კომპანიის შესახებ

„სისი ლოუნი“ სწრაფი ონლაინ სესხის გამცემი კომპანიაა. კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის და მაქსიმალური კომფორტის შექმნა. იგი დაარსდა 2014 წელს კომპანია “Continental City Credit”-ის მიერ, რომელიც ფინანსურ ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს. 2016 წელს „სისი ლოუნმა“ მოღვაწეობა უკრაინულ ბაზარზე დაიწყო. „სისი ლოუნი“ -ს მთავარი ოფისი კოსტავას 63 ნომერში მდებარეობს, თბილისი, საქართველო. კომპანიას ასობით თანამშრომელი ჰყავს.
„სისი ლოუნი“ საერთაშორისო ფინანსური კომპანიაა, რომელიც მიკროსაფინანსო სფეროში თანამედროვე და მარტივ ონლაინ მომსახურებას გვთავაზობს. იგი გვთავაზობს რამოდენიმე წუთში სესხების შესაძლებლბას და საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, მიუხედავად თქვენი ადგილმდებარეობისა. კომპანიის მიზანია შესთავაზოს მომხმარებელს მაღალი ხარისხი და ხელსაყრელი პირობები, ამავდროულად სესხების პროცესის გამარტივებით და დაჩქარებით.

პროდუქტები

„სისი ლოუნი“ გვთავაზობს ასეულებიდან რამოდენიმე ათასამდე სესხებს, ჩვეულებრივ ერთი თვის დაფარვის ვადით. საჭიროა მხოლოდ საბანკო ანგარიში ან ბარათი, ინტერნეტთან წვდომა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მობილურის ნომერი.
„სისი ლოუნი“-ის მომსახურების სტანდარტები საკმაოდ მაღალია, ხოლო ინფორმაცია საიმედოდ დაცული – საიტი შიფრავს კლიენტის პირად ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ინფორმაციების უსაფრთხოების წესებს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ კრედიტორის ვებგვერდზე ასახულ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირი ვერასდროს გაიგებს, რა თქმა უნდა თქვენი ნებართვის გარეშე.
სესხის აღებისთვის საჭიროა კომპანიის ვებგვერდზე დარეგისტრირება, აპლიკაციის ცარიელი გრაფების შევსება, ხელშეკრულების პირობებზე და პირადი ინფორმაციის დადასტურება.
სპეციალური კალკულატორის დახმარებით თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ სესხის გამოთვლა, სასურველი თანხის ოდენობის და დაფარვის ვადის არჩევის შემდეგ აპლიკაციის გაგზავნა. თქვენს განაცხადს „სისი ლოუნი“ 10 წუთში დაამუშავებს. დასტურის მიღების შემთხვევაში, თანხა მალევე დაგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.
თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებთ სესხზის დაფარვას, ასევე შესაძლებელია სესხის გადავადება 5, 10, 15, 20, 25 ან 30 დღით. საკრედიტო ისტორიის გაფუჭების და საჯარიმო გადასახადების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია სესხის გადავადება.
კომპანია იძლევა გარანტიას, რომ ინფორმაცია სესხის შესახებ გამჭირვალეა და დაკრედიტების ხელშეკრულებაში ნათლადაა ნაჩვენები. კრედიტორის ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ ყველა მსესხებელს საკუთარი პროფილი ექნება, სადაც შეძლებს სესხის სტატუსის შემოწმებას. თუ მსესხებელმა სესხის დაფარვა აღნიშნულ ვადამდე მოახერხა, მან უნდა დაფაროს სესხის ძირი და გამოყენებული დღეების პროცენტები, ყველანაირი წლიური საკომისიოს გადახდის გარეშე.
საპროცენტო განაკვეთებზე საუბრისას უნდა ავღნიშნოთ, რომ როდესაც კლიენტი პირველად სესხულობს, წლიური საპროცენტო განაკვეთი, ანუ წსგ უდრის 240,12%-ს. პასუხისმგებლობის იგნორირების და ვადაგადაცილების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი წელიწადში 3%-ით იზრდება. ხოლო, თუ მსესხებელი რეგულარულად აგვიანებს გადასახადებს, მისი პირადი ინფორმაცია “შავ სიაში” აღმოჩნდება, რაც უარყოფითად აისახება მომავალში სესხების შესაძლებლობაზე, იქნება ეს საბანკო, თუ არასაბანკო კრედიტორი. მსესხებელი ასევე შეიძლება პრობლემური სესხის ოფიცრის წინაშე აღმოჩნდეს ან, უარეს შემთხვევაში, სასამართლოში.

*რეკლამა

საკონტაქტო ინფორმაცია

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „სისი ლოუნი“-ს ვებგვერდს www.ccloan.ge. კომპანიას ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ +38 (044) 222-77-33 ნომერზე ან მიწეროთ ელ. წერილი შემდეგ მისამართზე info@ccloan.com.ua. კომპანიის მისამართია კლოვსკიი დაღმართი 7ა, კიევი, უკრაინა, 01021.

აიღე სესხი