რამდენ თქვენგანს გაუგია ახლობლის, მეზობლის, ნათესავის ან უბრალოდ უცხო ადამიანის შესახებ ინფორმაცია, რომ მათ აქვთ აღებული სესხი რომელსაც ვერ უმკლავდებიან. რამდენჯერ მოგისმენიათ მეგობრის წუწუნი იმის შესახებ რომ მისი მთელი ხელფასი მიდის განვადების ან სამომხმარებლო სესხის დაფარვაში და საჭმელზე ძლივს ყოფნის კუთვნილი შემოსავალი, არა თუ გართობასა და სხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებზე. რამდენი თქვენგანი ყოფილა ისეთ შემთხვევაში რომ არ იცოდა როგორ აერიდებინა თავი კრედიტ ოფიცერთან სამარცხვინო საუბარს. რამდენი თქვენგანისთვის არის ასეთი სიტუაცია ნაცნობი? ალბათ ბევრი იტყვის რომ იგი მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილა და არც იქნება გასაკვირი. არ იქნება გასაკვირი, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში არსებობს მეტად განსაკუთრებული სესხის კულტურა, ჩვენ გვაქვს თავისებური დამოკიდებულება სასესხო ვალდებულებებისადმი, რაც ხშირად ქმნის პრობლემას ფინანსური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

რა არის სესხი? სესხი არის ერთგვარი ფინანსური გარიგება მსესხებელსა და სესხის გამცემ ორგანიზაციას შორის (ბანკი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხები და სხვა). მარტივად რომ ვთქვათ, სესხის გამცემი ორგანიზაცია სესხის მიმღებ პირს (ან ორგანიზაციას) აძლევს გარკვეული რაოდენობის თანხას,წინასწარ დათქმული ვადითა და საპროცენტო განაკვეთით, იმ პირობით რომ ეს ფული დაბრუნებული იქნება სესხის მიმღები პირის მიერ ამ დათქმულ ვადაში, თავის სრულ რაოდენობას დამატებული საპროცენტო განაკვეთით გამოანგარიშებული თანხა. ზოგ შემთხვევაში სესხის მიმღებ პირს სესხის გამცემი ორგანიზაცია ავალდებულებს რომ თანხის მიღების სანაცვლოდ, გირაოში ჩადოს მისი მფლობელობის ქვეშ მყოფი ნივთი, უძრავი ქონება ან სხვა რაიმე გარანტი იმისა რომ იგი არ არის მაქინატორი და თანხის დაბრუნების სრულ პირობას დებს.

სესხის განმარტება და მნიშვნელობა ყველას კარგად მოგვეხსენება, ეს არის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი რომელიც საბანკო სისტემის, ფინანსური სისტემისა და ზოგადად მატერიალური პროდუქტის გაცვლა-გამოცვლის დაწყებისთანავე დაინერგა ჩვენს საზოგადოებაში. გასესხების კულტურა მოდის იმ პერიოდიდან, როდესაც ჯერ კიდევ პირველყოფილი სახე ჰქონდა საბანკო სფეროს, ხოლო მევახშეობა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 415 წლიდან მოდის ოფიციალური წყაროების მიხედვით. შესაბამისად, ეს ფენომენი კაცობრიობისთვის არ არის გაუგებარი და აღუწერელი. იდეაში, არ უნდა გვიჭირდეს სასესხო ვალდებულებასთან და ფულთან მოქცევა, ადამიანი ხომ წარსულის შეცდომებით სწავლობს ჭკუას არა?! თუმცა, ყოველთვის ასე როდი ხდება? პირიქით, ადამიანი წარსულის შეცდომების მსგავს ათასობით შეცდომას უშვებს და ჭკუას იშვიათად თუ სწავლობს.

სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში შექმილი მიუხედავად იმისა რომ ათასობით საბანკო დაწესებულება სთავაზობს ქართულ მოსახლეობას დეტალურ და პერსონალურ მომსახურებას. არსებობს ასობით და ათასობით წყარო სადაც შეგვიძლია მიმოვიკვლიოთ საუკეთესო სესხები საქართველოში და მათი მიღება-გადახდის პირობები. არსებობს უამრავი წყარო რომელიც გვთავაზობს ზედაპირულ და სიღრმისეულ განათლებას სწრაფი, სამომხმარებლო, იპოთეკური თუ სხვა სახის სესხის მიღებისა და პრობლემების გამკლავების შესახებ, თუმცა მაინც, დღევანდელი ქართული საფინანსო მდგომარეობა იმის ამსახველია რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე კარგად მოქმედებს და არ ასწავლის ქართულ მოსახლეობას არაფერს განსაკუთრებულს. თუ ქართული მოსახლეობა ცდილობს თავის არიდებას? ან მოსმენილს და წაკითხულს ყურადღებასაც კი არ აქცევს?

აშკარაა რომ ხალხი ხშირად დაუდევრად ექცევა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას. წინდაუხედავად მიდიან ისეთ რისკიან ნაბიჯებზე როგორიცაა სესხის აღება, იპოთეკური კრედიტის მიღება და სხვა. ხშირად დაუფიქრებლად, დაუდევრად და წინდაუხედავად ვიღებთ ფინანსურ ვალდებულებას და ჩვენს საფულეს არც კი ვუფრთხილდებით. სესხი არაჩვეულებრივი მომსახურებაა და საბედნიეროდ იგი საუკუნეები და ათასწლეულებია არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, დღესაც არის და მომავალშიც ხშირად მოხმარებადი და ჩაუნავლებელი პროდუქტი იქნება, მაგრამ საჭიროა სესხის სწორად გამოყენება.

*რეკლამა

დახედეთ ნებისმიერ პროდუქტს რასაც მაღაზიაში შეიძენთ, იქნება ეს მაკრატელი, სათვალე, დაკონსერვებული საკვები თუ ფარმაცევტული მედიკამენტი, თითოეულ მათგანს მოჰყვება მოხმარების ინსტრუქცია. სესხის ისეთივე პროდუქტია როგორიც ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია, ერთი განსხვავება ის არის მათ შორის რომ ისინი მატერიალურნი არია, ხოლო სესხი არამატერიალური პროდუქტია და ფიზიკური ფორმა არ გააჩნია, მაგრამ მათი საერთო ის არის რომ როგორც ამ პროდუქტებს აქვს მოხმარების წესი, ისე სეხსაც მოჰყვება სარგებლობის ინსტრუქცია. ჩვენ გვაქვს ბედნიერება რომ მივიღოთ საუკეთესო სესხები საქართველოში, მაგრამ არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება ან განათლება იმისათვის რომ ეს საუკეთესო სესხები ვაქციოთ იდეალურად ჩვენივე კეთილდღეობისთვის. ჩვენ ჩვენი ქართული კულტურა არ გვაძლევს იმის გასაქანს რომ უარი ვთქვათ უფასო ფულზე და სარგებლიანად მოვეკიდოთ სასესხო ვალდებულებას.

რა თქმა უნდა ამ სტატიაში საუბარი არ არის ყველა ჩვენგანზე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც წლებია სარგებლობენ საბანკო სასესხო მომსახურებით და არა თუ წაგებაში, არამედ მაქსიმალურ მოგებაში არიან და სწორედაც სარგებლობენ საფინანსო დაწესებულებების პროდუქციით. თუმცა ქართული ფინანსური სტატისტიკა აჩვენებს იმას რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით დაუფარავი, სარისკო და პრობლემური სესხია გაცემული და დიდი რაოდენობით მომხმარებელი არიდებს თავს სესხის დაფარვას. სესხის გაცემის სტატისტიკა დიდია მათზე ვინც უმუშევარია, დროებით უმუშევარია ან მალე დაკარგა (მიატოვა) სამსახური. აქ ორი საკითხია აღმოსაფხვრელი: სესხის გამცემი ორგანიზაციის დამოკიდებულება სესხის გაცემაზე და სესხის მიმღების დამოკიდებულება მაშინ როდესაც სამომავლო ფინანსები განსაზღვრული არ აქვს. სამწუხაროა რომ საქართველოში ისეთი მდგომარეობაა შექმნილი რომ მოსახლეობას ხელფასის აღების ნაცვლად სესხის აღება უწევს, თუმცა ეს მხოლოდ ფინანსური დაწესებულებების დანაშაული არ არის. რა თქმა უნდა, არცერთმა საბანკო დაწესებულებამ არ უნდა გასცეს სესხი ისეთ პირზე რომელსაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება, არ მიუღია სტაბილური შემოსავალი და მომავალშიც არ ჩანს ასეთი შემოსავლის გამოჩენის იმედი, ამასთან, თუ კი განუსაზღვრელი საკრედიტო ისტორია აქვს. თუმცა, ბანკებს თავის გამართლების საშუალება მიეცათ – გამომდინარე იქიდან რომ საკრედიტო ისტორია პიროვნებას ვერ შეექმნება, თუ კი მასზე არ იქნა გაცემული სესხი; ზოგი უმუშევარი სამუშაო გამოცდილებას ფლობს და პირობას დებს რომ დროებითი უმუშევრობით არის დაკავებული და სამომავლოდ სამუშაო გამოუჩნდება და სხვა. რა თქმა უნდა რადიკალურად ერთი მხარისაკენ ვერ გადავიხრებით ამ შემთხვევაში, თუმცა არანაკლები დანაშაული მიუზღვით მათ ვინც განზრახ იღებს მარტივად მისაღებ სესხს, მიუხედავად იმისა რომ არ აქვს სტაბილური შემოსავალი, არ აქვს სამომავლოდ დასაქმების გეგმები, და მეტიც – გეგმავს რომ ამ ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევს საფინანსო დაწესებულების შეტყობინებებსა და ზარებს და თვლის რომ ამით არაფერს კარგავს.

ასეთ სიტუაციას აქვს ორი მხარე: სესხის გამცემი ორგანიზაციის მხარე და სესხის მიმღები პირის მხარე.

სესხის გამცემი ორგანიზაციის შეცდომები:

  • სესხის გაცემა მარტივი ხერხებით პირებზე რომელთაც არ აქვთ საკრედიტო ისტორია
  • სესხის გაცემა პირებზე რომელთაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება
  • სესხის გაცემა პირებზე რომელთაც არ აქვთ სამომავლო სტაბილური შემოსავლის მიღების გარანტია
  • სესხის გაცემა პირებზე რომელთაც არ გააცნიათ ფიზიკური, მატერიალური ქონება რომელსაც თანხის მიღების სანაცვლოდ ჩადებდა საფინანსო ორგანიზაციაში
  • სესხის გაცემა მარტივი ხერებით პირებზე რომელთაც წარსულში ცუდი საკრედიტო ისტორია აქვს, რომელიც გამოსწორებულია ამჟამად (ასეთ შემთხვევებში ხშირად გამოიყენება მკაცრი მეთოდები, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი მარტივდება)

სესხის მიმღები პირის შეცდომები:

  • შემოსავლის მიღების ძიება ალტერნატიული მეთოდებით – ვალის დადება
  • ვალის დადება უმუშევარ მდგომარეობაშ
  • ვალის დადება როდესაც იციან რომ სამომავლოდ სტაბილური შემოსავლის მიღება ნაკლებად შესაძლებელია
  • ვალის დადება როდესაც სხვა საფინანსო დაწესებულებებთან უკვე აქვთ გარკვეული რაოდენობის ფინანსური ვალდებულება
  • ვალის დადება და მისი გადახდისგან თავის არიდება
  • საფინანსო დაწესებულებების გაფრთხილებებისა და სესხის მოხმარების ინსტრუქციის უგულებელყოფა
  • საფინანსო დაწესებულებების/კრედიტ ოფიცერის შემომავალი ზარების უგულებელყოფა
  • ვალის დაუფარველობის გამო საქმის სასამართლომდე მიტანა

ყველა ჩვენგანი უშვებს გარკვეულ შეცდომას საკუთარ ცხოვრებაში. თუმცა შეცდომები როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში გამოსწორებადია. შეცდომა მოსდის როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. როგორც მსესხებელს, ასევე სესხის გამცემ პირს. მთავარია მივაგნოთ იმ ფაქტორებს, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებაში. შეცდომები ჩვენს ცხოვრებაში მრავლად არის და ეს ელემენტარული ადამიანური ფაქტორია, უშედომო არავინ არის და დაუდევრად გადადგმული ნაბიჯები ბევრ ჩვენგანს უგემია მწარედ, თუმცა საჭიროა რომ წარსულის გაკვეთილებიდან ჩვენ რაიმე მაინც ვისწავლოთ.