გზას აირჩევთ სამომავლო განვითარებაში და ეს გზა დაგეხმარებათ განვითარდეთ ისეთი კუთხით რომ სამომავლოდ მსგავსი ფინანსური პრობლემები არ შეგექმნათ. ასე რომ, განვიხილოთ ის საშუალებები, რისი მეშვეობითაც შეგვიძლია დავაფინანსოთ ჩვენი სტარტაპები, მცირე თუ საშუალო ზომის ბიზნესი.

ონლაინ სესხები

როდესაც თქვენს ბიზნესს განვითარებისთვის ესაჭიროება განსაზღვრული თანხა რომელიც დიდ რაოდენობას არ აჭარბებს, შესაძლოა მიმართოთ ტრადიციულ კომერციული ბანკის სამომხმარებლო სესხს ან მიზნობრივ სესხს. თუმცა არსებობს ამაზე მარტივი ვარიანტი, რომლის მიღწევაც სახლიდან გაუსვლელადაც კი შეიძლება, რის გამოც ონლაინ სესხები ასეთი პოპულარობით სარგებლობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ბანკის ფიზიკურ ოფისში სტუმრობა, დეტალურად ჩამოწერილი რეკვიზიტების წარდგენა, თავდები პიროვნების ბანკში წაყვანა და სხვა დამღლელი, დროის წამრთმევი პროცედურები. ონლაინ სესხები ყოველდღიურად უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი ხდებიან, შესაბამისად, მომხმარებლებიც სარგებლობენ ამ გაუმჯობესებული პირობებით. შესაბამისად, მეწარმეებისთვის ხდება უფრო და უფრო მარტივი რომ დამატებითი სახსრები მოიპოვონ, ამასთან, არ დახაჯრონ ძალიან დიდი დრო და სხვა რესურსები.

*რეკლამა

მიზნობრივი სესხი კომრეციული ბანკისგან

ეს არის ის რაც ყველას ახსენდება პირველივე გაფიქრებისას, როდესაც ბიზნესისთვის სესხის აღება უნდათ. ნებისმიერ კომერციულ ბანკს აქვს მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის ასეთი შეთავაზება. ალბათ შეგხვდებოდათ ასობით და ათასობით რეკლამა სხვადასხვა კომერციული ბანკისგან, რომლებიც გასცემენ ბიზნეს სესხებს. ზოგიერთი ბანკი საკონკურსო პროგრამებსაც კი სთავაზობს მცირე ბიზნესის მფლობელებს და ყველანაირად უჭერენ მხარს მათ სამომავლო განვითარებას. ლოგიკურიც არის ბანკში მისვლა როდესაც გარკვეული კაპიტალი გჭირდებათ თქვენი საქმის დასაფინანსებლად. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამისათვის საჭიროა წარადგინოთ წინასწარ გამზადებული რეკვიზიტები, მიხვიდეთ კომერციული ბანკის ფიზიკურ ოფისში თქვენს თავდებ პიროვნებასთან ერთად და მოითხოვოთ ბიზნეს სესხის მიღება. ყოველი დოკუმენტის წარდგენისა და თქვენი სრულწლოვნების დამტკიცების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, კრედიტ ოფიცერი და თვითონ ბანკის საკრედიტო წარმომადგენელი განიხილავს თქვენს საკრედიტო ისტორიას, შემოსავლებსა და დანახარჯებს, თუ კი გაქვთ რაიმე ვალდებულება მათთან, ხართ თუ არა რომელიმე საფინანსო დაწესებულების გაშავებული კლიენტების სიაში და მხოლოდ ამის მერე გაძლევენ პასუხს იმასთან დაკავშირებით, მოგცემენ თუ არა სესხს.

კორპორაციული საკრედიტო ბარათი

ასეთი ტიპის საკრედიტო ბარათის აღების პრაქტიკა გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და არსებობს მისი ვარიაცია. ასეთი საკრედიტო ბარათების გაცემა ყველაზე ხშირად ხდება დიდი ზომის კორპორაციებში. უფროსობა გადასცემს გარკვეული ზღვარის მქონე საკრედიტო ბარათებს ფილიალების მენეჯერებს რათა ეს ფული და ერთგვარი ვალდებულება მოახმარონ თავიანთი ფილიალის განვითარებას, ახალი ინვენტარის შეძენას, ოფისის სამზარეულოთი უზრუნველყოფას, საოფისე მასალების შესაძენად და სხვა. ამ საკრედიტო ბარათის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის მკაცრად აკრძალულია და შესაძლოა სამუშაოდან დათხოვნაც კი მოჰყვეს.

ბოლო პერიოდში გავრცელდა საკრედიტო ბარათების გაცემა მცირე ზომის კომპანიებზეც. კომერციული ბანკები აძლევენ მცირე ბიზნესის ან სტარტაპის მფლობელ პირებს მსგავს საკრედიტო ბარათებს, თვიური სახარჯავი ლიმიტით, ზრდადი საპროცენტო განაკვეთითა და საკმაოდ მოხერხებული პირობებით. ასეთი საკრედიტო ბარათის აღება და გამოყენება როფორც ზემოთ ხსენებულ შემთხვევაშია, შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მეწარმეები კორპორაციულ საკრედიტო ბარათს იყენებენ თავიანთი ბიზნესის გაფართოებისთვის, ეს პირველადი კრედიტი მათ ეხმარებათ ის ნაბიჯები გადადგან რომლის გადასადგმელად აქამდე ელემენტარულად ფულადი სახსრები არ ჰყოფნიდათ. ასეთი საკრედიტო ბარათი მათ ეხმარებათ ისეთი მიზნების მიღწევაში და ისეთი ნაბიჯების გადადგმაში რის გარეშეც კომპანიის არსებობას არანაირი აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, სამომავლოდ კომპანია მიიღებს ისეთ შედეგს რომ მსგავსი საკრედიტო ბარათით ნასესხები თანხის დაფარვა მისთვის პრობლემაც კი არ იქნება.

ფაქტორინგი

ფაქტორინგი უკვე სერიოზული და რადიკალური სიტუაციების გადასაწყვეტად გამოიყენება და მისთვის ვისაც რეალურად პრაქტიკული შეხება არ ჰქონია ასეთ საქმესთან, ცოტათი რთულად წარმოსადგენი იქნება ეს. ფაქტორინგი არის საბანკო ოპერაცა, რომლის დახმარებითაც მომწოდებლების ვალდებულებებს სრულად ან ნაწილობრივ, წინასწარ განსაზღვრული ვადით იღებს ფაქტორული კომპანია (იგივე ფაქტორი), რომელიც შეიძენს მოცემული კომპანიის მოთხოვნებს და თვითონ იღებს მათზე გადასახდელს საკუთარ თავზე. აქ ასევე იგულისხმება მიმოქცევაში მყოფი მოკლევადიანი მოთხოვნებიც, რომლებსაც სასაწონლო მიწოდება წარმოშობს. ასევე, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, ფაქტორი მას რამდენიმე მომსახურებიდან ერთ-ერთს გაუწევს (როგორც წესი სამი მომსახურებაა), ზოგ შემთხვევაში ერთ ან მეტ მომსახურებაზეც თანხმდებიან მხარეები. ეს მომსახურებაა : საგარეო სავაჭრო გარიგებების ფინანსირება, საკრედიტო რისკებისგან დაზღვევა და დაცვა და სხვაგვარი მომსახურება.

ბიზნეს ანგელოზები

ბოლოს, მინდა ვისაუბრო ისეთ არაჩვეულებრივ ბიზნეს მოვლენაზე როგორიც არის ბიზნეს ანგელოზები. ესენი არიან პირები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური (ხშირ შემთხვევაში კერძო პირები არიან), რომლებიც კეთილი ნებით, დაინტერესებისა და ბიზნესში პოტენციალის დანახვის შემთხვევაში აფინანსებენ მოცემული ბიზნესის მომავალს. ბიზნეს ანგელოზის პოვნა ძალიან რთულია, თუმცა თუ კი თქვენს იდეას აქვს განსხვავებული ხედვა, ის განსაკუთრებული ნიშანი და ფაქტორი რომელიც განაპირობებს მის წარმატებას, თუ კი თქვენი კომპანიის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები აჩვენებს სტაბილურ წინსვლას და მის მომავალს ნათლად ასახავს, მაშინ შესაძლოა თქვენთანაც კი მოვიდნენ ბიზნეს ანგელოზები თავიანთი ფეხით.

გაითვალისწინეთ რომ ბიზნესის წამოწყება იოლი საქმე არ არის. ამ რჩევის მიცემა მათ არ სჭირდებათ ვინც გამოცდილია, თეორიული და პრაქტიკული განათლება წლობით აქვთ მიღებული ამ სფეროში და იციან რასაც აკეთებენ. ეს რჩევები სჭირდებათ მათ ვინც სულ ახლად დაადგა ამ გზას და ცდილობს მაქსიმალურად წამოწიოს თავისი საოცნებო კომპანია.