სასესხო ვალდებულებები ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც არასტაბილური ფინანსური გარემო გვაქვს და რთულია წინასწარ განსაზღვრო რა რაოდენობის თანხა შემოგრჩება თვის ბოლოს გართობისთვის, დღის ბოლოს რომ სახლში საჭმელი აიტანო, იმისათვის რომ მოულოდნელი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიო ახლობელს და სხვა. ამ მიზეზების გამო დიდი მოთხოვნა წარმოიშვა სასესხო ვალდებულებების მიმართ და საბანკო დაწესებულებები, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, სხვა ფინანსური კომპანიები გვთავაზობენ ასობით და ათასობით ფინანსურ მომსახურებას. ქართული ფინანსური ბაზარი დაიპყრო სამომხმარებლო სესხებმა, სწრაფი ონლაინ სესხი აქვს თითქმის ყოველ მეორე მაცხოვრებელს, ზოგიერთი სარგებლობს იპოთეკური სესხით, ზოგსაც ავტო სესხი აქვს და სხვა.

სესხით სარგებლობის მიზეზი მრავლად არის და განსხვავებულია პიროვნების მიზნებისა და ხასიათის მიხედვით, თუმცა მაინც გამოვყავით რამდენიმე ძირითადი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი იმისა თუ რატომ სარგებლობს მოსახლეობა ამ საბანკო-საფინანსო მომსახურებით. დავიწყოთ 6 ძირითადი მიზეზის განხილვით, ესენია:

საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება

საკმაოდ ლოგიკური პასუხია ეს და ბევრ ჩვენგანს ჰქონია ისეთი ბიზნეს იდეა რომელიც საჭიროებს დიდ თანხებს რომლებიც ჩვენ არ გაგვაჩნია. ამ დროს დამხმარედ გვერდით ყოველთვის ბანკი გვიდგება ხოლმე. გამომდინარე იქიდან რომ რთულია ვენჩურული დამფინანსებლები ან ბიზნეს ანგელოზები მოვძებნოთ, ყველაზე მარტივი გამოსავალია ჩვენი ბიზნეს იდეით მივმართოთ ბანკს და წარვუდგინოთ ჩვენი ბიზნეს გეგმა. რა თქმა უნდა დადებითი პასუხის მიღება არც თუ ისე მარტივია როდესაც საქმე ეხება დიდ თანხას და რისკიან ბაზარს, თუმცა ეს არის ერთ-ერთი მეთოდი იმისათვის რომ წამოვიწყოთ ჩვენი ბიზნესი.

საქართველოში გახშირდა ასეთი ტრადიცია, თუ კი საბანკო დაწესებულება არ გასცემს ბიზნეს სესხს, პიროვნება მიმართავს ონლაინ საშუალებებს და მას გვერდში უდგება სწრაფი ონლაინ სესხი. ეს არის რადიკალური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, თუმცა აზრი ამ ნაბიჯშიც დევს და ფაქტია რომ მოსახლეობა სარგებლობს ასეთი მომსახურებით.

ვალდებულებების კონსოლიდაცია

მათთვის ვისაც ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები და ელემენტარული საბანკო კურსები აქვს გავლილი, ვალდებულებების კონსოლიდაცია ჩვეულებრივი ტერმინია და სულაც არ წარმოადგენს სირთულეს, თუმცა არსებობს ხალხის კატეგორია რომელიც ვერ ერკვევა ამ მოვლენაში და დიდ სირთულედ მიაჩნიათ ამ მომსახურების სარგებლობით.
სინამდვილეში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ნაბიჯი რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა რომელსაც დიდი რაოდენობით სასესხო ვალდებულებები გააჩნია. ვალის კონსოლიდაციას იყენებენ მაშინ როდესაც რამდენიმე წვრილ-წვრილი ვალი აქვთ სხვადასხვა კომპანიასთან და ურთულდებათ მათი გადახდა, რაც დრო იწელება საპროცენტო განაკვეთიც იზრდება, რამდენიმე კომპანიასთან ერთდროულად თანამშრომლობა რთული ხდება და ა.შ. ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული ნაბიჯია ვალის კონსოლიდაცია – ერთი კონკრეტული დაწესებულებისგან დიდი ვალის აღება, რომელიც დაფარავს ამ პატარ-პატარა ვალდებულებებს. საბოლოო ჯამში პიროვნებას უწევს მხოლოდ ერთი დიდი ვალის დაფარვა ერთ კომპანიასთან. ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ იგებთ ფულს ან უფრო ნაკლებ ფინანსურ რესურსებს ხარჯავთ, ფული მაინც იმდენია გადასახდელი საბოლოოდ რაც თავიდან იყო. ეს გულისხმობს იმას რომ თქვენ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ფულად სახსრებზე.

სასწავლო დანახარჯების დაფარვა

უცხოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტური სესხები. რა თქმა უნდა, საქართველოშიც სთავაზობენ ბანკები ქართველ სტუდენტებს სესხს, თუმცა აქ იმდენად დიდი მოთხოვნა არ არის როგორიც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ყველაფერი იცვლება და ეს ტრადიციაც შეიცვლება, ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი სტუდენტი სარგებლობს სტუდენტური სესხით და ასეთი სახით ფარავენ ისინი თავიანთი სწავლის ფულს.

გარდა სწავლის გადასახადისა, სტუდენტური სესხი იმიჯნება ასევე სასწავლო მასალებთან დაკავშირებულ ხარჯებზეც. წიგნები, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა ყველაფერი რაც საჭიროა სწავლისათვის, შედის ამ სესხის აღების მიზნობრიობაში. თუმცა, როგორ იქნება დახარჯული ეს სესხი უკვე დამოკიდებულია თვითონ სესხის მიმღებ პირზე.

საცხოვრებლის ან ავტომობილის შეძენა

არანაკლებ მომრავლებულია იპოთეკური და ავტო სესხებით მოსარგებლე პიროვნებების რაოდენობა. გამომდინარე იქიდან რომ ბინის ყიდვა დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხასთან, რომლის შეგროვება რამდენიმე წელიწადშიც ძალიან რთულია და ერთიანად გადახდა ხომ სულ წარმოუდგენელი, ჩნდება აუცილებლობა იმისა რომ გაცემული იყოს იპოთეკური სესხი.

*რეკლამა

საქართველოში მომრავლდნენ სამშენებლო კომპანიები, გამომდინარე კერძო ქონებაზე დიდი მოთხოვნიდან. შესაბამისად, მომრავლდა იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა მოსახლების მხრიდან და საბანკო დაწესებულებებიც რა თქმა უნდა თავს არ იკავებენ ასეთი მომსახურების გაცემისგან. იპოთეკური სესხი როგორც წესი ყველაზე გრძელვადიანი სესხია და იწელება მაქსიმუმ 30 წლამდე ვადით, ეს არის დამოკიდებული უძრავი ქონების ტიპზე, ზომასა და მის ღირებულებაზე. იპოთეკური სესხის აღება ასევე შესაძლებელია ბინის აშენების მიზნით. მათთვის ვისაც კორპუსის ბინაში ცხოვრება არ სურს, მარტივია ააშენოს კერძო სახლი, ამ მიზნითაც გაიცემა იპოთეკური სესხები და უფრო მარტივი ხდება ყოველთვიურად იხადო მთლიანი თანხის პატარ-პატარა ნაწილი, ვიდრე ერთიანად გადაიხადო დიდი რაოდენობის ფინანსური რესურსები.

მსგავსი პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხი. საქართველოში ბევრი ავტო მოყვარული გვყავს. ბევრ ჩვენგანს სამსახური აქვს საცხოვრებლისგან შორს, შვილები დაჰყავს კერძო სკოლაში რომელიც მოშორებულია ქალაქის ცენტრისგან, ხშირად დადის ქალაქ-გარეთ მშობლების სანახავად და ა.შ. მანქანის ყოლის მიზეზს რა დალევს. შესაბამისად გახშირდა მანქანების ყიდვა-გაყიდვა საქართველოში და გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილსაც საკმაოდ სოლიდური თანხა ესაჭიროება, ასევე გახშირდა ავტო სესხების მოთხოვნა-გაცემაც.

კომუნალური გადასახადების გადახდა

ალბათ ბევრს გაუკვირდება თუ რატომ არის საჭირო სესხის აღება იმისათვის რისთვისაც ზოგადად ვმუშაობთ და ვიღებთ ყოველთვიურ ხელფასს, ან სულაც რა ტიპის სესხი გაიცემა ასეთი მიზნით? გაგვიმართლა რომ არსებობს სამომხმარებლო სესხები, რომლებიც ყველანაირი მიზნით გაიცემა და საკმაოდ მარტივი ასაღებია, ასეთებია : ტრადიციული საბანკო სამომხმარებლო სესხი, სწრაფი ონლაინ სესხი, მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სწრაფი სესხები და სხვა.

მიზეზი იმისა თუ რატომ შეიძლება დაგვჭირდეს სესხის აღება კომუნალური გადასახადების დასაფარად მდგომარეობს იმაში რომ ცხოვრებაში ათასობით გამოუვალი მდგომარეობა შეიძლება შეგვექმნას და არასოდეს იცი როდის გექნება საკმარისი ფინანსური სახსრები იმისათვის რომ მოერიო ამ სიტუაციებს. კომუნალური გადასახადები არა უბრალოდ საცხოვრებლად არის საჭირო, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია. წყალი, ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი, დასუფთავება და სხვა კომუნალური მომსახურება არა უბრალოდ კომფორტის საკითხი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია რომლების მიხედვაც ყოველთვიურად აუცილებელია. არსებობს შემთხვევები როდესაც კომუნალური გადასახადის გადახდა არ შეგიძლიათ თქვენი ხელფასით, სხვა უფრო დიდი რამ წარმოჩნდა რაშიც დახარჯავთ ხელფასს და კომუნალურ გადასახადებს მიხედვა სჭირდება. ამ შემთხვევებში არის ყველაზე კომფორტული სწრაფი ონლაინ სესხის აღება, ასეთი მიზეზებით იღებენ ძირითადად მომხმარებელი ასეთი ტიპის სესხებს, რათა მალევე დაფარონ თავიანთი ხარჯები და მალევე დააბრუნონ ნასესხები თანხაც.

გაუთვალისწინებელი დანახარჯებისა და სამედიცინო ხარჯების გასტუმრება

არასოდეს იცი როდის გადაგხდება ისეთი სიტუაცია რომლიდან გამოსვლაც წარმოუდგენლად რთულია ან საჭიროებს დიდი რაოდენობით თანხას რომელიც იმ მომენტისთვის არ გაქვს. ყველა ადამიანის ცხოვრებაში იქმნება ისეთი სიტუაცია როდესაც იმაზე მეტი თანხის გადახდა გიწევს რაც გაქვს ან რასაც ყოველთვიური შემოსავალი გაძლევს.

ცხოვრება არასტაბილურია და ისეთ სიტუაციებში ამოგვაყოფინებს ხოლმე თავს რომ გვასურვებინებს მილიონერობას. ხდება ისე რომ ჩვენ ან ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან უბრალოდ ახლობლებს ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება რაც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ფინანსურ ხარჯებთან. ხდება ისე რომ შენი ყოველთვიური ხელფასი არ ჰყოფნის იმ მედიკამენტებს და სამედიცინო პრეპარატებს რაც გესაჭიროება იმისათვის რომ გამოჯანმრთელდე.

ასეთი სიტუაციებისთვის არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხი. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დიდი პოპულარობით სარგებლობს სამომხმარებლო და სწრაფი ონლაინ სესხი. განსაკუთრებით მაშინ არის გამოსადეგი თუ კი ეს სიტუაცია არ არის ქრონიკული და განმეორების შანსი საკმაოდ დაბალია. ყველას ყოველთვის არ აქვს ფული შემონახული შავი დღისთვის, ხდება ისეც რომ ახლო-მახლოს დამხმარეც კი არ ჰყავს რომ ცოტათი მიეშველოს ფინანსურად, სწორედ ასეთი შემთხვევები მოითხოვს სასესხო ვალდებულების აღებას და სწორედ ამიტომაც არის დიდი მოთხოვნილება ამ მომსახურებაზე.

საბოლოოდ, სესხის აღებას შესაძლოა ბევრი მიზეზი ჰქონდეს და ეს მიზეზი დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე.