როდესაც სესხის აღებას ცდილობთ, როგორც წესი, ასარჩევად ძირითადი ორი ვარიანტი გაქვთ და ეს ან ადგილობრივი ბანკისგან სესხის აღებაა ან ფულის არასაბანკო კრედიტორებისგან სესხება. ორივე ვარიანტს თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვს, ზოდიერთი ადამიანისთვის ბანკიდან სესხის აღება პირველ ადგილასაა, სხვებისთვის კი, ეს ახალი კერძო ფინანსური დაწესებულებები უკეთესი არჩევანია. როგორც წესი, ეს დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე, ხოლო ზოგადად არასაბანკო კრედიტორებისგან უფრო ადვილად შეგიძლიათ სესხის აღება, ბანკიდან კი გამოიტანთ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით. რა თქმა უნდა, არსებობს ასევე სხვა არასაბანკო ფინანსური დაწესებულებები, რომელიც უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს გვთავაზობენ ასევე, როგორც ზოგიერთი ბანკები, სადაც თქვენი ფულის აღება უფრო სწრაფად შეგიძლიათ, ვიდრე იმ კერძო კრედიტორებისგან.

ბანკები

ბანკი ჯერჯერობით უმთავრესი ფინანსური დაწესებულებაა, საიდანაც მივეჩვიეთ ფულის გამოტანა და ზოგიერთი ეს დაწესებულება საუკუნეა არსებობს და ეს გვიჩვენებს მათ სანდოობას. ბანკს, როგორც წესი, სესხებისთვის უსაზღვრო ფულის რეზერვი აქვს და ასევე მილიონობით მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავიანთი ფული შეიტანონ ბანკში და მიიღონ მცირე მოგება ამ ინვესტიციებიდან. ხშირ შემთხვევაში, ბანკი გვთავაზობს საპენსიო საინვერსტიციო გეგმებს და მათ კლიენტებს საშუალებას აძლევს ფულის ინვესტიციისა, თუ სხვადასხვა სესხის გატანის.

საბანკო სესხების შემოთავაზებები

ბანკები გასცემენ სხვადასხვა საკრედიტო შემოთავაზებებს დაწყებული მცირე სესხებიდან, როგორიცაა სამომხმარებლო სესხი და საკრედიტო ბარათები, დამთავრებული დიდი მრავალწლიანი კრედტებით, რომელიც განკუთვნილია მანქანის ან სახლის საყიდლად. როგორ წესი, ყველა ამ საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ სესხის განცხადების დასამტკიცებლად მოგიწევთ ბევრად უფრო მეტი დოკუმენტის შევსება. საბანკო სესხები განკუთვნილია დიდი ხარჯებისა და შენაძენისთვის, სწორედ ამიტომაც, გვთავაზობენ სხვადასხვა სტუდენტურ სესხს, ავტო სესხს და ასევე იპოთეკის შესძლებლობას.

*რეკლამა

არასაბანკო კრედიტორები

არასაბანკო კრედიტორები ამ ბაზარზე შედარებით ახალბედა მოთამაშეები არიან და ისინი, ჩვეულებრივ პატარა კომპანიებს ჰქმნიან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებენ და სწორედ ამიტომ, ამ სფეროში მათ სავსებით შეუძლიათ ბანკებთან კონკურენციის გაწევა. ჩვეულებრივ, არასაბანკო კრედიტორები თავიანთი ბიზნესის დასაწყებად დიდ ინვესტიციებს იღებენ კერძო პირებისგან და დიდი საპროცენტო განაკვეთების წყალობით ძალიან სწრაფად შეუძლიათ კაპიტალის გამრავლება და უფრო და უფრო მეტი ფულის გაცემა.

არასაბანკო სესხის შემოთავაზებები

ხშირ შემთხვევაში, არასაბანკო კრედიტორები მცირე სესხებს გვთავაზობენ, რომელიც არ საჭიროებს გირაოსა და თავდებს და მიიღება რამოდენიმე წუთში. ამ შემოთავეზებებში შედის ონლაინ სესხები, საკრედიტო ხაზები, სამომხმარებლო კრედიტები და ავტო კრედიტები. ჩვეულებრივ, ყველა ამ სესხს უფრო მაღალი წლიური საპროცენტო განაკვეთი აქვს, მაგრამ, როგორც წესი, იფარება თვების განმავლობაში და თუ შევადარებთ გრძელვადიან საბანკო შემოთავაზებებს, მისი წლიური საპროცენტო განკვეთი უფრო დაბალი გამოდის.

ახლა, როდესაც იცით, თუ როგორი კრედიტი შეგიძლიათ გამოტანოთ ბანკისა თუ არასაბანკო კრედიტორებისგან, შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი.