როდესაც გრძელვადიანი სესხი გამოგაქვთ, ჩვეულებრივ დგინდება ხელშეკრულება, რომელიც თქვენს ყოველთვიურ გადასახდებს დაამტკიცებს. საკრედიტო თანხების და ამ გადახდების ზომიდან გამომდინარე სესხის დაფარვის ვადა, შესაძლოა რამოდენიმე თვიდან მრავალ ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენ, მომხმარებლები მივეჩვიეთ მხოლოდ ამ პროცენტების გადახდას, მაგრამ ფაქტია, რომ კრედიტორი, ამ ხელშეკრულებებს, ჩვეულებრივ ჰქმნის თავისი შემოსავლის გაზრდისთვის და რაც უფრო დიდხანს იხდით ამ პროცენტებს, მით უფრო დიდ შემოსავალს იღებს კრედიტორი. თუ გრძელვადიანი სესხი გამოიტანეთ, რომელიც 10 – 20 წლით გაგრძელდება, სესხის დაფარვის ამ პერიოდის განმავლობაში უფრო მეტ ფულს გადაიხდით ვიდრე თავდაპირველ სესხის თანხას. სწორედ ამიტომ, ამის გაცნობიერების შემდეგ ხალხი ფიქრობს სხვადასხვა გზებზე, თუ როგორ შეამციროს დანაკარგი. ჩვეულებრივ, ეს ვალის სწრაფად დაფარვაა, რისთვისაც ყოველთვიურად არა მხოლოდ პროცენტები, არამედ უფრო მეტი ფული უნდა შეიტანოთ.

სეხის პროეცენტი ჩვეულებრივ გამოითვლება დარჩენილი თანხიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი გადასახდები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე შემდგომი, რაგდან შემდეგ თავდაპირველი სესხის პროპორციულად შემცირდება მისი პროცენტიც. თუ ფულს ჩადებთ სესხის სწრაფად დაფარვაში, საბოლოოდ ნაკლები საპროცენტო განაკვეთის დაგახდა მოგიწევთ. სწორედ ამიტომ, ფინანსური მრჩევლები პირველ რიგში ურჩევენ ვალების დაფარვას, მხოლოდ შემდეგ შეგიძლეთ იფიქროთ სხვა ინვესტიციებზე, რადგან ვალებში ინვესტიციით, 4 – 10%-მდე შემოსავალს ნახავთ, გააჩნია თუ რამდენ პროცენტს ითხოვს თქვენი კრედიტორი.

*რეკლამა

როგორც წესი, ადამიანი ვერ აღიქვამს და არასწორად აფასებს მასშტაბებს. როდესაც 10000 ლარი ვალი გაქვთ 50 ან 70 ლარის გადახდით ვერაფერს ვერ შეცვლით. მაგრამ თუ სწორედ გათვლით 50 ლარის გადახდით ეს თანხა 16 წელი უნდა იხადოთ, ხოლო 70 ლარის გადაიხდით ეს პერიოდი 12 წლამდე შემცირდება. და ეს თუ არ ჩავთვლით პროცენტებს რომელიც ყოველთვიურად დაემატება ამ თანხას. როდესაც ამგვარ გათვლას აწარმოებთ, შეგიძლათ ნახოთ, რომ მცირე სხვაობასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს და შეუძლია ზვავის ეფექტი გამოიწვიოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმზე მეტ თანხას გადაიხდით შეამცირებთ სესხის ვადას და ბევრ ფულსაც გადადებთ სხვა მიზნებისთვის.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ფულის ხარჯვა და მთელი ფული ვალის დაფარვაში გადაიხადოთ, ეს მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ მცირე ცვლილებების შეტანით ბევრი ფულის შენახვას შეძლებთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ ხელშეკრულება, რადგან მასში შესაძლოა აღმოაჩინოთ პუნქტები, რომლის მიხედვითაც ფულის ადრეულად დაფარვის შემთხვევაში ვალდებულნი იქნებით კრედიტორს ჯარიმა გადაუხადოთ. ასეთი შემთხვევები იშვიათობაა, მაგრამ უკეთესია ფრთხილად იყოთ ვიდრე დამატებით ფული გადაიხადოთ.