უშეცდომო არავინ არის ამქვეყნად და ყველა ჩვენგანი ცდება რაღაც საკითხში ან რაღაც საქმესთან მიმართებაში. რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ და ეს ელემენტარული ადამიანური ნატურაა, თუმცა მუდმივად შეცდომის დაშვება არ შეიძლება და ამას მიხედვა სჭირდება. ამასთან, არსებობს სფეროები სადაც შეცდომის დაშვება არა თუ არ შეიძლება, არამედ სამომავლო ცხოვრებისთვის დამანგრეველიც კი არის. მიუხედავად ამისა, ასეთ სფეროებში ჩვენ ყოველდღე ვუშვებთ შეცდომებს, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე და მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავაკონტროლოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა და შევიკავოთ თავი ხშირი ფინანსური შეცდომების დაშვებისგან. დროა ვუთხრათ საკუთარ თავს რომ უაზრო ხარჯვა სიკეთეს არ მოგვიტანს; დროა პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ფინანსურ ვალდებულებებს და იქნება ეს ინტერნეტ სესხი თუ ავტო სესხი დროულად, გადავადებების გარეშე მოვახერხოთ მათი დაფარვა; დროა მივხვდეთ რომ თანხის შენახვა და დაგროვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია საკუთრი ბიუჯეტის შედგენის დროს.

უმთავრესი გასათვალისწინებელი, საკვანძო საკითხებია:

● არ დახარჯო ხელფასი ბოლო თეთრამდე; არ აიღო დიდი რაოდენობით სესხი
● არ გაანიავოთ ფული სახლში მოსახმარ ტექნიკასა და სხვა ნივთებზე
● არ შეზღუდოთ საკუთარი თავი კონსერვატიული და ტრადიციული დაბანდებების წყაროებით როდესაც ფულის დაბანდებასა ან დაგროვებას გეგმავთ გრძელვადიანი პერიოდით.

საკუთრი ფინანსური ვალდებულებებისა და აქტივების დაბალანსების უნარის სწავლა, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდებისთვის, მნიშვნელოვანი საკითხია. ამ საკვანძო ფულადი შეცდომების დაშვება უფრო და უფრო ართულებს სიტუაციას. ეცადეთ თავი აარიდოთ ამ შეცდომებს რათა გაიუმჯობესოთ სამომავლო ფინანსური მდგომარეობა:

შეცდომა ნომერი 1. შემოსავლების ბოლო თეთრამდე დახარჯვა.

ფინანსური მიზნების მიღწევის საიდუმლო რაღაც მხრივ არსებობს და არ არსებობს, უცნობია და ამავდროულად ცნობილია ყველასთვის. ეს საიდუმლო არის ფულის შენახვა. თუმცა ვერ შეინახავ და დააგროვებ ფულს თუ კი მთლიან შემოსავალს თვის ბოლომდე ხარჯავ და რეალურად, თვიდან თვემდე ხელფასით საზრდოებ.

გამოიყენე საკუთარი ოცნებები და მიზნები იმისათვის რომ მიაღწიოთ იმას რაც თქვენს წარმოდგენაში თქვენს წინაშე დგას. მაგალითად, თუ კი მომავლისთვის გსურთ უძრავი ქონების შეძენა, თუ კი თქვენს გეგმებში არის ლამაზი სახლის შეძენა, ან უბრალოდ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ყიდვა, მაშინ ეს უნდა იყოს თქვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ფულსაც ამისთვის უნდა აგროვებდეთ. გამოიყენეთ ეს ოცნებები იმ მოტივაციად რომელიც გაიძულებთ რომ უარი თქვათ თქვენს ცუდ ჩვევებზე და შეაგროვოთ ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ სხვა ხერხები ფულის მიღებისთვის – იპოთეკური სესხი, ინტერნეტ სესხი, სხვა სამომხმარებლო სესხები, მაგრამ ეს არის რადიკალური ზომა და ჯობს თავიდან მისდიოთ ყველაზე ნაკლებხარჯიან მეთოდს.

როგორ დავზოგოთ ფული? ამისი მიღწევის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს და ისინი ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ მცირედ საკითხებში გვხვდება. მაგალითად, იმის მაგივრად რომ სამსახურში ლანჩზე გახვიდეთ და იყიდოთ საჭმელი გარეთ, ან დასხდეთ თანამშრომლებთან ერთად რაიმე სასაუზმეში იმის გამო რომ გაქვთ ფული, საკმაოდ დაუდევარი საქციელია. ყოველდღიურობის მასშტაბით, ასეთი საქციელით თქვენ ვერ მოაგროვებთ ფულს. ამის საწინააღმდეგოდ, თქვენ შეგიძლიათ სახლში გაიმზადოთ სენდვიჩი ან რაიმე მარტივად მისართმევი საკვები და წაიღოთ სამსახურში.

იმისათვის რომ იმოქმედოს ამ მეთოდმა თქვენ უნდა იცოდეთ რა რაოდენობის შემოსავალს იღებთ და რა რაოდენობის დანახარჯები გაქვთ მთლიანობაში. აუცილებლად უნდა იცოდეთ საიდან მოდის თქვენი ფული (თუ კი რამდენიმე წყარო გაქვთ, ჩაატარეთ ანალიზი თითოეული წყაროდან მიღებული შემოსავლებისა) და სად მიდის თქვენი ფული, რას ყიდულობთ ყველაზე ხშირად, რაში იხარჯება თქვენი ფულის უდიდესი ნაწილი და ა.შ.

შეცდომა ნომერი 2. დიდი რაოდენობით დანახარჯები სახლის მოვლაზე

ძალიან მარტივია დაუფიქრებლად და ინსტინქტურად დიდი რაონებობით თანხა დახარჯოთ სახლის მოვლის საშუალებებში, განსაკუთრებით თუ კი დიდ ქალაქში ცხოვრობთ. არსებობს ასეთი წესი რომელიც შემუშავებულია ამერიკელი ფინანსისტების მიერ, “ადამიანმა არ უნდა დახარჯოს საოჯახო საშუალებებზე თავისი შემოსავლის 30%-ზე მეტი”. ამ წესის გაძღოლა კარგი დასაწყისი იქნებოდა მათთვის ვინც ცდილობს დაიწყოს ფულის დაზოგვა, თუმცა ეს 30% მხოლოდ პირობითად არის მოცემული და შესაძლოა სულაც სხვა რაოდენობის თანხა იყოს მორგებული თქვენზე. საოჯახო ნივთებზე დანახარჯების რაოდენობა თქვენით უნდა განსაზღვროთ, ეს რიცხვი უნდა გამომდინარეობდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან.

*რეკლამა

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხს თუ როგორ სახლში ცხოვრობთ, ვისთან ერთად და ა.შ. თუ კი ცხოვრობთ კერძო ბინაში, ასეთ სახლებს უფრო დიდი მოვლა სჭირდება. კორპუსის ბინა ადვილი მისახედია და დიდი დანახარჯების გაწევაც არაა საჭირო, მისი გათბობაც უფრო მარტივია და შესაბამისად კომუნალური გადასახადებიც დაბალი რაოდენობით მოვა. თუ კი ბინა თქვენია, ამ შემთხვევაში გაგიმართლათ რომ ზედმეტად ქირის ფულის გადახდა არ გიწევთ, თუმცა ზოგიერთი ჩვენგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ეს კიდევ დამატებითი ხარჯია. ამის გადასაწყვეტად შესაძლოა ოთახის მეგობარი გაიჩინოთ, გაიყოთ ბინის ქირის დანახარჯები და ასე იცხოვროთ ერთად.

შეცდომა ნომერი 3. საკრედიტო ბარათითა და სასესხო ვალდებულებებით განუწყვეტლივ სარგებლობა.

ძალიან მარტივია უცბათ დააგროვო იმდენი სასესხო ვალდებულება და საკრედიტო დავალიანება რომ მთლიანობაში ვერ გაუმკლავდე მათ დაფარვას. დღევანდელი გამარტივებული პირობებით, სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი მივიღოთ სამომხმარებლო სესხი, ინტერნეტ სესხი, მიზნობრივი კრედიტი, საკრედიტო ბარათი და სხვა. ასეთივე მარტივია ამ ნასესხები ფულის გახარჯვა, თუმცა რთულია წლის ბოლოს ფულის დაბრუნება.

ათასობით გამოუვალი მდგომარეობა გვხვდება ცხოვრების განმავლობაში და ამიტომაც არსებობს სწრაფი ინტერნეტ სესხი. მისი მიზნობრიობა მდგომარეობს იმაში რომ იგი გვეხმარება გავუმკლავდეთ ისეთ სიტუაციებს რომლებსაც ფიზიკურად ვერ დავგეგმავდით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ინტერნეტ სესხი, სწრაფი ონლაინ სესხი, სამომხმარებლო კრედიტი და სხვა გამარტივებული სახის ფულადი ვალდებულება იმის გამო ავიღოთ რომ გართობა მოგვინდა, ქორწილში ვართ წასასვლელი, ლანჩზე თანამშრომლებთან ერთად გინდათ გასვლა ძვირიან კაფეში და ა.შ. ასეთ სიტუაციას როდესაც ერთჯერადი სახე აქვს პრობლემა მარტივად მოგვარებადია, თუმცა როდესაც ვალი ვალზე გროვდება და საკრედიტო ბარათზე ყოველთვიურად უფრო და უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი გერიცხებათ ხარჯად, მაშინ უკვე იმაზე მეტ ვალდებულებას დააგროვებთ რამდენი თანხაც ისესხეთ თავდაპირველად.

შეცდომა ნომერი 4. საპენსიო ფონდის უგულებელყოფა.

ალბათ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რასაც ქართველი ხალხი აკეთებს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. უცხოეთში გავრცელებულია საპენსიო ფონდები კერძო სახით, მოსახლეობა მხოლოდ სახელმწიფოს იმედზე ვერ გრძნობს თავს დაცულად და თვითონვე ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოხუცობაზე. მინდა გითხრათ რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს – საპენსიო ფონდის შექმნა.

საბედნიეროდ, საქართველოშიც ნელ-ნელა წამოვიდა ეს ტრადიცია და სხვადასხვა სადაზღვევო ან საბანკო დაწესებულებები უკვე გვთავაზობენ საპენსიო ფონდის შექმნას, მათ ვებ-გვერდებს აქვთ კალკულატორები რათა დაითვალოთ თქვენი ყოველთვიური შენატანი, საბოლოო სარგებელი და ა.შ.

მრავალი ჩვენგანი ფიქრობს რომ ჩვენი საპენსიო ასაკი ძალიან შორს არის, ჯერ ახალგაზრდები ვართ და დიდი დრო გვაქვს იმისათვის რომ შევაგროვოთ ფული ან დავიწყოთ საპენსიო ფონდში ფულის შეტანა. თუმცა, დრო ძალიან მალე გადის და დროა მოვეშვათ ამ შეცდომის ყოველ დღე დაშვებას და დავიწყოთ ჩვენს მომავალზე ფიქრი.

შეცდომა ნომერი 5. პირადი ბიუჯეტის შექმნის უგულებელყოფა.

ეს არის ისეთი შეცდომა, რომელსაც თქვენი საფულე არანაირად გაპატიებთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა დამოკიდებულია თქვენსავე არჩევანსა და ნაბიჯებზე. თქვენი სამომავლო კეთილდღეობაა დამოკიდებული თქვენს პირად ბიუჯეტზე.

აუცილებელია რომ ყოველ ფინანსურად აქტიურ პიროვნებას ესმოდეს პირადი ბიუჯეტის შექმნის მნიშვნელობა. პირადი ბიუჯეტი გეხმარებათ თქვენი ყოველთვიური შემოსავლებისა და დანახარჯების გაკონტროლებაში. თქვენით შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი ხარჯვითი სტატისტიკური მონაცემები, იწინასწარმეტყველოთ თქვენი სამომავლო ხარჯები და დაგეგმოთ თქვენი მომავალი. ფაქტიურად, ამ ბოლო პრობლემის გადაწყვეტა ზევით ჩამოთვლილ პრობლემებსაც წყვეტს. პირადი ბიუჯეტის წარმოების შემდეგ აღარ იქნება პრობლემა თქვენთვის იმის გაკონტროლება რომ შემოსავალი ბოლო თეთრამდე არ დახარჯოთ, საყოფაცხოვრებო დანახარჯები გააკონტროლოთ, ჭკვიანურად გამოიყენოთ ინტერნეტ სესხი და საბოლოოდ გაიხედოთ თქვენი მომავლისკენ და მასაც მიხედოთ.

რა თქმა უნდა ამ შეცდომებით არ შემოიფარგლება ჩვენი ფინანსური ცხოვრება, ეს არის უბრალოდ განზოგადებული შეხედულება. თითოეულ პრობლემას საგულდაგულოდ სჭირდება ჩაჯდომა და ყურადღების მიქცევა, ჩვენივე ბედნიერი ფინანსური მდგომარეობისთვის.