დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ მომრავლდა ფინანსური ორგანიზაციები, მომრავლდნენ ბანკებიც. თუ კი ადრე ერთი ან ორი ბანკი მოღვაწეობდა ბაზარზე და სრული მონოპოლია სუფევდა, დღესდღეობით საფინანსო ბაზარს მცირე ზომის ახალი ბანკები ემატებიან და პირობებიც გარკვეულწილად იცვლება. იყო დრო როდესაც საბანკო და საფინანსო საქმეებს ძალიან პრიმიტიულად აღიქვამდნენ და კრედიტის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო მევახშეობა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ იმ პერიოდში როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული და პირველ ნაბიჯებს დგამდა. ძველ დროში ასეთი პრიმიტიული მეთოდები საკმარისი იყო იმისათვის რომ მევახშესა და კლიენტს შორის შეთანხმება დადებულიყო და საბანკო სერვისიც სულ ამ პროცესს მოიცავდა. XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან ქვეყნის შემდგომი განვითარება მოითხოვდა უფრო მოქნილ საკრედიტო ორგანიზაციას. შესაბამისად ამის მერე დაიწყო საქართველოს ეროვნული ბანკის ჩამოყალიბება, შემდგომ კი საბანკო დაწესებულებები და მათი სერვისები დაიხვეწა და მიაღწია დღევანდელ მდგომარეობას.

დღეისათვის საქართველოში არსებობს 16-17 ბანკი. განუსაზღვრელობა გამოწვეულია იმით რომ ზოგიერთი გიგანტი ბანკი იქამდე ვითარდება რომ სხვა ნაკლებად განვითარებულ ბანკებს შთანთქავს. ასეთი შემთხვევა მოხდა თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის (ასევე, ბანკი კონსტანტას) მაგალითზე. თიბისი ბანკი თავისი განვითარების დიდ გზას ედგა, ზემოთ აღნიშნული ორი ბანკი კი ნელ-ნელა იძირებოდა, შესაბამისად ეს იყო ერთგვარი გადარჩენის ხერხი მათი მფლობელების მხრიდან, მათ ყველანაირი რესურსი და უძრავი ქონება გადასცეს თიბისი ბანკს, რაც შემდგომ აისახა თიბისი ბანკის მრავალმხრივ განვითარებაში. ისევე როგორც ყველა ჩვეულებრივი კომერციული ბაზარი, საფინანსო ბაზარიც დიდი კონკურენციის წინაშე დგას და ნებისმიერმა წევრმა უნდა იზრუნოს საკუთარი თავის სრულყოფისთვის.

ამ ცვლილებების ფონზე დაიხვეწა ის მომსახურებები რასაც საფინანსო დაწესებულებები გვთავაზობდნენ. აქამდე საბანკო მომსახურების ძირითადი მიზანი იყო კლიენტებისთვის ფულის გაცემა, მათგან ფულადი სახსრების მიღება და შენახვა (შემდგომი გამოყენების მიზნით შენახვა), სხვადასხვა ქვეყნის ვალუტების გადაცვლა, მევახშეობა და ა.შ. სულ რამდენიმე წლის წინ ბანკის მომსახურებით სარგებლობდა მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც ხელფასს იღებდა ბანკის შუამავლობით, საბანკო მომსახურება ძირითადად დაკავშირებული იყო იმ პირებთან რომლებიც საზოგადოების მაღალ ნაწილს წარმოადგენდენ. დღეისათვის საბანკო მომსახურებით სარგებლობს ყოველი მეორე ადამიანი საქართველოში, იქნება ეს სტაბილურად დასაქმებული პიროვნება, პენსიის მიმღები პირი თუ უბრალოდ დიასახლისი, კომერციული ბანკები ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არის ჩართული. მეტიც, სკოლის მოსწავლეებსაც კი აქვთ საშუალება იქონიონ თავიანთი საბანკო ანგარიში როგორც მგზავრობისთვის – ისე ყოველდღიური მოხმარებისთვისაც კი.

სერვისები რომლებსაც საფინანსო ორგანიზაციები გვთავაზობენ იმ საზღვრებს სცდება რასაც ადამიანი ოდესმე წარმოიდგენდა. საკმაოდ ვითარდება საბანკო და საფინანსო მომსახურბების დისტანციური ვარიანტი.მაგალითად, თითქმის ყველას აქვს თავიანთი პატარა ბანკი მობილურ ტელეფონებში. ამ აპლიკაციების გადმოწერა შეუძლია ნებისმიერი სისტემის მქონდე მობილურის პატრონს (iOS, Android, Samsung Playstore, Windows Store) თუ კი ბანკის დეველოპერებს გამზადებული აქვთ აპლიკაცია, მისი ხმარება ძალიან მარტივია და შესაძლებელია უმრავლესობა საბანკო მომსახურების მიღება მისი მეშვეობით. მობილური აპლიკაციის მქონე პირები განკარგავენ თავიანთ საბანკო ანგარიშებს მობილურით და სულაც არ საჭიროებენ ბანკში ფიზიკურად მისვლას. სულ რამდენიმე წამში შესაძლებელია კომუნალური გადასახადების გადახდა, მობილური ანგარიშის შევსება, პირადი და პროფესიული გადარიცხვების შესრულება, ანაბრების და შემნახველი ანგრაიშების შექმნის მოთხოვნის გაგზავნა ბანკთან, ვალუტის გადაცვლა, ვალუტის ავტომატური კორექტირება და ა.შ. დისტანციური მომსახურების შესაძლებლობები მრავალია, თუმცა არა უსაზღვრო – ზოგიერთი სერვისი დაკავშირებულია კონფიდენციალურობასთან და საჭიროებს ბანკში მისვლას, თუმცა სამომავლო ტექნოლოგიები გარკველ ცვლილებებს გვპირდება.

*რეკლამა

საფინანსო მომსახურება სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა კომერციული ორგანიზაციებისთვისაც. რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო მათთვის გარკვეული კაპიტალის მიღების აუცილებლობა რათა თავიანთი საქმეები გაეუმჯობესებინათ, მაგრამ მას შემდეგ როდესაც განვითარდა საბანკო და სხვა საფინანსო მომსახურებები, მეწარმეებისთვის უკვე ყველაფერი გაადვილდა. საფინანსო ორგანიზაციებს აქვთ ასეთი არაჩვეულებრივი მომსახურება, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპებს, ინოვაციურ ბიზნესებს, მეწარმეებს გარკვეული ხედვით და შანს აძლევს განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებებისგან, ასევე მიკრო საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო დამფინანსებელი კომპანიებისგან. ახალი მეწარმეებისათვის ეს საფინანსო მომსახურება საკმაოდ ხელსაყრელი და სასარგებლოა მაშინ როდესაც სულ მცირე დახმარება არის საჭირო.

არარეალური სისწრაფით მიიღო პოპულარობა ონლაინ სესხებმა. მათთვის ვინც ეძებს ფულად რესურსს საჩქაროდ, გაუთვალისწინებელი შემთხვევის მოსაგვარებლად, დაგროვილი გადასახადების დასაფარად ან უბრალოდ მოცემული მომენტისთვის ფული სჭირდება, საკმაოდ მოსახერხებელი საშუალებაა სესხები რომლებიც გაიცემა ონლაინ. ბოლო პერიოდში საკმაოდ გავრცელდა საქართველოში ასეთი სამომხმარებლო სესხების მიღება-გაცემის კულტურა, თუმცა მოსახლეობას ჰგონია რომ ეს სერვისი მხოლოდ საქართველოში არის პოპულარული. ალბათ გაგიკვირდებათ რომ გაიგებთ რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობა არის ასეთი საფინანსო მომსახურების მომხმარებელი. ასეთი სერვისებისგან უარს არც გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლები ამბობენ უარს, რადგანაც ისინი ხედავენ დადებით თვისებებს, მაქსიმალურად ცდილობენ მიიღონ სარგებელი ამ მომსახურებებისგან და შესაბამისად თვითონვე იყვნენ კარგი მომხმარებლები. ონალინ სესხები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში. ონლაინ სესხების მეშვეობით შეიძლება 150 ლარიდან 4000 ლარამდე თანხის აღება 24 თვის განმავლობაში. პირობები განსხვავებულია კომპანიების მიხედვით, საკმაოდ დიდი კონკურენცია არის ამ სფეროში და შესაბამისად სხვადასხვა კომპანია თავიანთი მეთოდებითა და ხერხებით ცდილობს მომხმარებლის მოზიდვას. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ სესხის დისტრიბუტორი საქართვლოში არის ვივუსი. Vivus.ge არის ერთ-ერთი უდიდესი ინტერნაციონალური გამოცდილების მქონე სანდო საფინანსო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ცნობილია მოკლევადიანი სესხების ონლაინ რეჟიმში გაცემით, ერთ-ერთი საუკეთესო პირობებით, კონკურენტებთან შედარებით დაბალი და კომფორტული საპროცენტო განაკვეთებით. ონლაინ სესხის აღება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბანკებშიც კი არის შესაძლებელი, გარკვეულწილად. საბანკო დაწესებულებებმა ბოლო პერიოდში შემოიღეს ხმარებაში სწრაფი სესხები, რომელთა მიღების მოთხოვნა შეგიძლიათ ონლაინ გაგზავნოთ და დაელოდოთ პასუხს, დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში თანხა ავტომატურად ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე. თუმცა ონლაინ სესხებთან დაკავშირებული თანხები, როგორც წესი, გარკვეულ ზღვარს არ სცდება. იშვიათია რომ ასეთი ტიპის სესხი აღემატებოდეს 4000 ლარს, ეს განპირობებულია იმით რომ ასეთი ტიპის საფინანსო ვალდებულებები დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან, გათვალისწინებულია რა საშუალო კლიენტის გადახდისუნარიანობა, წინასწარ მიღებული თანხის ლიმიტს ასეთი სესხი ვერ ასცდება.

ზემოთ ნახსენებ დისტანციურ მომსახურებას (როგორიც არის მობილური ინტერნეტ ბანკის აპლიკაცია) დიდი ყურადღება მიექცა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. ინტერნეტ ბანკი, მობილური საბანკო აპლიკაციები და სმს ბანკი საკმაოდ პოპულარული გახდა ამ ბოლო პერიოდში. ასეთი სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებებისგან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან და იმ კომპანიებისგან რომლებიც ონლაინ სესხების მომსახურებას გვთავაზობენ. დღესდღეობით საკუთარი ფულადი შემოსავლების ამბის გაგება შესაძლებელია სახლიდან, დისტანციურად და მეტიც- უბრალოდ სმს შეტყობინების სახითაც კი. ასეთი მომსახურება ძალიან კომფორტულია მათთვის ვინც დაკავებულია და ხშირად ვერ ახერხებს საბანკო დაწესებულებების ფიზიკურ შენობაში მისვლას. ინტერნეტ და მობილურ ბანკი გვთავაზობენ მრავალ სერვისს და კომფორტულ გარემოს – საკუთარ პირად საფინანსო დაწესებულებას სახლში.

გარდა ამისა არსებობს სხვადასხვა ტიპის, მრავალფეროვანი და სტანდარტული სერვისები რასაც ბანკები და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები გვთავაზობენ.დღეისათვის ბანკები ფართო განვითარების გზას ადგანან და მომავალიც საკმაოდ ინოვაციური და კრეატიული ჩანს მათთვის. კრიპტოვალუტებისა და ვირტუალური საბანკო სისტემების შემოსვლის შემდეგ, დეველოპერები, ინფორმაციული ტექნოლოგიის სპეციალისტები და საბანკო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დიდ პოტენციალს ხედავენ სამომავლო საბანკო სისტემაში. მომავალში საფინანსო ორგანიზაციების პლატფორმები დაფუძნებული იქნება საერთო სისტემაზე, ისე რომ ბანკის ან სხვა საფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლები მომხმარებლების ინფორმაციას საერთო პლატფორმაზე გახსნიან, მომხმარებლებს ექნებათ თავიანთი საბანკო ბაზა – ისეთი როგორიც დღევანდელი ინტერნეტ ბანკია, მაგრამ უფრო დაცული და გამჭირვალე. საფინანსო გარემოს საკმაოდ დიდი განვითარების შესაძლებლობები აქვს და შესაბამისად ჩვენც მოგვიწევს ადაპტირება. ძველი სერვისები და მომსახურებები არ ჩანაცვლდება, უბრალოდ შეიცვლება უკეთესობისკენ და გაუმჯობესდება, იქნება მომხმარებელზე უფრო მორგებული და კომფორტული.