ონლაინ სესხები TOP 5

კომპანიამიღებისდროსუპროცენტოპირველად სესხიპირველი სესხის მაქსიმუმისესხის ვადააიღე სესხი
15 წუთში 50-250 ლარი650 ლარი
*94.3%
1-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 30 - 500 ლარი900 ლარი
*100%
5-730 დღეაიღე სესხი
15 წუთში 50 - 500 ლარი1000 ლარი
*100%
5-30 დღეაიღე სესხი
15 წუთში 100-1000 ლარი1000 ლარი
*99.95%
1-12 თვემდეაიღე სესხი
15 წუთში 500-3000 ლარი3000 ლარი
*95.13%
3-24 თვემდეაიღე სესხი

* წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი


ყველა ონლაინ სესხები

რას წარმოადგენს სწრაფი სესხი?

საქართველოში, სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ეგრეთ წოდებული სწრაფი ონლაინ სესხი. ბუნებრივია, თუ თქვენ არასოდეს გისარგებლიათ მსგავსი სერვისით გაგიჩნდეთ (გაგიჩნდებათ) კითხვა, რას ნიშნავს სწრაფი სესხი? რა განასხვავებს მას სხვა ტიპის სესხებისგან?

სწრაფ სესხებს უმეტეს შემთხვევაში არასაბანკო ორგანიზაციები გვთავაზობენ. თუმცა, დღეისათვის ბანკებმაც დაიწყეს მომხმარებლისათვის მსგავსი ტიპის მომსახურების შეთავაზება. სწრაფი სესხის უპირატესობას, მისი მოქნილობა წარმოადგენს. ამ გზით თანხის მისაღებად, თქვენ არ გჭირდებათ საბუთების შეგროვება, წარდგენა გამსესხებლისათვის, ლოდინი რამოდენიმე დღის განმავლობაში და ბევრი სხვა დამატებითი ფაქტორი, რაც აუცილებლად დაგჭირდებოდათ ბანკში, მაგალითად სამომხმარებლო სესხის მისაღებად.

რა უპირატესობები აქვს სწრაფ სესხს?

სწრაფი სესხის ყველაზე დიდ უპირატესობად მისი სივრცეში მოქნილობა უნდა ჩაითვალოს. ფულის მისაღებად თქვენ არასოდეს დაგჭირდებათ რიგში დგომა, ან სადმე გამგზავრება. შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით, ონლაინში გააკეთოთ განაცხადი სესხზე, ამავე გზით ან ტელეფონზე მიიღოთ პასუხი და თანხაც თქვენ საბანკო ანგარიშზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაგერიცხებათ.

საკმაოდ დიდია იმ უპირატესობების სია, რომელიც ზემოთთქმულს შეგვიძლია დავუმატოთ. ამ ეტაპზე უმჯობესია ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილოთ ყურადღება: სწრაფი სესხისთვის თქვენ არ გჭირდებათ არანაირი გარანტიების მოძიება და წარდგენა კომპანიისთვის; არც ცნობა სამუშაო ადგილიდან; არ დაგჭირდებათ არც თავდები პირი, ან ნივთი სესხის უზრუნველსაყოფად; რაც ყველაზე მთავარია, არ გჭირდებათ საკრედიტო ოფიცერთან მრავალსაათიან (მრავალ საათიან) რიგში დგომა და რამოდენიმე დღიანი მოლოდინი პასუხის მისაღებად.

ზოგ თქვენგანს გაუჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება ეს ყველაფერი უპირატესობად ჩაითვალოს, თუმცა პასუხი მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხის გამცემი კომპანიებიც გვთხოვენ ინფორმაციას ჩვენი შემოსავლის შესახებ, განსხვავებით საბანკო სექტორისგან, მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნული თანხა თქვენ ბანკში გერიცხებათ, თუ რაიმე სხვა მეთოდით ხდება თქვენთან დამსაქმებლისგან ანგარიშსწორება. საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელიც მუშაობს კერძო სექტორში, მაგალითად: ძიძად, მუშად, დამხმარედ ოჯახში და ასე შემდეგ და ანაზღაურება არ ერიცხებათ რომელიმე ბანკში. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ საბანკო სახელფასო ამონაწერის წარდგენა, რასაც უმეტეს შემთხვევაში ითხოვს ყველა ბანკი ნებისმიერი ტიპის სესხის გაცემისათვის.

მართალია საბანკო სექტორმაც დაიწყო სწრაფი მიკრო სესხების გაცემა და ისინი ცდილობენ დაემსგავსონ ონლაინს სესხის (ონლაინ სესხის) გამცემ კომპანიებს მინიმალური მოთხოვნებით, თუმცა მოსახლეობის უმეტესობისთვის მაინც გაცილებით უფრო კომფორტულად სწრაფი ონლაინ სესხები რჩება.

რა ტიპის სწრაფი სესხები არსებობს?

ბევრი ვისაუბრეთ სწრაფი სესხის პლუსებზე, თუმცა გამოგვრჩა აგვეღნიშნა რას წარმოადგენს ის და რა ტიპის სწრაფი სესხები არსებობს ქართულ ბაზარზე.

მარტივად რომ ავხსნათ, სწრაფი სესხი წარმოადგენს მცირე, მიკრო სამომხმარებლო სესხის ტიპს. მისი საკრედიტო ლიმიტი უმეტეს შემთხვევაში არ აღემატება 1000 ლარს, თუმცა გვხვდება ისეთი კომპანიებიც, რომლებიც 2000 ლარამდე სესხსაც თავაზობენ (სთავაზობენ) მომხმარებელს. პირველი სესხის რაოდენობა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ აღემატება 300 ლარს. აქ კი ონლაინ სესხის საბანკო სესხთან უპირატესობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ნიშანი უნდა აღვნიშნოთ. კომპანიების უდიდესი ნაწილი, პირველ სესხს მომხმარებელს ყველანაირი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის გარეშე თავაზობენ (სთავაზობენ) ერთი თვის ვადით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ მოულოდნელად დაგჭირდათ თანხა და ეს თქვენთვის პირველი სესხია აღნიშნულ კომპანიაში, 30 დღის ვადაში საშუალება გაქვთ დააბრუნოთ ზუსტად ის თანხა რასაც ისესხებთ და არცერთი თეთრით მეტი.

რათქმაუნდა, მოკლევადიან სესხებთან ერთად არსებობს ისეთი კომპანიებიც, რომლებიც გრძელვადიან სესხს თავაზობენ (სთავაზობენ) მომხმარებელს. თუმცა, ასეთი კომპანიების რიცხვი არცთუ ისე ბევრია და ასეთი ტიპის სესხის მისაღებად მოთხოვნები ცოტათი განსხვავდება მოკლევადიანი სწრაფი სესხის მიღებისთვის საჭირო მოთხოვნებისა და პროცედურებისგან.

რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სწრაფი სესხი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ონლაინ სესხის უპირატესობას და პოპულარობას მისი სწრაფად მიღების საშუალება განაპირობებს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის სესხებისთვის განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი მცირეა, საქართველოში მისი მომხმარებლების რიცხვი სულ უფრო მატულობს. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რისთვის შეიძლება ასეთი მცირე თანხის გამოყენება? პასუხი კი ამ კითხვაზე არც თუ ისე რთულია. თუ თქვენ მოულოდნელად წარმოგექმნებათ რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოება, მაგალითად დამატებითი გადასახადი, მეგობრის წინასწარ დაუგეგმავი ქორწილი ან დაბადების დღე, რაიმე ვიზიტი, ან გაგიფუჭდებათ ავტომობილი, თქვენ ამისთვის დაგჭირდებათ თვის დასაწყისში გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა.

როგორ მოვიქცეთ, თუ ხელფასამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე დღე დაგვრჩა, საფულეში თანხაც არასაკმარისია და ზემოთხსენებული ხარჯი კი გარდაუვალი? სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის მიზანშეწონილი სწრაფი სესხით სარგებლობა. რათქმაუნდა (რა თქმა უნდა) არსებობს ისეთი ალტერნატიული გზა, როგორიც ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის თანხის დროებით თხოვნაა, თუმცა ხშირად არის ისეთი სიტუაცია, რომ არ გვსურს მათ შევუქმნათ რაიმე უხერხულობა, ან სულაც გავაგებინოთ, რომ კონკრეტული მიზეზისთვის დამატებითი სახსრები გვესაჭიროება. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩვენ (ჩვენს) მიერ აღებულმა ვალდებულებამ არ უნდა გადააჭარბოს გონოვრულ (გონივრულ) ზღვარს, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი ფინანსური პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ.

როგორ მივიღოთ სწრაფი სესხი და რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ?

სწრაფი სესხის მიღება მართლაც, რომ ძალიან მარტივია. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ინტერნეტი, ელექტორნული ფოსტა და საბანკო ანგარიში. ასევე, გასათვალისწინებელია ასაკობრივი ზღვარი, რომელიც თითქმის ყველა კომპანიის შემთხვევაში 18-დან 60 წლამდე განისაზღვრება. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ თქვენ ყველა ზემოთჩამოთვლილი (ზემოთ ჩამოთვლილი) ტექნიკური საშუალება მოგეპოვებათ და ამასთანავე ხართ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ნაბიჯზე და მიყვეთ განაცხადის გაკეთების ინსტრუქციას. იმ შემთხვევაში, კი თუ თქვენ რომელიმე ზემთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებთ, სამწუხაროდ შესაძლოა ვერ შეძლოთ ვერანაირი სესხის მიღება. თუმცა, ყველაფერი სწრაფი სესხის გამცემ კომპანიაზე და მის პრიორიტეტზეა (პრიორიტეტებზეა) საბოლოოდ დამოკიდებული.

მომდევნო ნაბიჯი, თქვენთვის ყველაზე მისაღები და ხელსაყრელი კომპანიის შერჩევაა. თუ თქვენ უკვე ზუსტად იცით ვის მიმართოთ და რათქმაუნდა თანხის ოდენობაც შერჩეული გაქვთ, ისღა დაგრჩენიათ, რომ მიყვეთ სესხის უმარტივესი ონლაინ განაცხადის შევსებას.

განაცხადიდან სესხის მიღებამდე, პროცესი კი ასე გამოიყურება:

  • პირველი ეტაპი – თუ ეს პირველი სესხია თქვენთვის, აუცილებლად დაგჭირდებათ მარტივი რეგისტრაციის გავლა. სარეგისტრაციო ფორმის პირველ ნაწილში უნდა მიუთითოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც, როგორც კომპანიები გვეუბნებიან კანონის შესაბამისად იქნება და არის დაცული. ეს მოიცავს ინფორმაციას თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან, საცხოვრებელ მისამართს, ტელეფონის ნომერს, სქესს, ინფორმაციას ყოველთვიური შემოსავალის შესახებ, სამუშაო ადგილს, ელექტრონულ ფოსტას და რათქმაუნდა პაროლს, რომელსაც მომავალში გამოიყენებთ აღნიშნულ ვებ-გვერდზე შესვლისათვის.
  • მეორე ეტაპი – ახლა თქვენ უნდა დაადასტუროთ აპლიკაცია. ეს გულისმოხბს საწყის ეტაპზე მითითებული მოთხოვნილი თანხის და მისი დაბრუნებისათვის მოთხოვნილი ვადის დადასტურებას.
  • ბოლო, მესამე ეტაპი – აქ თქვენ უნდა გაიაროთ იდენტიფიკაცია. ეს არის პროცესი, როდესაც ხდება თქვენი პირადი საბანკო ანგარიშის დადასტურება. ამისათვის თქვენ კომპანიების უმეტესობა გთავაზობთ მათ ანგარიშზე სიმბოლური თანხის, 0,01 თეთრის გადარიცხვას. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თანხის გადარიცხვა უნდა მოხდეს თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ დაგიმტკიცდებათ.

ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, თუ კომპანია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას თქვენთვის სესხის გაცემის შესახებ, მაქსიმუმ 15 წუთში თქვენ მიღებთ მოთხოვნილ თანხას მითითებულ პირად საბანკო ანგარიშზე.

ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად დეტალურად მოგვეწოდებინა ინფორმაცია ყველა იმ პროცედურის შესახებ, რომლის გავლაც გარდაუვალი და აუცილებელია თუ თქვენ გადაწყვიტეთ სწრაფი, ონლაინ სესხით სარგებლობა. ეს შეიძლება ხანგრძლივ პროცესად მოგეჩვენოთ, თუმცა დაგვერწმუნეთ, ამ ყველაფრისთვის თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ 10-15 წუთი და ამ დროს დაემატება კომპანიისთვის სესხის მოთხოვნის განსახილველად საჭირო რამოდენიმე წუთი. საერთო ჯამში თუ თქვენ პირველად სარგებლობთ ონლაინ სესხით, მოლოდინის დრო 30 წუთიდან 1 საათამდე შეიძლება განისაზღვროს, ხოლო თუ ეს მეორე ან მომდევნო სესხია, ასეთ შემთხვევაში ეს დრო მინიმუმამდე არის შემცირებული და შეიძლება 5 წუთზე მეტიც კი არ დაგჭირდეთ თანხის მისაღებად.