დღევანდელ საზოგადოებაში, თითქმის ყველა ქვეყანაში, სტუდენტები ითვლებიან ფინანსურად ყველაზე შეუძლო ფენად. ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონდე პირები საქართველოშიც კი სტუდენტები არიან. სტატისტიკურად დამტკიცებულია რომ ქვეყნების უმეტესობაში უმუშევრობის დონის უდიდესი პროცენტი მოდის ახალგაზრდებზე ასაკიდან 18-29 წლამდე. ეს არის ადრეული ახალგაზრდობის ასაკი, რომლის განმავლობაშიც ადამიანი ყველაზე პროდუქტიული, ენერგიით სავსე და მეტი ინფორმაციის შემსწავლელია, ეს არის ის ასაკი, რომლის განმავლობაშიც ადამიანი გადის სტუდენტურ ცხოვრებას და ფაქტიურად 4-დან 6 წლამდე დროს უთმობს განათლების მიღებას იმისათვის რომ შემდგომ ეს თეორიული ცდონა გამოიყენოს პრაქტიკული სამუშაოს შესრულებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ასაკის ხალხი სამწუხაროდ ვერ ახერხებს სრულ განაკვეთიანი და სრულ ხელფასიანი სამუშაოს მიღებას, ზოგიერთი მათგან ვერ ასწრებს სწავლას, ვერ ახერხებენ უნივერსიტეტსა და სამსახურში ერთდროულად სიარულს და უწევთ კომპრომისის გაკეთება: სწავლა თუ მუშაობა? უდიდესი შეკითხვა, რომელსაც პასუხს ხშირად ვერცერთი სტუდენტი ვერ სცემს. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდები ვერ იძენენ ვერანაირ სამუშაო გამოცდილებას და სწავლის დასრულების შემეგ რთული ხდება მათი დასაქმება.

სტუდენტები დიდ პარადოქსულ სიტუაციაში ვარდებიან. ვერ იმუშავებ თუ არ ისწავლი და არ მიიღებ შესაბამის განათლებას; ვერ იმუშავებ თუ მანამდე ვერ მიიღე შესაბამისი სამუშაო გამოცდილება; ვერ ისწავლი თუ კი მთელ დროს მუშაობას დაუთმობ; ვერ იცხოვრებ თუ კი არ იმუშავებ. რეალურად გამოსავალის პოვნა ასეთ სიტუაციაში არის ძალიან რთული, თუმცა ზოგიერთი სტუდენტი ახერხებს და მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ვარიანტი დამატებითი თანხის მიღებისა ისე რომ სწავლას ხელი არ შეეშალოს.

დისტანციური სამუშაო

დისტანციური ტიპის სამსახურებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ბოლო პერიოდში. მათთვის ვისაც აქვს ტექნიკური მოწყობილობა (სმარტფონი, კომპიუტერი, ლეპტოპი ან პლანშეტი) და ეს მოწყობილობა დაკავშირებულია ინტერნეტთან, ძალიან გამარტივდა სამსახურის შოვნა სახლიდან გაუსვლელად. ბევრი დაკავებული პიროვნება, არამხოლოდ სტუდენტები, მიმართავენ ასეთ ხერხს: ისინი რეგისტრირდებიან შესაბამის დისტანციური სამუშაოს პლატფორმაზე და ეძებენ სამსახურს თავიანთი სამომავლო პროფესიისთვის, თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად, ან უბრალოდ იმას რასაც ფიქრობენ რომ შეასრულებენ და თვლიან რომ ღირს ამ საქმეზე მუშაობა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ასეთი დასაქმებისა არის დისტანციური პირადი ასისტენტობა, სხვანაირად ვირტუალური ასისტენტობა. ასეთ საქმეში ძირითადად შედის ადმინისტრაციული თანაშემწეობის გაწევა ხელმძღვანელისათვის, იქნება ეს იურიდიული პირი თუ ფიზიკური, ინდივიდუალური მეწარმე, არ აქვს მნიშვნელობა, თუ კი თქვენი უნარები ემთხვევა მათ მოთხოვნებს საკმაოდ დიდი შანსი გაქვთ მათთან დასაქმების. ხშირ შემთხვევაში ასეთ პროფესიაზე დამსაქმებლები არ ითხოვენ 8 საათიან სრულ სამუშაო გრაფიკში ჩართვას, ასეთი საქმის შესრულება 4 საათშიც შეიძლება და თანაც სახლიდან გაუსვლელად. იმ შემთხვევაში, თუ კი მაინც გჭირდებათ სახლიდან გასვლა, სმარტფონი ან პორტატული ტექნიკური მოწყობილობა (მაგალითად პლანშეტი, ნოუთბუქი) თან გექნებათ და სამუშაოს შეასრულებთ ამით.

მათთვის ვისაც არ სურს იყოს დასაქმებული სხვასთან, შესაძლებელია დისტანციური სამუშაოს განსხვავებული ვარიანტის მოძებნა. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა გადადებს თავისი დროის რაღაც ნაწილს და ფულის სანაცვლოდ წერს შეფასებებს სხვადასხვა პროდუქტებზე, ვიდეო თამაშებზე, ფილმებსა და სატელეფონო აპლიკაციებზე. საკმაოდ გახშირდა ბლოგერობა და ვლოგერობა. ბლოგერი არის პირი რომელიც წერს სტატიებს და აქვეყნებს თავის ბლოგზე, ხოლო ვლოგერი არის პიროვნება რომელიც იღებს ვიდეოებს და აქვეყნებს თავის ვლოგზე. ორივე პროფესიას მსგავსი დანიშნულება აქვს, თუმცა ერთი მეორისგან საკმაოდ აშკარა ნიშნებით განსხვავდება. ორივეს თავისი მიმზიდველობა აქვს და მორგებულია ნებისმიერ პიროვნებაზე.

ფულადი ვალდებულების აღება

მათთვის ვისთვისაც მოულოდნელად გახდა საჭირო ფინანსური სახსრების მიღება და არ აქვს დრო დაწეროს სტატია, გადაიღოს ვიდეო და ატვირთოს ვლოგზე, დახმარება გაუწიოს ხელმძღვანელს ან უცბათ ნახოს ფილმი და შეფასება მისცეს მას, შეგვიძლია შევთავაზოთ სამომხმარებლო სესხი. სახლიდან გაუსვლელად, ყველაზე მარტივი გზა არის მოძებნოთ ინფორმაცია სწრაფი სესხების შესახებ, ისეთი როგორიცაა ტოპ 10 ონლაინ სესხი, ან საუკეთესო ონლაინ სესხები საქართველოში. მნიშვნელოვანია კარგად გაეცნოთ პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგათ ეს ნაბიჯი. განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებისა, ტოპ 10 ონლაინ სესხის მოძებნის სტრატეგია არ გპირდებათ გრძელვადიანი შემოსავლის მიღებას, თუმცა მასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები.სესხის აღება შესაძლებელია სულ რამდენიმე წუთში და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია.

*რეკლამა

ინვესტიცია კრიპტოვალუტაში

ბოლო პერიოდში ამ მეთოდმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებში, და არა მარტო. ბიტკოინის და სხვა კრიპტო ვალუტების ფასის გაზრდამ გამოიწვია ის რომ ყველა დაინტერესდა კრიპტო ვალუტაში ინვესტირებით და მისი ფასის მერყეობიდან სარგებლის მიღებით. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის როგორ ხდება ტრეიდინგი და როდის იქნებოდა ყველაზე სარგებლიანი მფლობელობაში მქონე ვალუტის გაყიდვა და როდის იქნებოდა საუკეთესო მისი შესყიდვა. ზოგჯერ გამართლებაზეც კი არის ეს, ზოგმა ისეთ დროს შეიძლება იყიდოს კრიპტო ვალუტა როდესაც მის შესახებ არც არავინ იცის რაიმე და პატარა პერიოდის განმავლობაში ისე მოიმატოს მისმა ფასმა რომ დიდი თანხის მფლობელი გახდეს პირველი მყიდველი.

ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო

რა თქმა უნდა ეს მეთოდი ყველასათვის პირველი ვარიანტი იქნებოდა. ზოგიერთი ალბათ ამ მეთოდის წაკითხვას ელოდებოდა მანამ სანამ წაიკითხავდა დისტანციურ დასაქმებასა ან ტოპ 10 ონლაინ სესხის შესახებ რაიმეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში დიდად არ ჭარბობს ნახევარ განაკვეთიანი სამუშაოები, ფულის გამომუშავების მეთოდების სიაში ცოტა ქვევით ჩამოვწიეთ, თუმცა მაინც არ გამოვრიცხეთ. ასეთი სამუშაო შეიძლება იყოს საკონსულტაციო მომსახურება ტანსაცმლის მაღაზიაში, ბარისტა ბარში, სატელეფონო საოპერატორო მომსახურება და სხვა.

პირადი ნივთების გაყიდვა

დავუბრუნდეთ ტოპ 10 ონლაინ სესხის კატეგორიას და განვიხილოთ ისეთი მეთოდი რომელიც სწრაფად აშოვნინებს ნებისმიერი პროფესიის და სოციალური ფენის წარმომადგენელ პირს ფულს. პირადი ნივთების გაყიდვა, იქნება ეს ტანსაცმელი, საოჯახო ტექნიკა თუ მსხვილი ტექნიკა, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის აქტუალური იყო და საკმაოდ სწრაფად მოაქვს გარკვეული შემოსავალი. დღევანდელ დღეს ეს მეთოდი უფრო მარტივი ხდება, გამომდინარე იქიდან რომ კომპიუტერი და ინტერნეტი თითქმის ყველას აქვს სახლში, ახლა უკვე არის შესაბამისი პლატფორმები სადაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ჩვენი ნივთების სურათებისა და ფასების განლაგება და მათი გაყიდვა ონლაინ.

საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომების დაწერა

ეს მეთოდი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მორალურ სისწორეს, თუმცა სტუდენტებზე უკეთესად ვერავინ იკვლევს და წერს ნაშრომს რომელმაც მაღალი შეფასება უნდა მიიღოს და აკადემიურ საბჭოს დაუმტკიცოს აქტუალურობა. რუსეთში საკმაოდ პოპულარულია ასეთი მეთოდი და ისინი ვისაც აქვს წერის ნიჭი, მხოლოდ თავიანთი პატარა ჩანაწერებისთვის არ იყენებენ ამ ნიჭს. მოკლედ რომ ვთქვათ, არასოდეს გააკეთო უფასოდ ის რის გაკეთებაშიც შეგიძლია ფული მიიღო.

გრანტები

არასოდეს თქვა უარი ისეთ შემოთავაზებაზე რაც დიდი რაოდენობის ფულს მოგიტანს გრანტის სახით.საქართველოში ხშირად ტარდება სტუდენტური შეჯიბრები, წერითი შეჯიბრები და მსგავსი საგრანტო კონკურსები სადაც პრიზად როგორც წესი სოლიდური თანხაა დაწესებული. მათთვის ვისაც აქვს წერის ნიჭი, რაიმეს წარდგენის ან ორიგინალური ინოვაციის შექმნის უნარი, ეს არის არაჩვეულებრივი შეთავაზება, გამოცდილება და ფულის მიღების ერთ-ერთი ხერხი.

ფული ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. რა თქმა უნდა ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ქმედებები არ უნდა ტრიალებდეს ჩვენი ფინანსური ცხოვრების გარშემო, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, იმისათვის რომ იცხოვრო უნდა გქონდეს ფული, შსაბამისად სამსახური ან ფინანსური სახსრების მიღების სხვა რაიმე ხერხი, იქნება ეს დისტანციური სამუშაო, ნივთების გაყიდვა, ტოპ 10 ონლაინ სესხიდან ერთ-ერთი თუ უბრალოდ ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო. ამ ხერხებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას, რომელსაც დროის ფაქტორი აძლევს საშუალებას ცოტა დრო დაუთმოს დამატებითი შემოსავლის მიღებას, სტუდენტებისათვის კი დროის ეკონომიისა და ფულადი სახსრების მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თავსებადია სწავლასთან, პრაქტიკულია და თანამედროვე ცხოვრებასთან შეთავსებადი.