სესხის აღების სურვილი და საჭიროება ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს გასჩენია მთელი ცხოვრების განმავლობაში. რთულად თუ მოიძებნება ისეთი პირი რომელიც არასოდეს დაფიქრებულა შესულიყო უახლოესი ბანკის ოფისში და მოეთხოვა მისთვის კუთვნილი, წინასწარ დამტკიცებული სწრაფი და მარტივი ხერხით მისაღები სესხი. ალბათ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში შემთხვევები როდესაც გიფიქრიათ რომ ფული გადაწყვეტდა ყველა თქვენს პრობლემას. არ არის გამორიცხული რომ დროთა განმავლობაში ყველაზე ნაკლებ რისკიან ადამიანსაც კი გაუჩნდეს სასესხო ვალდებულების აღების არა თუ სურვილი, არამედ საჭიროება და გადადგას ეს ნაბიჯი.

სესხის გაცემის ტრადიცია, მევახშეობა, საკრედიტო საქმიანობა – ეს ყველაფერი მოდის ოდითგანვე. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400-იან წლების პერიოდში აღიწერება რომაული მევახშეობის გავრცელებული კულტურა და სულაც არ არის გასაკვირი რომ დღეს, თანამედროვე საზოგადოებაში, საზოგადოებაში რომელსაც ასობით და ათასობით საბანკო და საფინანსო დაწესებულების ფილიალი აქვს გარშემო, პოპულარულია სასესხო მომსახურება.

სასესხო ვალებულებების სამყარო ახალბედებისათვის სავარაუდოდ შემაშინებელი, დამაფრთხობელი და არაკომფორტულიც კი არის, თუმცა სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის განკუთვნილი განათლების მიღება და საკუთარი თავის გაცნობიერება ამ სფეროში ბევრ დადებით რამეს უკეთებს ჩვენს გონებას და უფრო თამამად შევაბიჯებთ ამ ფინანსურ სამყაროში. ჩვენთვის უფრო მარტივი ხდება მივმართოთ ჩვენი გონება ჩვენი სურვილებისა და საჭიროებებისაკენ. რა თქმა უნდა ჩვენ არა მხოლოდ სურვილები, არამედ საჭიროებები გვამოძრავებს. სურვილზე შეიძლება უარის თქმა, თუმცა საჭიროება განსხვავებული რამ არის და მასზე უარის თქმა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჩვენს კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ზოგჯერ გვიწევს ისეთი ნაბიჯის გადადგმა როგორიც არის სესხის აღება.

ბევრი ჩვენგანისთვის რთული საკითხია ეს. ზოგიერთმა არც კი იცის როგორ ხდება სესხების შედარება, რა კრიტერიუმით უნდა ავირჩიოთ ისინი. ბევრი ჩვენგანი იყენებს ინტერნეტ მასალებს და ცდილობს მოძებნოს ტოპ 10 ონლაინ სესხი რათა ამ რეიტინგის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯია გამოვიყენოთ ულევი ინტერნეტ მასალა, ასობით და ათასობით სხვადასხვა სახის რესურსები რასაც ჩვენი ინტერნეტ სივრცე გვაძლევს და მიმოვიკვლიოთ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის სესხების შესახებ. ამაში დაგვეხმარება სხვადასხვა ბლოგი, სტატიები, სესხის შემდარებელი კალკულატორები და სხვა. გაგიკვირდებათ ალბათ და არსებობს სესხის შემდარებელი კალკულატორები. ეს არის ინტერნეტ მოწყობილობა, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, დაპროგრამებულია სპეციალურად იმისათვის რომ შეადაროს ორი (ან მეტი) სხვადასხვა სესხი მისი პირობების, საპროცენტო განაკვეთისა და მთლიანი თანხის მიხედვით. ასევე არსებობს სხვადასხვა ტიპის წყარო რომელიც გაძლევთ ინფორმაციას ყველა მსესხებლის შესახებ თქვენს მიერ წინასწარ გაფილტრული ინფორმაციის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ტიპის სესხის პოვნა ასეთი გამარტივებულია და კიდევ უფრო გაგიმარტივდათ ამ რამდენიმე რჩევის წაკითხვით, მაინც დიდი სიფრთხილე გმართებთ როდესაც სესხებს ადარებთ ერთმანეთს. იცით თუ არა რას უნდა მიაქციოთ ყურადღება როდესაც ცდილობთ გადაწყვიტოთ რომელი სესხია თქვენთვის მნიშვნელოვანი? ზოგს ურჩევნია სესხის გამცემი დაწესებულება მის სახლთან ან სამუშაო ადგილთან იყოს ახლოს, ზოგისათვის უფრო მისაღებია რომ პოპულარულ დაწესებულებასთან ჰქონდეს უერთიერთობა, ზოგიც კი არ აკვირდება არაფერს და რაც პირველი შემოხვდება იმას იღებს ვალდებულებად. მე კი გთავაზობთ ჩემს რამდენიმე საკვანძო ფაქტორს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში როდესაც ერთმანეთს ადარებთ სესხებს.

1. დაბალი საპროცენტო განაკვეთი

საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სესხის აღების დროს და ყოველი ჩვენგანისთვის წარმოადგენს საკვანძო საკითხს. საპროცენტო განაკვეთი განსხვავდება საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მიხედვით, იგი განსხვავდება სესხის ტიპის, ვადის და თანხის რაოდენობის მიხედვით.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც რომ ზოგიერთი ორგანიზაცია სესხს გასცემს საპროცენტო განაკვეთის გარეშე. ე.წ. 0% განაკვეთიანი სესხები მომრავლებულია საქართველოში და მოსახლეობაც გაოცებულია ასეთი შეთავაზებით. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტორი რომ ბანკი ფულს უფასოდ არასოდეს გასესხებთ. ისევე როგორც თქვენ დებთ ბანკში ფულს თქვენს შემნახველ ანგარიშზე და წლიურად გერიცხებათ გარკვეული რაოდენობის თანხა – ანუ თქვენ აქირავებთ თქვენს ფულს ბანკზე, ბანკიც მსგავსად აქირავებს თავის ფულს თქვენზე. სესხი არასოდეს იქნება უფასო და მიუხედავად იმისა რომ ნულ პროცენტიან საპროცენტო განაკვეთს გვთავაზობს საბანკო დაწესებულება, უნდა გავითვალისწინოთ რომ მათთან სესხის აღებას შესაძლოა მოჰყვეს საკომისიოები – გადასახადი სესხის აღების სანაცვლოდ.

*რეკლამა

2. თანხის წინასწარი დაფარვის დეტალები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველივე სესხს თავისი განსაკუთრებული პირობები აქვს და მნიშვნელოვანია მათ დეტალებში ჩაძიება.

როდის გვესაჭიროება სესხი? გამოუვალ მდგომარეობაში მოხვედრისას, აუცილებელად გასაწევი დანახარჯების დასაფარად, სამედიცინო დანახარჯების დასაფარად, უბრალოდ გასართობად ან რაიმე ნივთის შეძენისას. თითოეულ შემთხვევაში, ჩვენ დამატებითი ფულადი სახსრები გვესაჭიროება იმის გამო, რომ იმ მომენტისთვის არ გვაქვს გარკვეული რაოდენობის თანხა, ან სულაც უფულოდ ვართ. თუმცა, ხშირად ხდება ისეც რომ როდესაც სესხს ავიღებთ, ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ამ სესხის მეშვეობით მიღებული თანხის ექვივალენტი ფული და შეგვიძლია წინასწარ დავფაროთ ჩენს მიერ აღებული ვალდებულება. ჭკვიანურია არა? მოიშორებ ვალს და იცხოვრებ იმაზე ფიქრის გარეშე რომ მომავალში რომელიმე ფინანსური ორგანიზაციისათვის ფული არ გექნება გადასახდელი. თუმცა ეს პროცესი ასეთი მარტივი არ არის და ასევე სიფრთხილეს ჰმართებს. რაც არ უნდა ტოპ 10 ონლაინ სესხის ჩამონათვალის პირველ ადგილს იკავებდეს სასესხო ვალდებულება, მის დეტალებში გარკვევა აუცილებელია და აუცილებელია გაარკვიოთ თანხის წინასწარ გადახდის შესახებ ყველა დეტალი.

ალბათ იტყვით, რატომ უნდა იყოს პრობლემა თანხის წინასწარ დაფარვა საბანკო დაწესებულებისთვის? მე ხომ მათ ფულს ვაბრუნებ და გარანტიას ვაძლევ რომ კარგი მომხმარებელი ვარ, მათი ფული უსაფრთხოდაა მათ ხელში და ჩემთვის დევნა არ მოუწევთ. რა თქმა უნდა, ბანკს ღამით მშვიდად სძინავს იმის გამო რომ მომხმარებელმა დაფარა მის მიერ გატანილი ვალი, თუმცა მათი მომსახურების საფასური იკარგება. საბანკო დაწესებულებებს დიდი რაოდენობით მოგება შესდით საპროცენტო განაკვეთიდან მიღებული და მათი დაკარგვა პრობლემას წარმოადგენს. კლიენტისთვის კი პირიქით, რაც მალე გადაიხდის ვალს მით უკეთესი – ნაკლები დამატებითი ფულის გადახდა მოუწევს და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სულაც არაფერი გადაიხადოს დამატებით.

ზოგიერთ საბანკო დაწესებულებას აქვს თანხის წინასწარი დაფარვის მარტივი წესები. არანაირი ჯარიმა, არანაირი დამატებითი გადასახადი, უბრალოდ მიდიხარ ბანკში და ფარავ შენს მიერ გამოტანილი თანხის ზუსტ რაოდენობას ყველანაირი დამატებითი გადასახადის ან საპროცენტო განაკვეთის გარეშე. ხოლო ზოგიერთ დაწესებულებას და ზოგიერთი ტიპის სესხს წინასწარ დაფარვის წესები გამკაცრებული აქვს და აუცილებლად უნდა გაარკვიოთ მისი დეტალები მანამ სანამ გადაწყვეტთ რომელი სესხი აიღოთ.

3. დამალული გადასახადები

სავარაუდოდ ბევრჯერ მაქვს გამეორებული და კიდევ გავიმეორებ, რომ სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სესხის სახელშეკრულებლო დეტალებს.ზოგიერთ ხელშეკრულებას ჩვენთვის უცნობი, ჩვენგან დამალული ან სულაც გამოჩენილი მაგრამ უგულებელყოფილი დეტალები აქვს რაც მთლიანობაში დიდ პრობლემას ქმნის, რადგანაც, ფაქტიურად თქვენ სულაც არ იცით იმ პროდუქტის მოხმარების დეტალები რასაც თქვენი საბანკო დაწესებულება გთავაზობთ.

საპროცენტო განაკვეთებისა და წლიური სარგებლიანობის განაკვეთის შედარება, თანხის წინასწარ დაფარვის დეტალების გარკვევა და სხვა მსგავსი საკვანძო ფაქტორები არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც არ იცი რომ თურმე დამატებით ფულს იხდი სესხის აღებაში. ზოგჯერ ასეთ ინფორმაციას გვიან ვიღებთ, როდესაც უკვე არ შეიძლება გამოსწორება. ზოგ შემთხვევაში კი სულაც ვერ ვიგებთ ისე მიდის ჩვენი ფული ჩვენი ანგარიშებიდან.

ყველაზე გავრცელებული დამალული გადასახადებია: გადასახადი სესხის ინიციაციისთვის – ეს არის გადასახადი იმისათვის რომ საბანკო დაწესებულებამ თქვენზე სესხი გასცეს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სესხის აღების გადასახადი; გადასახადი სესხის მიღების განაცხადის დაწერაზე – ალბათ ეს ყველაზე გასაკვირია, თუმცა ნამდვილად არსებობს ასეთი გადასახადი რომელსაც ზოგ შემთხვევაში განაცხადის დაწერისთანავე იხდით, ზოგ შემთხვევაში კი თქვენი საბანკო ანგარიშიდან ცამოიჭრება ბანკის მიერ. ასეთი სიტუაცია ქმნის გაურკვევლობას და საბოლოოდ არც კი იცით სად მიდის თქვენი ფული. მთლიანობაში, ზუსტად ვერასოდეს იტყვით რა რაოდენობის დანახარჯები გაწიეთ და რა პროდუქციაში.

გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები, ჩამოწერეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები და მიიღეთ გადაწყვეტილება ლოგიკურ და ინფორმაციულ ფაქტებზე დაფუძნებით. აიღეთ სესხი – არაჩვეულებრივი საფინანსო მომსახურება რომელიც ჩვენს ცხოვრებას მარტივს ხდის და ისარგებლეთ ამ პროდუქტით ისე რომ არც საკუთარ თავს ავნოთ და არც საფინანსო დაწესებულებას.