საკრედიტო ბარათები და ონლაინ სესხები ძირითადი მოკლევადიანი სესხების ვარიანტია იმ ხალხისთვის, ვისაც არა აქვს საკმარისი ფული და ფულის სესხება სჭირდებათ ხელფასის მიიღებამდე. ათწლეულებია საკრედიტო ბარათები არსებობს და ასეთ ქვეყნებში გაჭირვებული ადამიანი სესხს იყენებს თითქმის ყველაფრისთვის, დაწყებული ყოველდღიური საყიდლებიდან, დამთავრებული კომუნალური გადასახდებითა და გართობით. მაგრამ იქ, სადაც საკრედიტო ბარათები არც ისე პოპულარულია, მოკლევადიანი სესხების კრედიტორებმა დიდი პოპულარობის მოსაპოვებლად გააფართოვეს თავიანთი ბიზნესი. ხალხი ონლაინ სესხებს იყენებს ისევე, როგორც საკრედიტო ბარათებს, მათ გამოაქვთ ფული საბანკო ანგარიშებიდან ონლაინ და ოფლაინ საყიდლებისთვის. მაგრამ ამ სესხებს შორის არსებობს, ასევე რამდენიმე კონკრეტული გასხვავება და ზოგიერთ შემთხვევაში ერთი მეორეზე ხელსაყრელია.

*რეკლამა

საკრედიტო ბარათები

საკრედიტო ბარათებს პირველად გავეცანით 1900 წლის შუა რიცხვებში და ეს მდიდარი ხალხისთვის კარგი შესაძლებლობა იყო მათი ბანკში შენახული ფულის ჭკუით გამოყენებისთვის. საკრედიტო ბარათები წლების განმავლობაში უფრო და უფრო პოპულარული და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკრედიტო ბარათების ინდუსტრიის ღირებულება 5 ტრილიონ დოლარს აღემატება და ეს რიცხვი მერყეობს შიდა სავალუტო პროდუქტის გათვალისწინებით, რომელიც 100 ტრილიონი დოლარი ღირს.
საკრედიტო ბარათის მისაღებად უნდა მიხვიდეთ ბანკში და დაელოდოთ სანამ ბანკის თანამშრომელი დაამტკიცებს თქვენს სესხს. ამას, სავარაუდოდ გარკვეული მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება ასე რომ, თუ თქვენ სესხი სწრაფად გჭირდებათ და არ გაგაჩნიათ საკრედიტო ბარათი, მაშინ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. როდესაც საკრედიტო ბარათს დაკიმტკიცებენ, თქვენ მოგიწევთ ყოველთვიურად სესხის პროცენტებისა და ბარათის საფასურის გადახდა. როგორც წესი, საკრედიტო ბარათებს ფულის რაოდენობის წინასწარ განსაზღვრული ლიმიტი აქვთ და ამ ლიმიტის ფარგლებში იმდენი თანხის დახარჯვა შეგიძლიათ, რამდენსაც მოისურვებთ. მაგრამ ბარათების უმეტესობა ფულადი ბანკომატით სარგებლობისას 1% – 3%-მდე ფულს იღებს და ეს შეიძლება ცოტა ძვირი ღირდეს. საკრედიტო ბარათები, ჩვეულებრივ იმ ხალხისთვისაა გამოგონილი, ვინც წლის განმავლობაში არაერთხელ სარგებლობს ამ მომსახურეობით და თუ გაწყობთ ეს პირობები, საკრედიტო ბარათი, შესაძლოა თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იყოს.

ონლაინ სესხები

ონლაინ მოკლევადიანი სესხები სესხების ინდუსტრიის ახალი ვარიანტია და როგორც წესი, არასაბანკო კრედიტორების საიტიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის განმავლობაში შეგიძლიათ მათი გამოტანა. როგორც წესი, ამ ონლაინ სესხებს საკრედიტო ბარათებზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს და სესხებს იძლევიან იმათაც, ვისაც ცუდი საკრედიტო ისტორია აქვს, რადგან ამ კრედიტორებს არავინ აკონტროლებს. ონლაინ სესხები მოკლევადიანი ხარჯებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც საგანგებო სიტუაციებსა და მოულოდნელ ხარჯებს მოიცავს, მაგრამ ის უნდა დაიფაროს 30 დღიდან 3 თვის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია კრედიტორებისა და მათი დაფარვის ვადის პირობებით. როცა ფული თქვენს საბანკო ანგარიშზე გაქვთ, შეგიძლიათ მოიხმაროთ ისე, როგორც გსურთ და არა აქვს მნიშვნელობა თუ როგორ გამოიტანთ ნაღდი ფულით თუ ონლაინ გადახდებზე დახარჯავთ, რადგან არ მოგიწევთ არანაირი დამატებითი პროცენტისა ან ჯარიმის გადახდა. ეს სესხები, როგორც წესი, ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ მათი საუკეთესო თვისება სისწრაფეა, სულ რაღაც 10 – 15 წუთამდე დროა საჭირო და ეს ფული თქვენს ჯიბეში აღმოჩნდება.
იმედია, ეს შესავალი საკრედიტო ბარათებისა და ონლაინ სესხების შესახებ ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით და გეცოდინაბთ, თუ როდის ისარგებლოთ ან რომელი აირჩიოთ.