დღევანდელ საზოგადოებაში ჩვენ ვიყენებთ სესხის სხვადასხვა სახის ვარიანტებს, რომელიც განკუთვნილია მცირე ან დიდი ხარჯებისთვის, როგორიც მაგალითად უძრავი ქონებაა. მოკლევადიანი ონლაინ სესხის და საკრედიტო ბარათის შემთხვევაში კრედიტორები ამოწმებენ თქვენს პოტენციურ მსესხებლის საკრედიტო ისტორიას, მის გადახდისუნარიანობას და ასევე შემოსავლის ოდენობას. როგორც წესი, ეს სტატისტიკა საკმარისია სრული სურათის შესაქმნელად და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, დამტკიცდება, თუ არა ეს სესხი. ხოლო თუ თქვენ გრძელვადიანი სესხი გჭირდებათ, როგორიცაა სტუდენტური ან იპოთეკური სესხი, მაშინ კრედიტორი მოითხოვს გირაოს ან თავდებს. ეს კეთდება იმიტომ, რომ კრედიტორი შიშობს შეძლებთ თუ არა ამ ვალის დაფარვას და გარანტორი ან გირაო იქნება, რომელიც დააზღვევს და შეამცირებს კრედიტორის რისკებს. როგროც წესი, კონცეფცია გირაო ნათლად გასაგებია, ხოლო გარანტორი არც ისე გავრცელებული ტერმინია და ზუსტად ამიტომ ამ სტატიაში შევეცდებით აგიხსნათ, თუ რას ნიშნავს ზუსტად სიტყვა გარანტორი?!

გარანტორი ეს კერძო პირია ან კომპანია, რომელსაც შეუძლია თავდებად დაგიდგეთ 3 გზით, თქვენსა, კრედიტორსა და გარანტორს შორის. ამ გარიგების მეშვეობით, გაკოტრების შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებთ ვალის დაფარვას, ეს პიროვნება ვალდებულია ჩაირიოს და გააგრძელოს თქვენი სესხის გადახდა. გარანტორი, როგორც წესი, სანდო მეგობარია, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, რომელსაც საკმარისი რესურსები გააჩნია და კრედიტორის მიერ შეთანხმებას დაადასტურებს. რა თქმა უნდა, მანამდე, სანამ თქვენ ყოველთვიურად იხდით ვალს, გარანტორს არაფერი საერთო არა აქვს თქვენს ვალთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეაჩერეთ ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის გადახდა, საბანკო ან არასაბანკო კრედიტორი მიმართავს ამ ადამიანს, რომ მან გააგრძელოს თქვენი ვალის გადახდა იქიდან, საიდანაც შეწყვიტეთ.

*რეკლამა

ხშირ შემთხვევაში, როდესაც გარანტორის საჭიროება არსებობს, კრედიტორებმა ძალიან კარგად იციან, თუ რამდენად მაღალია მსესხებლის გადაუხდელობის საფრთხე და სწორედ ამიტომ, ითხოვენ გარანტორს მათი ფულის დაზღვევისთვის. არავინ მოგთხოვთ გარანტორს, თუ მცირე სესხის გამოტანა გსურთ, ხოლო თუ რიცხვი 5000 ლარს აღემატება და დაფარვის ვადა წლებისა ან ათწლეულებით გააგრძელეთ, მაშინ, სავარაუდოდ შესაძლოა დაგჭირდებათ გარანტორი. გარანტორის თვალსაზრისით ეს არც თუ ისე სასურველი ფინანსური ოპერაციაა, რადგან თქვენს მეგობარს მოუწევს პირადი სახსრებით თქვენი ვალის დაფარვა, ხოლო ფულის და ურთიერთობის გაერთიანებას შესაძლოა ცუდი შედეგი მოჰყვეს. რა თქმა უნდა, ხელშეკლურებაში ასევე იქნება პუნქტი, სადაც გარანტორს არა მხოლოდ სესხი, არამედ უძრავი ქონებაც გადავა მასთან, რისთვისაც ეს სესხი გამოტანილია. ხოლო, თუ გარანტორი სტუდენტური სესხისთვისაა საჭირო, მაშინ ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს და მსესხებლის ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ის უბრალოდ ფულს დაკარგავს.

იმედია, ეს შესავალი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ორჯერ დაფიქრდეთ გადაწყვეტილების მიღებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მსესხებელი ფარავს დავალიანებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მეგობრის გაკოტრების შემთხვევაში იძულებული იქნებით ყოველთვიურად მისი ვალი დაფაროთ.