წინა სტატიებიდან გამომდინარეობს, რომ ფულის სესხება საკმაოდ გავრცელებული რამ ყოფილა და ხალხი ამ სესხებს ზოგადად მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხარჯებისა და საყიდლებისთვის იყენებს. ეჭვიც კი არ გვეპარება, რომ ფულის სესხება ზოგიერთ შემთხვევაში შესანიშნავი გამოსავალია, ხოლო თუ გადააცილებთ სესხის გადახდებს, ეს ზოგიერთ ფინანსურ პრობლემებსა და სტრესს გამოიწვევს, რადგან უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჭირს სესხის დაფარვა. ჩვენ შევქმენით სია, რომელიც დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ფარავთ ყოველთვიურ გადასახდებს.

შექმენით საბიუჯეტო გეგმა

პირველი საკითხი, რომელიც უნდა განიხილოთ, ეს საბიუჯეტო გეგმის შექმნაა, ეცადეთ თქვენი ხარჯების შეზღუდვა, რათა დამატებითი ფული აღმოჩნდეს თქვენს ხელში და შეძლოთ ამ სესხების გადახდა. თუ გიჭირთ ამ სესხების დაფარვა, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ არასწორედ შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ძალიან დიდი ფული ისესხეთ. მაშინაც კი, თუ დაბალი შემოსავალი გაქვთ, მაინც მოგიწევთ ნასესხი თანხის დაფარვა დაუყონებლივ უნდა შექმნათ მკაცრი საბიუჯეტო გეგმა და აღმოფხვრათ არასაჭირო ხარჯები, როგორიცაა გართობა.

გადაავადეთ სესხი

თუ საბიუჯეტო გეგმამ არ გიშველათ და თქვენ გრძელვადიანი სესხის ნაცვლად, მოკლევადიანი ონლაინ სესხი გამოგიტანიათ, მაშინ ერთი გამოსავალია, მოგიწევთ მცირე თანხის გადახდით წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელება. სესხის გადავადების ვარიანტი, როგორც წესი, მხოლოდ მოკლევადიანი სესხების დროსაა შესაძლებელი. მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან ეს მომსახურეობა შეიძლება საკმაოდ ძვირი დაგიჯდეთ, თუ რამდენჯერმე ისარგებლეთ.

*რეკლამა

დაურეკეთ თქვენს კრედიტორს (ან მის წარმომადგენელს)

შეგიძლიათ დაურეკოთ თქვენს კრედიტორს და ეცადოთ მოლაპარეკების გზით გადაავადოთ თქვენი სესხის გადასახადი ან გააგრძელოთ დაფარვის ვადა ყოველთვიური თანხის შემცირებით. თუ შეეცდებით კრედიტორს გულწრფელად აუხსნათ თქვენი სიტუაცია, შესაძლოა ორივეს საერთო სარგებლის ნახვის შემთხვევაში გამოსავალი იპოვოთ. მაგრამ არ ელოდოთ სასწაულს, რადგან ამ გარიგებებისგან კრედიტორებს ფულის გაკეთებას აპირებს და აუცილებლად მოგიწევთ მთლიანი ვალსის გადახდა!

მოითხოვეთ დახმარება

იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოურიგდით კრედიტორს, მაშინ ეცადეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან ფინანსურ სპეციალისტს მიმართოთ. როგორც წესი, ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები ეხმარებიან მოკლევადიანი სესხების დასაფარად, ხოლო, თუ თქვენ გრძელვადიანი სესხი გაქვთ გამოტანილი და სამსახურიც დაკაარგეთ, მაშინ ფინანსური მრჩეველი გჭირდებათ, რომელიც კრედიტორებთან მოლაპარაკებების გზით სწორედ დაგეგმავს დაფარვის ვადებს და რაოდენობას და ასევე დაგეხმარებათ სამსახურისა და სხვა შემოსავლის წყაროების პოვნაში.

კიდევ ისესხეთ

თუ სხვა ვარიანტი არ დარჩა, მაშინ შეგიძლიათ კიდევ ერთი სესხის გამოტანით დაფაროთ დანარჩენი სესხები. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ბოლო ვარიანტია და თუ ნამდვილად გამოიტანთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ მომავალ თვეში საჭირო იქნება თვითოეული ვალის დაფარვა.

გაკოტრების განცხადება

ბოლო ვარიანტია განაცხადოთ გაკოტრება ან სასამართლოში თქვენს კრედიტორებს უჩივლოთ. თუ გაკოტრებას განაცხადებთ, მაშინ ყველა თქვენი ნივთი და ქონება გაიყიდება და კრედიტორები თავიანთ ფულს დაიბრუნებენ, ხოლო თქვენ ფინანსური ცხოვრება თავიდან უნდა დაიწყოთ. ზოდჯერ უკეთესიცაა თავიდან ყველაფრის დაწყება, ვიდრე დარჩეთ ჩაფლობილი უზარმაზარ ვალების ორმოში, რომელსაც ბოლო არ მოჩანს.