ხოვრება არაპროგოზირებადია, ყოველთვის იქნება როგორც კარგი, ასევე ცუდი დრო, სწორედ ამიტომ ჩვენი ფინანსები ისე უნდა ვმართოთ, რომ შევამსუბუქოთ ვარდნის პერიოდი. ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის ვხარჯავთ ყველაფერს ბოლო კაპიკამდე და არ ვფიქრობთ შავი დღისთვის ფულის შენახვაზე. მაგრამ რეალურად უნდა შექმნათ საგანგებო ფონდი, რომ სამსახურის დაკარგვის ან ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში ცოტა ხნით მაინც შეძლოთ თქვენი თავის შენახვა. თუ საგანგებო ფონდი გაქვთ სესხის აღება არ დაგჭირდებათ, დახარჯავთ გადაუდებელი ხარჯების დროს და შემდეგ ისევ შეძლებთ ფულის გადადებას.
ხშირ შემთხვევაში ფინანსური მრჩეველი გირჩევთ 3-ზე მეტი ხელფასის გადადებას, რათა შეძლოთ გაუმკლავდეთ სერიოზულ საგანგებო სიტუაციებს. მაგრამ 3 თვის ხელფასზე მეტის გადადება არასასურველია და უკეთესია ეს ფული გრძელვადიან ანგარიშზე გადარიცხოთ ან გარკვეული მოგებისთვის ინვესტირება უნდა განახორციელოთ. ხოლო როდესაც ერთი თვის ხელფაფსის გადადებას იწყებთ, ჩვეულებრივ ეს არარეალური გეჩვენებათ. სწორედ ამიტომ, რამოდენიმე რჩევას მოგცემთ, თუ როგორ განახორციელოთ ეს უფრო მარტივად:

  • დაზოგეთ თქვენი შემოსავლის ნაწილი – ფულის დაზოგვის ყველაზე აშკარა და სწრაფი გზაა ფულის გადადება, როგორც კი მიიღებთ ხელფასს უბრალოდ გადადეთ მისი ნაწილი. ჩვეულებრივ, ეს ყველაზე რთულია, რადგან ჩვენ ვგეგმავთ ფულის დახარჯვის გზებს წინასწარ და თუ მოვახერხებთ ეს ყველაზე ეფექტური იქნება. თუ მოახერხებთ თქვენი შემოსავლის 20%-ის გადადებას, მაშინ 5 თვეში გექნებათ ერთი ხელფასის ტოლი საგანგებო ფონდი, ხოლო 15 თვეში გამოგივათ მთლიანი 3 თვის შემოსავალი.
  • ხურდების ჯიბეში შენახვა – თუ ვერ ახერხებთ შემოსავლის ნაწილის შენახვას, მაშინ უბრალოდ გადადეთ ხურდა, რომელიც თქვენს საფულეში რჩება. თუ ყველაფერს ნაღდი ფულით ყიდულობთ, მაშინ ყოველ საღამოს დაცალეთ ეს ხურდები და გადადეთ ეს წვრილი თეთრები. ხოლო თუ ონლაინ გადახდებით სარგებლობთ, მაშინ ზოგიერთ ბანკებს ხურდების დამრგვალების ფუნქცია აქვს და ეს სხვაობა თქვენს ანგარიშზე ირიცხება.
  • იშოვეთ სამსახური ნახევარ განაკვეთზე – თუ თავისუფალი დრო გაქვთ, მაშინ იშოვეთ სამსახური ნახევარ განაკვეთზე და სწრაფად გამოიმუშავებთ საგანგებო ფონდისთვის განკუთვნილ დამატებით ფულს. არ არის საჭირო რამდენიმე თვეზე მეტი მუშაობა, რადგან გადაიღლებით. მაგრამ თუ მიზნად საგანგებო ფონდის შექმნას აისახავთ ეს შესანიშნავი იქნება.
  • იპოვეთ პასიური შემოსავლის წყაროები – თუ თქვენ თავისუფალი დრო გაქვთ მთელი დღე ტელევიზორთან ჯდომის ან ინტერნეტში უაზრო რაღაცეების კეთების ნაცვლად უმჯობესია მოძებნოთ პასიური შემოსავლის წყაროები. ყოველთვის შეგიძლიათ ვებგვერდის შექმნა და მცირე ბიზნესის ან რაიმე სხვა საქმით დაკავება, რაც შემოსავალს მოგიტანთ.
  • გაყიდეთ პირადი ნივთები – თუ თქვენ ბევრი პირადი ნივთი გაქვთ, რომელსაც უკვე აღარ ხმარობთ, შეგიძლიათ უბრალოდ გაყიდოთ ან სურათი გადაუღოთ და ინტერნეტში შეაგდოთ. ეს დაგეხმარებათ საგანგებო სესხის სწრაფად დაზოგვაში და თან თავიდან აიცილებთ ნივთებს, რომელსაც აღარ ხმარობთ.