ჩვენ განვიხილავთ მნიშვნელოვან ასპექტებს ჩვენი პროფესიული და პირადი საქმიანობის პროდუქტიულობისთვის. რა ეხმარება ზოგიერთ ადამიანს იყოს უფრო პროდუქტიული, ვიდრე სხვა? ბევრი იტყვის, რომ ეს არის შრომისმოყვარეობა და თვითმმართველობის დისციპლინა, და აბსოლუტურად სწორი იქნება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ყველა ეს თვისებები საჭიროა, მაგრამ არ არის საკმარისი, რომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანები ვიყოთ და გავიუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო ჩვევები. მოდით განვიხილოთ, რომელი ჩვევები უნდა ჰქონდეს ადამიანს, იმისთვის, რომ იყოს ძალიან პროდუქტიული და წარმატებული?

რატომ არ ვართ ჩვენ ისეთი პროდუქტტიულები, როგორი პროდუქტიულებიც შეგვიძლია რომ ვიყოთ?

*რეკლამა

ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ არ დაისახეს მიზანი ცხოვრებაში. ან დაისახეს, მაგრამ სრულიად შეცდომით აქვთ დასახული ეს მიზნები. მიზნის გარეშე ქრება ადეკვატური ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიული და პირადი ცხოვრება.მიზნის გარეშე ადამიანი მიყვება ცხოვრების დინებას. ის ცხოვრობს, ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ზუსტად ერთნაირად. არაფერი იცვლება, წლები კი გადის. ადამიანი ხვდება, რომ მისი ცხოვრება არ იყო პროდუქტიული, არადა ნახევარი ცხოვრება უკვე გასულია.

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი სამუშაო ჩვევების გასაუმჯობესებლად?

რაზეა დამოკიდებულიჩვენი სამუშაო უნარები? დამოკიდებულია განწყობაზე,ამინდზე,მოტივაციაზე, ან ხელმძღვანელობის მოთხოვნებზე? ალბათ უმრავლესობა ადამიანებისა, წინა დღეს ადგენენ შემდეგი დღის გეგმებს,უბრალოდ, ყველას არ შეუძლია ამ გეგმების განხორციელება. არის დღეები, როდესაც ჩვენს დღიურად შედგენილ გეგმებს ვასრულებთ. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ესენი არის შესანიშნავი დღეები, მაგრამ დროის უმეტეს წილად ჩვენ მხოლოდ ჩვენი გეგმის ნახევარს ვასრულებთ. დროთა განმავლობაში მოუგვარებელი საქმეები გროვდება და ჩვენ ამის გამო რა თქმა უნდა განწყობა გვიფუჭდება. მუშაობის ეფექტურობაც მცირდება. ამიტომ, არ გამოგვდის, სამსახურში კარგად მუშაობა. რა უნდა გავითვალიწინოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამუშაო ჩვევები გავაუმჯობესოთ?:

  1. გამოიმუშავეთ დილით ადრე ადგომა. ამის შესახებ ბევრი საუბრობს, მაგრამ ცოტა თუ აკეთებს. რაც უფრო ადრე ავდგებით და ადრე დავიწყებთ მუშაობას, მით უფრო მალე დავასრულებთ დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას. ყველა საქმის დღის პირველ ნახევარში მოგვარებისას, თქვენ გრჩებათ უამრავი ენერგია, იმისთვის, რომ აწარმოოთ სხვა საქმეები, ან თქვენი ენერგია გამოიყენოთ ოჯახში, თქვენს ოჯახის წევრებთან.
  2. დასვით გრძელვადიანი გლობალური მიზნები.
    ხშირად იფიქრეთ იმაზე, თუ რისთვის მუშაობთ და რის მიღწვეა გსურთ. შესაძლოა გსურთ გახდეთ სამსახურში საუკეთესო, ან გსურთ შეიძინოთ ბინა? მაშინ ხშირად შეახსენეთ თქვენს თავის ამის შესახებ, რადგანაც ეს აგიმაღლებთ მოტივაციას.
  3. აუცილებლად დაგეგმეთ თქვენი სამუშაო დღე.
    ძალიან რთულია ყოველთვის გახსოვდეთ რა გაქვთ გასაკეთებელი. ამისათვის თქვენ თქვენი გეგმების შესახებ უნდა ჩაიწეროთ ან ფურცელზე, ლეპტობში, პლანშეტში, ან ტელეფონში. როდესაც შეასრულებთ ამა თუ იმ საქმეს, ხაზი გადაუსვით მას.
  4. პირველ რიგში მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები მოაგვარეთ.
    დაალაგეთ საქმეები პრიორიტეტებისა და სისწრაფის მიხედვით. თავდაპირველად გააკეთეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ შესასრულებელი საქმეები. შემდეგ გააკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები და ბოლოს გააკეთეთ ძალიან სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეები. არ გადახვიდეთ შემდეგ საქმეზე მანამ, სანამ ძველ საქმეს არ მოაგვარებთ.
  5. არ შეასრულოთ რამოდენიმე დავალება ერთდროულად.
    თუ თქვენ ამჩნევთ, რომ თქვენ ერთდროულად რამოდენიმე საქმეს ერთად აკეთებთ,გამოდის, რომ თქვენ მიეჩვიეთ თქვენი ყურადღებს უაზროდ გაფანტვას. ეს დამღუპველი ჩვევა თქვენ გართმევთ უამრავ დროს, რომლის დროსაც შეგეძლოთ უამრავი საქმის კეთება ბევრად უფრო ეფექტურად. თუ თქვენ გსურთ თქვენი სამუშაო ჩვევების გაუმჯობესება, უმჯობესია, იმუშაომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე, რომ არ გაფანტოთ ტქვენი ყურადღება და კონცენტრაცია ტყუილად.
  6. იმუშავეთ სიწყნარეში. მოაშორეთ ყველაფერი ის, რაც თქვენს ყურადღებას გართმევთ. გამორთეთ რადიო, დახურეთ ფანჯრები და კარებები, რომლებიც გადის ქუჩის მხარეს, გამორთეთ ტელეფონი. დახურეთ ელექტრონული ფოსტა და სოციალური ქსელი. დაგეგმეთ თქვენი სამუშაო დღე და თქვენი სამუშაო დღის დასასრული, როდის დაასრულებთ მუშაობას.