დღეისათვის ფინანსური სახსრების ქონაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ფულადი შემოსავლის ქონის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს, ვერ იქონიებს სახლს, ვერ გადაიხდის ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნალური მომსახურების საფასურს, ვერ შეძლებს ისარგებლოს ინტერნეტ პროვაიდერების მომსახურებით, გაუჭირდება გადაადგილება დიდ მანძილზე ფასიანი ტრანსპორტით, და სხვა. ლოგიკურია რომ ფული ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს იკავებს და მის გარეშე ელემენტარული ყოველდღიური საქმიანობების შესრულებაც კი შეუძლებელია. როგორც წესი ადამიანები მუშაობენ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 8 საათი დღეში რათა ყოველი თვის ბოლოს ან დასაწყისში მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება და განაგრძონ ჩვეულებრივი ცხოვრება.

ზოგი ადამიანი უბრალოდ საცხოვრებლად საჭირო ფინანსური სახსრებისთვის მუშაობს, ზოგი პროფესიულ განვითარებას ცდილობს, ზოგს უბრალოდ ფულის მიღების აზარტი აქვს, ზოგიც ფულს იღებს რომ იზრუნოს ოჯახზე ან მოიწყოს რელაქსაციური დასვენების დღეები ზაფხულში ან წავიდეს სათხილამუროდ ზამთარში. მიზეზი ფულის შოვნის სურვილისა განსხვავდება, თუმცა ამისი აუცილებლობა არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ერთადერთი პრობლემა რაც ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოიშვება არის წყარო – ფულადი შემოსავლის წყარო. უმრავლესობისთვის ეს არის სამსახური და ხელფასი რომელსაც ისინი მუშაობის სანაცვლოდ იღებენ, თუმცა არსებობს დაუსაქმებელი ადამიანების დიდი ნაწილი საზოგადოებაში რომლებიც საჭიროებენ გარკვეული თანხის მიღებას, ხდება ისეც რომ დასაქმებული პიროვნება კარგავს სამსახურს ან მოულოდნელად ხდება გარკვეული თანხის მიღების აუცილებლობა. ასეთ შემტხვევებში უბრალოდ გაგვიმართლა რომ არსებობს ფინანსური სერვისების მომწოდებელი მრავალი კომპანია, რომლებიც გვთავაზობენ ფულის მოპოვების ათობით მეთოდს.

1. Yard Sale

ე.წ. ეზოს ბაზრობა – არსებობს ასეთი გამონათქვამი ინგლისურ ენაში “ის რაც ერთი ადამიანისთვის უსარგებლოა, მეორესათვის განძია”. რამდენი უსარგებლო ან გამოუყენებელი ნივთი გვიდევს სახლში, რამდენი საჩუქარი ან ადრე ნაყიდი ნივთი რომელსაც წლებია არ ვიყენებთ ან საერთოდ ხელიც არ გვიხლია? ბევრ ბავშვიან ოჯახს აქვს მოგროვებული ისეთი სათამაშოები რომლებიც ჯერჯერობით კარგ მდგომარეობაშია, თუმცა ბავშვი უკვე აღარ ხმარობს. ბევრ ოჯახს აქვს მოგროვებული ისეთი ტექნიკა ან დეკორატიული ნივთები რომლებსაც მათ ოჯახში უკვე მომავალი აღარ აქვს, თუმცა შეუძლიათ რომ სხვისი სახლები გააფორმონ და შეავსონ ფუნქციურად. უცხოეთში გავრცელებული პრაქტიკაა ე.წ. “იარდ სეილების” მოწყობა სწრაფი ფულის მისაღებად, იქნება ამისი მიზეზი გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ უბრალოდ ფულის მიღების სურვილი, ეს მეთოდი უდავოდ წყვეტს ფულის უქონლობის პრობლემას.

2. ლომბარდის მომსახურება

დღეს უკვე ძლივს თუ მოიძებნება ადამიანი რომელიც არ სარგებლობს მობილურით, კომპიუტერით, ლეპტოპით, ფოტოაპარატით, ვიდეოკამერით და სხვა ტექნიკით რომელთა მეორადად ხმარება შესაძლებელია. ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარულია ლომბარდები და მათი სერვისები. ახალგაზრდები განსაკუთრებულად არიან ჩართულნი მათ მომსახურებაში. ტელეფონები, ფოტოაპარატები და ხშირად მანქანებიც კი შეიძლება რომ დაალომბარდოს სრულწლოვანებას მიღწეულმა ადამიანმა, შეფასებისა და არაუმეტეს 1 დღის განმავლობაში კი მიიღოს თანხა რომელიც მოოულოდნელად ესაჭიროება. ლომბარდის მომსახურება საკმაოდ გამოსადეგია გამომდინარე იქიდან რომ ნივთი ენახება მფლობელს მანამ სანამ იგი გადაიხდის მის თანხას და გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს. ეს ერთგვარი გირაოს ტიპის შეთანხმებაა, რომელიც ეხება მცირე ტექნიკას და ზოგ შემთხვევაში მანქანებსაც კი.

3. სწრაფი სესხები

მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი სესხის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ყალიბდება ასობით და ათასობით ახალი მიკრო საფინანსო ორგანიზაციები რომლებიც სთავაზობენ მომხმარებელს სწრაფ და ინტერნეტ სესხებს. რატომ ინტერნეტ სესხი? ეს არის ყველაზე სწრაფი, მოქნილი და ხელმისაწვდომი ხერხი ფულის მისაღებად. გაუთვალისწინებელი შემთხვევები მოულოდნელად ატყდება ადამიანს თავზე, შესაძლოა კომუნალური გადასახადები დაგროვდეს, ან მცირედი თანხა დაგაკლდეს სასურველი ნივთის შესაძენად. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და სწრაფი გამოსავალი არის ინტერნეტ სესხის აღება. ამისათვის არსებობს ათასობით პლატფორმა, სადაც სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში შესაძლებელია მოთხოვნილი ინფორმაციის შეყვანა, სრულწლოვანების დადასტურება და მხოლოდ და მხოლოდ დასტურის ლოდინი რომელიც მაქსიმუმ 15 წუთი გრძელდება. ამ პროცესის შემდეგ კლიენტი თავისუფლად იღებს თავის სასურველ თანხას და ჩვეულებრივად ერთვება თავის არასტაბილურ ფინანსურ ცხოვრებაში.

*რეკლამა

4. არასტანდარტული სამუშაო

ასეთი ტიპის სამსახურებში შედის როგორც წესი მომსახურება რომელსაც უცხოეთში ეწევიან ბავშვები რათა თავიანთი ჯიბის ფული იშოვონ. ამერიკაში გავრცელებულია ასეთი ტრადიცია, როდესაც ბავშვი გარკვეულ ასაკს მიაღწევს რომლის შემდეგაც მისი არაოფიციალური დასაქმება არალეგალურად არ ითვლება, შესაძლებელია დასაქმდეს გაზეთების ჩამომტარებლად, ან სამეზობლოში ეზოს ბალახს მოუაროს და ა.შ. ფულის შოვნის ეს მეთოდი ყველაზე კეთილსინდისიერია და უფრო მეტ შრომას მოითხოვს ვიდრე ლომბარდისა და ინტერნეტ სესხების მომსახურება. ამ შემთხვევაში სამომავლო ვალსად არ იდებს ადამიანი და შრომით სავსე საქმესაც აკეთებს. უფროსების შემთხვევაში ასეთ საქმედ შესაძლოა იგულისხმებოდეს სწრაფად მოგვარებადი დისტანციური საოფისე საქმე, საინფორმაციო ბაზების შექმნა და რეგულირება, დიზაინერული მომსახურების გაწევა და ა.შ.

ფულის გაუთვალისწინებელი სიტუაციების მოსაგვარებლად შოვნა მხოლოდ მათ არ სჭირდებათ ვისაც კომუნალური გადასახადები ან რაიმე პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი. ხშირ შემთხვევაში სწრაფად ფული მას სჭირდება ვისაც რაიმე ბიზნესი აქვს წამოწყებული, ან დიდ ცხოვრებისეულ ნაბიჯს დგამს და ესაჭიროება უძრავი ქონების შესყიდვა. ასეთ შემთხვევებში ფულადი სახსრების მიღების რამდენიმე ვარიანტი არსებობს რაც ზევით ჩამოთვლილი ვარიანტებისგან განსხვავებით დაკავშირებულია მეტ დროით დანახარჯებთან, თუმცა არის გაცილებით გრძელვადიანი და განსხვავებულ მიზნებს ემსახურება:

5. იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი არის გრძელვადიანი ფულადი ვალდებულება, რომელსაც აქვს გრძელვადიანი ხასიათი და უზრუნველყოფილია უძრავი ქონების მეშვეობით. ასეთი სესხის მეშვეობით რომლის მეშვეობით შესაძლებელია უძრავი ქონების, ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკისა და სხვა მსგავსი ქონების შეძენა, ასევე გარემონტებაც.სესხის პირობები, როგორც წესი ინდივიდუალურია და დამოკიდებული არის სესხის მიმწოდებელის რეგულაციებზე. ფაქტორები რომლებზეც დამოკიდებულია სესხის პირობები არის: მომხმარებლის შემოსავალი, მისი საკრედიტო ისტორია და შესაძენი ან შესაკეთებელი (გასარემონტებელი) ქონების ფასი. სესხი გაიცემა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ეს დამოკიდებულია სესხის გამცემის პირობებზე. საპროცენტო განაკვეთი კი როგორც წესი იწყება 8% – დან. როგორც უკვე ვახსენეთ, ასეთი სესხი გრძელვადიანია და ვადა მოიცავს 180 თვეს ანუ 15 წელს. სესხის დამტკიცების პროცედურა მოიცავს იპოთეკური სესხის განაცხადის ფორმის შევსებას, გასაუბრებას და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას, ამის შემდეგ მომხმარებელი უბრალოდ დაელოდება საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებას, რის შემდეგადაც ხდება უშუალოდ სესხის გაცემა.

6. ბიზნეს

ანგელოზები ან ვენჩურული კაპიტალისტები – ეს მეთოდი გამოსადეგია მათთვის ვინც თავიანთი ბიზნესის წამოწყებაში საჭიროებს ფინანსურ ხელშეწყობას, ან უკვე არსებული ბიზნესისთვის სჭირდება დამატებითი სახსრები. ამ ვარიანტის დადებითი მხარე ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს რომელსაც აქვს კარგი იდეა, ინოვაციური ხედვა და პროდუქტი ან მომსახურება რომელსაც შესაბამის ბაზარზე დიდი მომავალი აქვს, შეუძლია მიიღოს დაფინანსება ბიზნეს-ანგელოზებისგან. ამისათვის საჭიროა ჩამოაყალიბო პროდუქტი ან მომსახურება, შეადგინო სპეციალური გეგმა და მოძებნო დამფინანსებელი რომელსაც მოეწონება შენი იდეა და ნამდვილად დაინახავს პოტენციალს მასში.

7. Crowdfunding, იგივე “დაფინანსება საზოგადოებისგან”

შესაძლებელია ფულადი სახსრები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის მიიღო საზოგადოებისგან. ამისათვის საჭიროა წარადგინო შენი იდეა და ინოვაციური პროდუქტი საჯაროდ, დაამტკიცო მისი აუცილებლობა, შეუცვლელობა, დაანახო პოტენციურ მომხმარებელს მისი დადებითი მხარეები და მისი კონკურენტუნარიანობა დანარჩენ ბრენდებთან შედარებით. ასეთი დაფინანსების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმების დახმარებით. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ე.წ ICO-ების ან IPO-ების დაფინანსება საზოგადოების მხრიდან.

ფინანსური სამყარო იცვლება და ახლა უკვე თითქმის ყველაფერი არის შესაძლებელი ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები შესაძლოა ყველასათვის მისაღები არ იყოს, თუმცა მათი მრავალი ვარიაცია არსებობს და შესაძლოა რომ ყველასათვის მოსარგები გახდეს. დამატებითი ფულადი შემოსავალი არასოდეს არის ზედმეტი, მითუმეტეს მაშინ როდესაც ამისი საჭიროებაა, გამოუვალი სიტუაციის შველა შესაძლებელია სწრაფად მოქმედი ხერხების გამოყენებით, უბრალოდ დამატებითი სახსრების მიღება კი როგორც უკვე ვახსენეთ შესაძლებელია არასტანდარტული და არაოფიციალური დასაქმების მეშვეობით. ფული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ასპექტია, ფინანსური სახსრების ქონა-არქონა განაპირობებს ადამიანის ცხოვრების დონეს და მის ბედნიერებას. დღევანდელ სიტუაციაში დამატებითი ფულადი შემოსავალი ზედმეტი ნამდვილად არასოდეს არის, ამიტომ ყველასათვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება მოცემული საკითხის შესახებ, რათა მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს და ფინანსური პრობლემები არ იყოს ხელის შემშლელი არავისთვის.