როდესმე დაფიქრებულხართ რამდენ ფულს ხარჯავთ თვის განმავლობაში დაუგეგმავად? ადამიანების უმეტესობა ამაზე არსოდეს ფიქრობს, თუმცა თუ თვალს გადავავლებთ ჩვენ დანახარჯებს, აღმოვაჩენთ, რომ საკმაოდ დიდია იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ჩვენ ყოველგვარი მიზნობრიობის და გეგმის გარეშე ვხარჯავთ.

გარდა იმ თანხისა, რომელსაც ადამიანები ყოველთვიურად გამოიმუშავებენ ხელფასის სახით, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არამხოლოდ ამ თანხას ხარჯავენ, არამედ, პერმანენტულად სესხულობენ სხვადასხვა საშუალებით ზოგჯერ მცირე, ზოგჯერ კი საკმაოდ დიდ თანხებსაც კი. ქართული ფინანსური ბაზარიც საკმაოდ უწყობს ხელს ასეთ კატეგორიას დღეისათვის ძალზე პოპულარული სწრაფი, ონლაინ სესხების შეთავაზებით.

იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი ფინანსების ეფექტური ხარჯვა, პირველ რიგში საჭიროა მოახდინოთ იდენტიფიცირება, რაში ხარჯავთ ყოველთვიურად თანხას სრულიად დაუფიქრებლად, რაც შემდგომში თქვენი საბანკო ანგარიშის ბალანსის შემცირებით ვლინდება. გახსოვდეთ, რომ ცოდნა ძალაა, და თუ თქვენ დროულად დაინახავთ რეალობას, მოძებნით მიზეზსა და დასახავთ გეგმას, შეძლებთ უმიზნო ხარჯების გაკონტროლებას.

თუ მსოფლიოში არსებულ ტენდენციას გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არმაიზნობრივი ხარჯი, რომელსაც ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი ფაქტობრივად ფლანგავს ყოველთვიურად, სხვადასხვა ტიპის საწევრო გადასახადია. მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ სპორტული დარბაზის ან საცურაო აუზის აბონემენტი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს უმეტეს შემთხვევაში. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ყოველთვიურად ყიდულობენ ასეთ აბონემენტებს, თუმცა შემდგომში დროის უქონლობის ან სიზარმაცის გამო თითქმის არ იყენებენ მათ საკმაოდ დიდია. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ დაფიქრდით, ხომ არ არის უმჯობესი ისარგებლოთ ერთჯერადი აბონემენტებით ნაცვლად ერთ თვიანი ან რამოდენიმე თვიანისა, რომელიც გაცილებთ დიდი თანხა დაგიჯდებათ?

*რეკლამა

მეორე, არანაკლებ ხარჯიანი საკრედიტო ბარათები და მათი სარგებლობისათვის დაწესებული საპროცენტო განაკვეთებია. თანამედროვე მსოფლიოში, ყოველდღიურად, სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათებით. ცდუნება საკმაოდ დიდია, მითუმეტეს მაშინ, თუ შემთხვევით მაღაზიაში სასურველ ნივთს წააწყდებით და საფულეში საკრედიტო ბარათი გეგულებათ. ხშირად არ ვუფიქრდებით, რამდენადა აუცილებელი და გარდაუვალია ასეთი ნივთის შეძენა და დამატებითი ფინანსური ვალდებულების აღება სამომავლოდ. არადა, თუ შევძლებთ თავის გაკონტროლებას, აღმოვაჩენთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საკრედიტო ბარათებს ძალზე არამიზნობრივად ვიყენებთ. რათქმაუნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მოულოდნელად დაგჭირდათ დამატებითი თანხის მოძიება ისეთი მიზეზისთვის, როგორიც სხვადასხვა ტიპის კომუნალური გადასახადი, დაუგეგმავად გასაწევი ხარჯი ავტომობილის შესაკეთებლად, ჯანრმთელობისთვის ან სხვა გადაუდებელი შემთხვევებია არ გამოყენოთ საკრედიტო ბარათი.

მსგავსი ტიპისაა ასევე საბანკო მომსახურებებისთვის გაწეული დამატებითი ხარჯი. ბუნებრივია ზემთხსენებული საკრედიტო ბარათიც საბანკო კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება მისაქცევია ისეთი პროდუქტებია, როგორიც მაგალითად სახელფასო ოვერდრაფტით სარგებლობისათვის დაწესებული საპროცენტო განაკვეთი ან სხვადასხვა ტიპის დამატებითი საბანკო მომსახურების საფასური შეიძლება იყოს, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, თუმცა მოითხოვეს ყოველთვიურ მომსახურების საკომოსიოს თქვენგან.

მომდევნო არანაკლებ ხარჯიანი, ძალიან ხშირად არამიზნობრივი სადაზღვევო ხარჯებია. ბუნებრივია გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ შეიძლება დაზღვევა არამიზნობრივად ჩაითვალოს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აქ საუბარი ზოგადად დაზღვევას არ შეეხება. არამიზნობრივი სადაზღვევო ხარჯი, შეიძლება იყოს ის მოცულობა, რომელსაც შეიძენთ. მაგალთად, თუ სადაზღვევო კომპანია გთავაზობთ 20 ლარიან დაზღვევას, რომლის პირობებიც სრულიად საკმარისია თქვენთვის, თუმცა თქვენ მაინც გადაწყვეტთ, რომ შეიძინოთ გაცილებთ ძვირადღირებული პაკეტი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ის საერთოდ არ დაგჭირდეთ, ყოველთვიურად თქვენ მიერ დამატებით გადახდილი საფასური, ფაქტობრივად უმიზნო ხარჯად შეიძლება მივიჩნიოთ. ამიტომ, უმჯობესია, თუ ნებისმიერი, იქნება ეს ჯანმრთელობის, ქონების, ავტომობილის თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სადაზღვევო პროდუქტი, შეძენამდე, სწორად და ზუსტად დათვალთ თქვენი საჭიროებები და შემოსავალი და მხოლოდ ამის შესაბამისად შეიძინოთ მომსახურება.

და ბოლოს, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი, კომუნალური მომსახურებისთვის გაწეული ხარჯია. აქ იგულისხმება ისეთი დანახარჯი, რომლის დაზოგვაც სრულიად შესაძლებელია, თუმცა ცვენ ამაზე არც კი ვფიქრობთ ხშირ შემთხვევაში. შეგვიძლია ავიღოთ ელექტრო ენერგიის უმიზნო ხარჯვა. მაგალითად, თუ თქვენ დაასრულეთ მუშაობა კომპიუტერთან და გარკვეული პერიოდთ აღარ დაგჭირდებათ ის, ნაცვლად იმისა, რომ ის ძილის რეჟიმში გადაიყვანოთ, უმჯობესი იქნება თუ გამორთავთ და დაზოგავთ ენერგიას, რომელიც პირდაპირ პროპორციულად თქვენ ყოველთვიურ დანახარჯებზე აისახება.