სასესხო ვალდებულებები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ფინანსისტები სესხს განმარტავენ როგორც ტრანზაქციას, რომელიც მიმდინარეობს მსესხებელსა და სესხის გამცემს შორის. ამ სიტუაციის დროს მსესხებელი ჰპირდება სესხის გამცემს ფულის დაბრუნებას წინასწარ დადგენილ ვადასა და რაოდენობით. ეს სიახლე არავისთვის არ არის, სესხის სტანდარტული განმარტება ყველასათვის ცნობილია, თუმცა მნიშვნელოვანია განმარტების თითოეული სიტყვა და ასპექტი გავაანალიზოთ იმისათვის რომ მივიდეთ საბოლოო დასკვნამდე – რამდენად მნიშვნელოვანია სასესხო ვალდებულება ჩვენი ცხოვრებისთვის.

ყველა ჩვენგანს ესაჭიროება ფულადი რესურსები ყოველდღიურად, ან დამატებითი თანხები ცხოვრების რაღაც პერიოდში მაინც. ზოგჯერ ეს ხდება გაუთვალისწინებელი მდგომარეობის წარმოქმნით, ან უბრალოდ გარკვეული ნივთის, პროდუქტის ან მომსახურების შეძენის სურვილით. იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში ისე რომ რაიმეს შეძენა მოესურვოს და უმალვე იყიდოს. ფულადი რესურსების დეფიციტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ნებისმიერ ჩვენგანს შესაძლოა შეემთხვას.

აქ ისმის კითხვა. რა უნდა ქნას პირმა, რომელსაც შეექმნა გამოუვალი სიტუაცია, ან სურს რაიმე ნივთის სასწრაფოდ შეძენა და არ გააჩნია საკმარისი ფულადი რესურსები მოცემული მომენტისთვის? დანებდეს თავის გეგმებს? გადადოს მომავლისთვის ეს შენაძენი თუ უბრალოდ დანებდეს გამოუვალ სიტუაციას და ბედს მიენდოს? რა თქმა უნდა ასეთ მდგომარეობაში არის სხვადასხვა გამოსავალი. გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან დამოკიდებულია პიროვნების პრეფერენციებსა და მის იმჟამინდელ მდგომარეობაზე – როგორც ოჯახურ, ისე ფინანსურზე. ასეთ სიტუაციებში ვხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში სასესხო ვალდებულებების არსებობს, რამდენად მნიშვნელოვანია საბანკო სექტორი, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, ონლაინ სესხის მიმწოდებელი ორგანიზაციები, სამომხმარებლო, იპოთეკური, ბიზნეს და სხვა ქართული სესხები

წარმოიდგინეთ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია სასესხო ვალდებულებების სახით მიღებული თანხის მეშვეობით და წარმოიდგინეთ რამდენი რამის გაკეთებას ვერ შევძლებდით იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენი საბანკო სერვისები არ მოგვაწვდიდნენ ამ მომსახურებას. დღევანდელ ქართულ საბანკო სისტემაში არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხი. თითოეული მათგანი განსხვავდება თავისი სპეციფიკურობით, გაცემის პირობებით, მიზნობრიობით, მოხერხებულობითა და სხვა მახასიათებლებით. მოსახლეობისთვის ეს ქართული სესხები მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვნად ეხმარებიან სესხები მათი ცხოვრების, ბიზნესის, კეთილდღეობისა და სხვა ცხოვრებისეული სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებაში.

იპოთეკური სესხი ხელმისაწვდომია ფაქტიურად ნებისმიერი მსურველისთვის. ნებისმიერი პირისთვის ვისაც ბინის შეძენა სურს, ბინის გარემონტება, უძრავი ქონების შეძენა ან მსგავსი, საცხოვრელებთან დაკავშირებული დანხარჯების გაწევა უწევს. წარმოიდგინეთ ყოველწლიურად რამდენ პირს სურს და ესაჭიროება ბინის შეძენა. რამდენი პირი ოჯახდება, ქორწინდება, იძენს შვილს, ზრდის ოჯახს, განცალკევდება ძველი ოჯახისგან და სხვა. ბინის შეძენას განსაკუთრებული მიზეზი მაინც არ სჭირდება. ელემენტარული ადამიანური სურვილია საკუთარი ბინის, პირადი საცხოვრებელი ფართის ფლობა და შესაბამისად ბევრი ჩვენგანი ცდილობს გახდეს ასეთი ქონების მფლობელი (მესაკუთრე). იპოთეკური სესხის გაცემის სტატისტიკა ყოველ წელს მატულობს და უფრო და უფრო მეტი იპოთეკური სესხი გაიცემა ბანკების მიერ. ასეთი ტიპის სესხი ხალხს ეხმარება პირადი ქონების შეძენაში, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯის გადადგმაში. წარმოიდგინეთ ასეთი ტიპის სესხი რომ არ არსებობდეს ჩვენს ცხოვრებაში და ბინის შესაძენად წლობით გვიწევდეს ფულის დაგროვება. რა თქმა უნდა ნათლად ჩანს ასეთი ტიპის სესხის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში.

*რეკლამა

არანაკლებ მნიშვნელოვან ფასეულობას ატარებს პირადი, სამომხმარებლო სესხი. სამომხმარებლო სესხის გამოყენება მრავალფუნქციურად შეიძლება და იპოთეკური სესხისგან განსხვავებით მხოლოდ ვიწრო სფეროსა და მცირე რაოდენობის ფუნქციებს არ ეხება, არამედ მისი გამოყენება შესაძლებელია ფაქტიურად შეუზღუდავად. სამომხმარებლო სესხი ხელმისაწვდომია მათტვის ვისაც გარკვეული თანხა აკლდება საქორწინო ცერემონიისთვის, საჭიროა მცირე თანხის დამატება დიდი ზომის უძრავი ქონების შესაძენად, გადასახდელია სამედიცინო ან საგანმანათლებლო პროცესის თანხები და სხვა. სამომხმარებლო სესხის მოხმარება შესაძლებელია მრავალფეროვნად და მისი მიღება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. სამომხმარებლო სესხის აღება ასევე შესაძლებელია უბრალოდ ახალი ნივთების შესაძენად, ტანის სამოსის; საოჯახო, წვრილი, სამზარეულოს ტექნიკის შესაძენად და სხვა. ასეთი სესხის მნიშვნელობა წვრილმანებსა და ყოველდღიურობაშია. ასეთი სესხის მომხმარებელი თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს ისეთ სიტუაციებშიც კი როდესაც ფაქტიურად დრო არ აქვს იმისათვის რომ მივიდეს ფიზიკურად ბანკის ოფისში, მიიტანოს სპეციალური, წინასწარ განსაზღვრული რეკვიზიტები, წარადგინოს პიროვნება თავდებში და დაელოდოს სესხის მიღების პასუხს. დღევანდელი განვითარებული ტექნოლოგიებითა და მეთოდების დახმარებით, შესაძლებელია სულ რაღაც 15 წუთში ფულადი რესურსების მიღება, სახლიდან გაუსვლელადაც კი და შესაბამისად გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევა. აი ამაში მდგომარეობს ასეთი სესხის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში.

იმისათვის რომ ახალი ბიზნესი, სტარტაპი, მცირე სამეწარმეო საქმე და სხვა საქმიანობა წამოიწყოთ, გესაჭიროებათ საწყისი კაპიტალი. საწყისი კაპიტალი თუ გაქვთ და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, სამომავლოდ მაინც დაგჭირდებათ ისეთი რაოდენობის თანხა რომელიც თქვენი ბიზნესის განვითარებასა და კვლავწარმოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ასეთ შემთხვევებში დიდ ფასეულობას ატარებს ბიზნეს სესხი, რომელიც ფაქტიურად ნებისმიერ საბანკო და საფინანსო დაწესებულებაში გაიცემა. მეტიც, ასეთი საქმისთვის, შეგიძლიათ სამომხმარებლო სესხის აღებაც კი.

გარდა იმ დადებითი პირობებისა რასაც ჩვენი ქართული სესხები გვთავაზობენ, მათი მნიშვნელობა გამოიხატება უფრო ფართო მასშტაბითაც კი. მოგეხსენებათ, ფინანსები ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საბანკო და საფინანსო დაწესებულებების გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებს, არსებობა გაუჭირდება ეროვნულ ბანკს, ვერ შედგება ქვეყნის ბიუჯეტი, ვერ ისულდგმულებს მოსახლეობის პირადი ბიუჯეტი და სხვა. სესხის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან დიდია.სესხის რაოდენობის გაზრდას მივყავართ ფულის ხარჯვის ზრდასთან, რაც განაპირობებს ეკონომიკური კეთილდღეობის აწევას გარკვეულ საფეხურამდე. ნებისმიერი პირის და ოჯახის ბიუჯეტის მინიმალური რაოდენობის თანხით გაზრდაც კი იწვევს მათი მსყიდველთუნარიანობის გაზრდას, ზევით იწევს მნიშვნელოვანი მსყიდველობითი ეკონომიკური მაჩვენებლები. თუ კი სესხი გამოიყენება კარგი დანიშნულების მიხედვით, თუ კი კრედიტის სახით მიღებული თანხით პირი შეიძენს პროდუქტიულ რესურსებს, ეს ეხმარება ეკონომიკურ ზრდას და ერთგვარად ზრდის ქვეყნის შემოსავალს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სესხი საბოლოოდ ქმნის პრობლემას, გროვდება ვალები და ერთი პირის პრობლემა ხდება, თუმცა მას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ეკონომიკაში.

გარდა იმისა რომ სასესხო ვალდებულების მიღება გვეხმარება ჩვენი ფინანსური პრობლემების გადაწყვეტაში, იგი ქმნის ჩვენს საკრედიტო ისტორიას და გვეხმარება სამომავლოდ უფრო წარმატებულად ვითანამშრომლოთ საბანკო დაწესებულებებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან. ფინანსურ სესხთან ურთიერთობა გვაძლევს დიდ გამოცდილებას სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში:

  • ვიღებთ გამოცდილებას საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობაში და ვერკვევით მათ პროცესებში სულ მცირედით მაინც
  • ვიღებთ ინფორმაციას სასესხო ვალდებულებების სხვადასხვა ტიპებზე და ვადარებთ მათ ჩვენი სამომავლო საფინანსო კეთილდღეობისთვის
  • ვასრულებთ ჩვენს ოცნებას, გეგმას, ან უბრალოდ სურვილს
  • გვეძლევა შანსი დიდი ფულადი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს მომავალში, ჩვენი კეთილდღეობისთვისავე მოვაგროვოთ ფული, არ გვეშინოდეს სამომავლოდ უფულობის და სხვა.

გაითვალისწინეთ, იმისათვის რომ სესხით მაქსიმალურად დადებითად ისარგებლოთ, უნდა იცოდეთ მისი მიღებისა და გამოყენების ძირითადი პრინციპები:

  • მიმართეთ ლოკალურ დაწესებულებებს – სესხის აღება ზოგისთვის ძალიან მარტივი პროცესია, თუმცა რა თქმა უნდა ამ უმარტივეს პროცესსაც გააჩნია თავისი რისკები. დამწყებთათვის სასურველია ადგილობრივი დაწესებულებებისგან ფინანსური რესურსების სესხება. ადგილობრივში არ იგულისხმება მხოლოდ ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბები, რაც უფრო ახლოს არის დაწესებულება თქვენს საცხოვრებელთან ან სამუშაო ადგილთან, მით უკეთესია და მით უფრო დროულად მოახერხებთ რეაგირებას გარკვეულ პრობლემებზე რაც შეიძლება წარმოიშვას ამ პროცესში.
  • არ დააგროვოთ დიდი რაოდენობის სესხი ერთიანად – ეს არის ის ოქროს წესი, რომელიც ყველა მსესხებელმა უნდა გაითვალისწინოს. ხშირად, ჩვენთვის იმდენად მომგებიანი და სარგებლიანია სასესხო ვალდებულების მომსახურება, იმდენად მარტივია მისი მიღება და იმდენ რამეში ვიყენებთ, რომ სულ გვავიწყდება რომ სესხი ეს არის ვალდებულება. ვალდებულება, რომლის დაფარვაც აუცილებლად მოგვიწევს ახლო თუ შორეულ მომავალში და რომლის მიღებაც უფასო არ არის. ეცადეთ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და ერთიანად დიდი რაოდენობის თანხა არ დააგროვოთ ვალდებულებად.
  • იყავით პასუხისმგებლიანი გადამხდელი – ეს დაეხმარება თქვენს საკრედიტო ისტორიას დადებითი სახის მიცემაში. თქვენ იქნებით სასურველი კლიენტი ნებისმიერი საბანკო თუ საფინანსო დაწესებულებისთვის, გარდა ამისა საერთო ბაზაში თქვენი დადებითი ინფორმაციის შეყვანა განაპირობებს იმასაც რომ სადაზღვევო კომპანიებიც აღგიქვამენ მომგებიან კლიენტად. თქვენთვის პრობლემა არ იქნება ნივთის განვადებით შეძენა, მიზნობრივი სესხის მიღება ან სხვა რაიმე ოპერაციის შესრულება საბანკო სექტორში.