ბოლო პერიოდში, ბანკებმა გაამკაცრეს თავიანთი სასესხო ვალდებულების გაცემის პირობები და მოუმატეს სიფრთხილეს. ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა ის რომ ყოველი საბანკო დაწესებულება, იქნება ეს კომერციული თუ ეროვნული, მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით “ზოგავს” თავის საკრედიტო მომსახურებას და მხოლოდ მათთვის გასცემს სესხს ვინც წარადგენს სრულიად სუფთა საკრედიტო ისტორიას, დაამტკიცებს საკუთარ ვინაობას, ეყოლება პიროვნება რომელიც დაადასტურებს მის ვინაობას, წარადგენს ყველა რეკვიზიტს და საბოლოოდ წარადგენს საკუთარ თავს ისეთ კლიენტად რომელიც შეძლებს ამ სესხის გადახდას. მათთვის, ვისაც ესაჭიროება სესხი, თუმცა ვერ წარადგინა საკუთარი თავი სანდო პიროვნებად ან ვერ დაამტკიცა საკუთარი გადახდის უნარიანობა, ბანკისგან უარის მიღების შემდეგ დაიწყებს ფულადი ვალდებულების მიღების ალტერნატიული გზების ძიებას.

რთულია წინასწარ განსაზღვრო ის თუ ვისთვის გასცემს ბანკი სესხს და ვის განუცხადებს უარს. საქართველოში საუკეთესო სესხები გვხვდება კომერციული ბანკებში, თუმცა დღეისათვის რთული გახდა დაბალპროცენტიანი სესხის აღება მათთვისაც კი ვინც სტაბილურად არის დასაქმებული. მსგავსი სიტუაცია გვხვდება მაშინ როდესაც განვადებით გვსურს რაიმეს შეძენა. ყოფილა შემთხვევები როდესაც სტაბილური შემოსავლის მქონე დასაქმებულ პირზე არ გასცემენ განვადებას (იგივე სასესხო ვალდებულებას) და ყოფილა შემთხვევები როდესაც განვადების დამტკიცებაზე თანხმობა მიუციათ ისეთი პირისათვის რომელიც არ მუშაობს, ან მუშაობს თუმცა არასტაბილური შემოსავალი აქვს. საბანკო დაწესებულებების პრეფერენციები ზოგჯერ რთული განსასაზღვრია, უდიდესი ყურადღება ეთმობა სრულიად წვრილმან საკითხებსაც კი. შესაძლოა ადამიანმა შემოიაროს რამდენიმე ბანკი, წარადგინოს წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი რეკვიზიტები და მიიყვანოს თავდები პიროვნებაც კი, თუმცა სესხის გაცემაზე მაინც უარი განუცხადონ, ამასთან, რაიმე კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე. ამ შემთვევაში, ადამიანები პოულობენ სხვა გამოსავალს და მიდიან სწრაფი ე.წ. ონლაინ სესხის ასაღებად. საკმარისია დაამტკიცოთ თქვენი ვინაობა, წარადგინოთ დოკუმენტები რომლებიც დაამტკიცებენ თქვენს სრულწლოვანებას (ამ შემთხვევაში პირადი ნომერი, რომლის მეშვეობითაც პიროვნების მონაცემები მარტივად იძებნება ბაზაში), დაამტკიცონ შემოსავლის არსებობა და სესხი უკვე მათია 15 წუთში.

თითქოს დღეისათვის ყველაფერი გამარტივებული უნდა იყოს, თუმცა ეკონომიკური კრიზისი, უნდობლობა და სხვა საკითხები რთულს ხდის სესხის გაცემასა და აღებას. გარკვეული მიზეზების გამო, უმრავლესობა თავს არიდებს კომერციული ბანკებისგან სესხის აღებას. ზოგს ეშინია იმაზე ფიქრიც რომ მას მუდამ ეყოლება “მევალე”, ზოგიც კი უფრთხის ვალდებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მთლიანი ქონების დაკარგვას. ორივე ვარიანტი საკმაოდ მოხდენადია და არ გამორიცხავს ერთი მეორეს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ როდესაც ირღვევა საკრედიტო შეთანხმება და კლიენტის მხარე აიგნორირებს მისი ყველა ასპექტის შესწავლას. ჯერ კიდევ ხელის მოწერის პერიოდში უნდა იყოს შესწავლილი საკრედიტო კონტრაქტის ყოველივე დეტალი, რათა შემდგმომ გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეთ. სინამდვილეში, არაფრის შიში არ არის საჭირო, ყველაზე ხშირად, ფინანსურ შეთანხმებებში გარკვეული ადამიანები, სესხის ასაღებად მიმართავენ ბანკებს, თუმცა ყველას თავისი პრეფერენცია აქვს და თუ კი გჭირდებათ სესხი, თუმცა არ გინდათ ამისათვის მიმართოთ ბანკს, თავდაპირველად ჯობს იმაში გაერკვიოთ თუ სად შეიძლება სესხის აღება სხვაგან ისე რომ სარგებელი თქვენც ნახოთ.

კომერციული ბანკი, როგორც ყველამ ვიცით, არის ფინანსური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს სპეციალური ლიცენზია, მიღებული ეროვნული ბანკისგან, რომელიც ანიჭებს მას უფლებას მიაწოდოს კლიენტებს საბანკო მომსახურება და შესთავაზოს საუკეთესო სესხები საქართველოში (კრედიტების გაცემა, დეპოზიტები და სხვა). ბანკი სხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან, როგორიც არის მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები, საფონდო ორგანიზაციები, საკრედიტო დაწესებულებები, სწორედ თავისი მოქმედების ფართო სფერო განასხავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის რაც შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებებს, ბანკის მომსახურებაშიც შედის, ანუ ყველაფერი თავმოყრილია ერთ ადგილას.

მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, როგორც წესი ცნობილნი არიან თავიანთი სწრაფი სესხების გაცემით და მსგავსად კომერციული ბანკებისა ისინიც გვთავაზობენ საქართველოს საუკეთესო სესხებს, მრავალფეროვანი საპროცენტო განაკვეთებითა და სხვადასხვა, მომხმარებელზე მორგებული საკრედიტო პაკეტების შეთავაზებით. ისინი, გასცემენ სესხს – ფულად ვალდებულებას. განსხვავებით მიკრო საფინანსო ორგანიზაციებისგან, საფონდო ორგანიზაციები ცნობილნი არიან ფულადი სახსრების დაგროვების მომსახურების მიწოდებით. სადაზღვევო ორგანიზაციები ასევე განიხილება როგორც საფონდო ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ სადაზღვევო – გაუთვალისწინებელი შემთხვევების შემსუბუქების მომსახურებას. სალიზინგო და საიჯარო დაწესებულებებიც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში

*რეკლამა

დავუბრუნდეთ განსახილველ თემას და ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი წყაროები, რომლიდანაც შეუძლია სესხის აღება მას ვისაც თავის არიდება სურს კომერციული ბანკისგან:

  • ავიღოთ ფულადი ვალდებულება (ვალი) კერძო პირისგან პროცენტით.
  • დავდოთ საკრედიტო კონტრაქტი სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან.

ყველას განსხვავებული მოთხოვნები და მიზნები აქვს სასესხო ვალდებულებებთან, შესაბამისად, ყველასათვის განსხვავებული და მათზე მორგებული პირობები შეიძლება მოიძებნოს. ახლა კი განვიხილოთ რომელი ჯობს, კერძო პირსგან პროცენტით სესხის აღება თუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება, სასესხო ვალებულების რომელი ტიპი შევიდოდა საქართველოს საუკეთესო სესხების სიაში.

ის ვინც სესხს იღებს კერძო პირისგან, წინასწარ დებს ხელშეკრულებას ან ზეპირ შეთანხმებაზე თანხმდება. მათთვის, ვინც გადაწყვიტა რომ აიღოს ასეთი სესხი, რჩევის სახით ვიტყოდი რომ ჯობს წერილობითი ხელშეკრულების დადება, რათა სამომავლოდ დავსი წარმოქმნის შემთხვევაში გვერდით გქონდეთ იურიდიული დოკუმენტი. ასეთი სესხის აღების შემთხვევაში, კონტრაქტში განიხილება მსგავსი პირობა რასაც კომერციული ბანკი სთავაზობს კლიენტს, ანუ შეთანხმება იდება კლიენტის პირად ქონებაზე. გადაუხდელობის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ კი საკრედიტო კონტრაქტი იქნა დარღვეული, მომხმარებელს უწევს ფულადი ანაზღაურება, ან მატერიალური ქონების სესხის გამცემი კერძო პირის მფლობელობაში გადაცემა. საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სესხის ვარიანტად ასევე განიხილავენ ლომბარდში პირადი ნივთის ჩაბარებას. ეს ნივთი შეიძლება იყოს ძვირფასი მეტალისგან შექმნილი სამკაული, ელექტრონული მოწყობილობები, ავტომობილი და ზოგ შემთხვევაში უძრავი ქონებაც კი. იმისათვის რომ მომხმარებელმა ფული მიიღოს, მან წინასწარ უნდა ჩააბაროს ეს ნივთი ლომბარდს და მის უკან დასაბრუნებლად უნდა შეიტანოს იგივე თანხას დამატებული გარკვეული, წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი.

სესხის აღება კერძო პირისგან, როგორც წესი, გულისხმობს იმას რომ სესხი უნდა ავიღოთ ნაცნობისგან, ნათესავის, მეზობლის ან ოჯახის წევრისგან. ყველაზე საშიში და წინდაუხედავი ტიპის სესხი საქართველოში არის ეს. საახლობლოში ფულის სესხება არის დაუდევარი და არც თუ ისე სარგებლიანი იდეა. მათთვის ვინც მაინც გადაწყვიტა ახლობლისგან სესხის აღება, ჯობს გააფორმოთ ხელშეკრულება. თუმცა ყოველთვის გირჩევთ თავი არიდოთ ნათესავებისგან, ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან სესხის აღებას, რადგანაც ფინანსები და ფული ყოველთვის საკამათო და სადავო საკითხია და შესაძლოა დაანგრიოს ის ახლობლური ურთიერთობები რაც წლების განმავლობაში ჩამოგიყალიბდათ, სულ რამდენიმე წუთში.

მათთვის ,ვინც საუკეთესო ქართულ სესხს ეძებს, საინტერესო იქნება მომრავლებული მიკრო საფინანსო ორგანიზაციები ან სწრაფი ონლაინ სესხები, რომლითაც ქართული ფინანსური ბაზარი გადაიჭედა. განვიხილოთ მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გასცემს ისეთი ტიპის სესხს, რომელიც ასევე ეხება ქონებას, გადაუხდელობის ან კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და საქმე შეიძლება სადაოდ სასამართლოშიც კი გავიდეს. ამ მხრივ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები ემსგავსებიან კომერციულ ბანკებს, თუმცა განსხვავება იმაში არის რომ ასეთი დაწესებულებები შემოიფარგლებიან მხოლოდ ფულადი სახსრების გასესხებით და ამაში არიან გაწაფულნი. სწრაფი, ონლაინ სესხები კი ყველაზე მარტივი საშუალებაა იმისათვის რომ ფული მიიღოს ნებისმიერმა ადამიანმა, ცოტა დასაფიქრებელი და სარისკოც რაღაც მხრივ, თუმცა საქართველოში მაინც საუკეთესო სესხის სახით არის დანახული ასეთი ფულადი ვალდებულებები. ონლაინ სესხები, როგორც უკვე ზევით ვახსენეთ, მოითხოვს მხოლოდ რამდენიმე ძირითად ინფორმაციას : ეს არის პიროვნების ვინაობა, პიროვნების სრულწლოვანების დამამტკიცებელი ინფორმაცია, სტაბილური შემოსავლის დამამტკიცებელი დოკუმენტები. ასეთი სესხი, როგორც წესი გაიცემა 15 წუთში და წინასწარ განსაზღვრული მინიმალური და მაქსიმალური თანხით, ლოგიკური ვადებითა და სწრაფი მომსახურებით.

ჩვენი დასკვნით, საქართველოში საუკეთესო ვარიანტი სესხის აღებისთვის არის კომერციული ბანკი და სწრაფი, ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაციები. გამომდინარე მათი მოთხოვნებისა და დეტალური სახელშეკრულებლო კულტურიდან, ყველაზე ნაკლებად სარისკო და სადარდებელი ვარიანტები ესენია. თუმცა, ყველას სხვადასხვა მზიანი აქვს სესხის აღებისთვის, როგორც უკვე ვახსენეთ, და ყველასათვის განსხვავებულია რისკიანობა, კარგი და ცუდი. ამიტომ, ყოველთვის დაფიქრდით წინასწარ სესხის პირობებზე, დეტალურად წაიკითხეთ საკრედითო ხელშეკრულება და არასოდეს გადადგათ ნაბიჯი ფინანსურ გარიგებაზე წერილობითი ხელშეკრულების გარეშე.