არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ ბევრი სამომხმარებლო სესხი გაქვთ აღებული, დიდი საკრედიტო დავალიანება გაქვთ თქვენს საკრედიტო ანგარიშზე თუ უბრალოდ თქვენი ფინანსური მდგომარეობა არეულია და იხლიჩებით რამდენიმე ნაწილად, ფულის მენეჯმენტის გამოყენება თქვენი ბიუჯეტის დაბალანსებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია იმისათვის რომ თქვენი სამომავლო ფინანსური მდგომარეობა შემსუბუქდეს და თქვენი საფულეც არ იყოს მშიერი. საბედიეროდ, ფულის მენეჯმენტის უნარი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად სწავლებადია და პირველ რიგში მოითხოვს იმის აღიარებას რომ პრობლემა გაქვთ. თუ კი მომდევნო ნიშნები თქვენთვის საკმაოდ ნაცნობი აღმოჩნდა და საკუთარი თავი ამოიცანით მათში, მაშინ დროა დაიწყოთ ფულის მენეჯმენტის სწავლა.

*რეკლამა
  • ნერვიულობთ იმის გამო რომ თქვენი ბარათი შესაძლოა უარყოფილი იყოს – რამდენჯერ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც მისულხართ მაღაზიაში, გიყიდიათ სულ მცირე რაოდენობის პროდუქცია და სალაროსთან მისულს, გინერვიულიათ რომ თქვენს ბარათზე საკმარისი რაოდენობის თანხა არ იქნებოდა და აპარატიც უარყოფდა მას. ეს იმის მანიშნებელია რომ თქვენ ფულს სწორად ვერ ანაწილებთ და რაც ყველაზე მთავარია – არც კი ითვლით!
  • თქვენს საბანკო ანგარიშზე 100 ლარზე ნაკლები თანხაა – ბევრისთვის იქნება ალბათ ნაცნობი ისეთი სიტუაცია რომ ხელფასამდე 2 დღით ადრე ცდილობენ რამენაირად იცოცხლონ, გაძლონ და ხელფასის მერე კი მეფეებივით ცხოვრობენ ხოლმე. მათ, ვისაც ხელფასამდე 100 ლარი მაინც აქვთ ხოლმე მორჩენილი, ფულის მენეჯმენტის პრინციპები იციან; ხოლო მათ, ვინც კაპიკ ფულს არ იტოვებს, თანამშრომლების, მეგობრების ან მშობლების იმედზე არიან ბოლო ერთი კვირა, დროა დაიწყონ ფულის მენეჯმენტის პრინციპების სწავლა.
  • არ აგროვებთ ფულს სამომავლოდ – ეს ყველაზე ლოგიკური ნიშანია იმისა რომ თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებაში. თქვენი, როგორც ადამიანის რომელსაც წინ კიდევ ათობით წელი აქვს დარჩენილი საცხოვრებლად, ვალია რომ შეაგროვოთ ფული და მოუაროთ თქვენსავე თავს, იმიტომ რომ არასოდეს ვიცით რა გველის მომავალში, რა მთავრობა იქნება, რა ოჯახი გვეყოლება და ა.შ. ჯობს ახლავე დაიწყოთ ფულის შეგროვება რათა თქვენს მიზნებს მიაღწიოთ, რათა უეცრად ფული რომ დაგჭირდებათ სწრაფი კრედიტი და მისი მსგავსი სერვისები არ იყოს ერთადერთი გამოსავალი თქვენთვის.
  • ხშირად იყენებთ საკრედიტო ბარათის მომსახურებას – დიდი რაოდენობის საკრედიტო დავალიანების ქონა იმის მაჩვენებლია რომ დახმარება გჭირდებათ ფულის მენეჯმენტში. 2017 წლის დასასრულის კვლევები აჩვენებს რომ ევროპის ქვეყნებში საკრედიტო დავალიანების საშუალო რაოდენობა ყოველთვიურად არის დაახლოებით $2000. თუმცა, ეს თანხა იზრდება პიროვნების შემოსავლის ზრდასთან ერთად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.თუ კი ფიქრობთ რომ პრობლემა გაქვთ საკრედიტო ბარათის ხმარებასთან ან სწრაფი კრედიტის გამოყენებასთან, მაშინ დროა მიმართოთ ფინანსურ კონსულტანტს და დაიწყოთ ფულის მენეჯმენტის პრინციპების შესავლა, რათა ეს სასესხო მომსახურებები სწორად და ჭკვიანურად გამოიყენოთ.
  • არც კი დაგიწყიათ საპენსიო ფონდის შექმნა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩვენს ქვეყანაში არ არის იმდენად პოპულარული და გავრცელებული კერძო საპენსიო ფონდები და ბევრი ჩვენგანი მაინც სახელმწიფოს იმედზე ცხოვრობს. ძველი თაობის მოხუცებულ პირებს არჩევანი არ აქვთ, მათ გამოიარეს ისეთი პერიოდი რომელიც არ სთავაზობდა მათ არჩევანს საპენსიო ფონდის შექმნაში და დღესდღეობით უწევთ თვიურად 180 ლარზე ცხოვრება. თუმცა, ახალგაზრდა თაობას აქვს საშუალება გამოასწოროს ეს სიტუაცია და იზრუნოს საკუთარ მომავალზე. დროა სწორად მიუდგეთ თქვენს ფულს და ბიუჯეტს, დროა სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი და დაივიყწოთ იმაზე ფიქრი რომ საპენსიო ფონდისთვის გადადბული ფული დაკარგული ფულია. ეს თანხა მოხმარდება თქვენს კეთილდღეობას და გარანტირებულ, ფინანსურად უზრუნველყოფილ მოხუცებულობას.
  • არ ადევნებთ თვალყურს დანახარჯებსა და შემოსავლებს – შემოსალებისა და დახარჯული ფინანსური სახსრებისთვის თვალყურის დევნა არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი პირადი ბიუჯეტის შექმნისა და მომავალი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ის, ვინც არ ადევნებს საკუთარ თვიურ შემოსავალს თვალყურს, ვერ შეძლებს დაითვალოს რამდენი გასავალი ჰქონდა მას მოცემულ თვეში, ვერ შეძლებს შეაფასოს თავისი მხარჯველობითი თვისებები, მსყიდველობითი უნარება და მთლიანობაში მთელი სტატისტიკური მაჩვენებლები დაეკარგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ვერ შეძლებს საკუთარი სამომავლო შემოსავლების გაკონტროლებას, ასეთი ადამიანი იქნება ის ვინც ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ ნიშანში ამოიცნობს საკუთარ საქციელს და ვინც ყელამდე ვალებში ან ხელფასამდე გაძლებაში იცხოვრებს.
  • სამომხმარებლო სესხს იღებთ უაზრო ფულის ხარჯვისთვის – სამომხმარებლო სესხი, ონლაინ სესხი, სწრაფი კრედიტი და სხვა მსგავსი სასესხო ვალდებულებები იმით არიან პოპულარულნი რომ მათი გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება, მათ მისაღებად არ არის საჭირო წარადგინო კონკრეტული მიზანი, მათი მიღება მარტივია და თითქმის ყველგან არის შესაძლებელი – სახლიდან გაუსვლელადაც კი. ამ ტიპის მომსახურებით ბევრი სარგებლობს მომგებიანად, თუმცა წაგებაში წავა ის ვინც ასეთი ტიპის სესხს აიღებს არა გამოუვალი სიტუაციიდან გამოსასვლელად, დროებითი ფინანსური გარღვევის დასაფარად, სამედიცინო დანახარჯების გასასტუმრებლად ან სხვა უბრალოდ მნიშვნელოვანი დანახარჯების გასაწევად, არამედ საკუთარი დროებითი სურვილების დასაკმაყოფილებლად. შოპინგი, არასაჭირო, მაგრამ სასურველი ნივთების შეძენა და სხვა მსგავსი მოქმედებები რაღაც მხრივ ალამაზებენ და ავსებენ ჩვენს ცხოვრებას, ყველას უყვარს ახალი ნივთების შეძენა და ყველა ცდილობს ლამაზად ეცვას, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ზედმეტიც კი მოგვივიდეს. სამომხმარებლო სესხის აღება ასეთი მიზეზებით ზოგჯერ ზედმეტი და არასასურველიც კი არის. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი ტანის სამოსის ყიდვა შესაძლებელია შემდეგი ხელფასის დარიცხვის შემდეგად კი, თუმცა გამოუვალი სიტუაცია არასოდეს იცით როდის დაგატყდებათ თავს და ჯობს ამ სიტუაციისთვის მოიტოვოთ ფინანსური ვალდებულების აღება.
  • ხელფასის მომატებასთან ერთად იმატებს თქვენი დანახარჯებიცხელფასის მომატება იმას ნიშნავს რომ ახლა უფრო მეტი რამის შეძენა შეგიძლიათ, უფრო ძვირფასი პროდუქტისა და ძვირადღირებული აქციებით სარგებლობა შეგიძლიათ, თუმცა ეს ასევე ნიშნავს იმას რომ უფრო მეტი ფულის შენახვაც შეგიძლიათ. ხელფასის გაზრდასთან ერთად, იზრდება თქვენი შესაძლებლობები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა იზრდებოდეს თქვენი დანახარჯები. თუ კი ხელფასის გაზრდამდე ძლივს ცხოვრობდით ხელფასიდან ხელფასამდე, არაა საჭირო რომ ხელფასის მომატების შემდეგაც იგივენაირ სიტუაციაში ამოყოთ თავი. პირიქით, ეს არის შესაძლებლობა იმისა რომ დაიწყოთ ფულის სწორად გამოყენება, თქვენ გეძლევათ შანსი რომ მომატებული თანხა დააგროვოთ, გამოიყენოთ სხვა – სასარგებლო საქმიანობაში და არა უბრალოდ ფულის გაფლანგვაში. მნიშვნელოვანია რომ დააკვირდეთ საკუთარ მხარჯველობით უნარებს – ხელფასის ზრდასთან ერთად თქვენი დანახარჯები არ უნდა იზრდებოდეს.
  • თქვენი ცხოვრების სტილი შეიცვალა – ეს ფაქტორი იმდენად დამოკიდებული არ არის ჩვენსავე ნაბიჯებზე, რამდენადაც ზემოთ ჩამოთვლილი 8 ფაქტორი. რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილის ცვლილებაში ჩვენი წვლილიც შედის, თუმცა როგორც წესი, ცხოვრების ცვლილების 40% გარემოებებიდან გამომდინარეობს. ბავშვის ყოლა, ქორწინება, განქორწინება, ახლობლის გარდაცვალება, მეორე სამსახურის აღება, განუკურნებელი დაავადების აღმოჩენა – ყველა ის რადიკალური სიტუაცია რაც ცვლის თქვენი ცხოვრების სტილს გავლენას ახდენს თქვენს ბიუჯეტზე. თითოეულ სიუაციას თავისებური და სპეციფიკური ფინანსური გეგმა ესაჭიროება და თუ კი თქვენი ცხოვრება რომელიმე მსგავსმა სიტუაციამ მაინც კი შეცვალა, დროა მიმართოთ ფულის მენეჯმენტის პრინციპებს და მოერგოთ ამ ახალ სიტუაციას.
  • ნერვიულობთ თქვენი შვილების სწავლის დაფინანსების გამო – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკითხია რაზეც არა მხოლოდ მშობლები, არამედ თვითონ მომავალი სტუდენტები ნერვიულობენ და რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული საკითხია. იდეალურ სიტუაციაში, მშობლებმა ბავშვის გაჩენისთანავე უნდა დაიწყონ ფულის მოგროვება მისი კეთილდღეობისა და მომავალი განათლების მიღების მიზნით. რადიკალურ შემთხვევებში კი მშობლები და სტუდენტები მიმართავენ ხოლმე სტუდენტურ სესხს, რასაც ასევე უზრუნველყოფა ესაჭიროება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებისა, არსებობს უამრავი ფაქტორი იმისა რომ თქვენ ჯერ არც კი დაგიწყიათ ფულის მენეჯმენტის საკითხზე ფიქრი და საკმაოდ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებით. საბედნიეროდ, ამისი გამოსწორება მარტივია და როგორც უკვე ვახსენეთ, ფულის მენეჯმენტის უნარები მარტივად შესწავლადია, ამაზე კიდევ უფრო მარტივია მისი პრაქტიკაში გამოყენება. არ მოგერიდოთ და მითუმეტეს არ დაიზაროთ პროფესიონალისგან რჩევის მიღება. გაითვალისწინეთ ყოველი ზემოთ მოცემული შენიშვნა და იფიქრეთ თქვენს სამომავლო ფინანსურ მდგომარეობაზე.