სესხის აღება ზოგიერთი ჩვენგანისთვის გარდაუვალი ნაბიჯის გადადგმასავით არის. ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციაში სადაც ჩვენი ფინანსური მდგომარეობა გაჭირვებაშია, ვერაფრით ვშველით და საჭიროა მივმართოთ ალტერატიულ მეთოდებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ რაც მოითხოვს ფინანსურს სახსრებს თავისი ფუნქციის შესასრულებლად. ჩვენ შესაძლოა დამატებითი სახსრები დაგვჭირდეს კომუნალური გადასახადების გადასახდელად; თანხა დაგვაკლდეს ბინის ქირაზე; თვის ბოლომდე ცოტა დროა დარჩენილი, ხელფასი ჯერ არ ჩანს და ყოველდღიური ოჯახური ნივთებიც ნაკლებადაა სახლში; შესაძლოა უბრალოდ ახალი ნივთების ყიდვა დაგვჭირდა ან მოგვინდა; სასწრაფო სამედიცინო დანახარჯებია დასაფარი და სხვა. სესხის აღებას სხვადასხვა მიზეზი და მიზანი აქვს, და ეს მიზეზი განსხვავდება პიროვნებების მიხედვით.

სესხების განსხვავება არა მხოლოდ მათ მიზეზობრიობასა და მიზნობრივობაშია, არამედ მათ სახეებშიც კი. ჩვენ ყველამ ვიცით რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხები. ისინი განსხვავდებიან რაოდენობით, გაცემის წესებით, მოხმარების წესებითა და პირობებით, ვადიანობით და სხვა. მთლიანობაში სესხი სესხია და სხვადასხვა ტიპის სესხებს შორის რთულია დიდი განსხვავება დაიჭირო, მაშინ როდესაც ყველა მათგანი გულისხმობს სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემა მსესხებლის სახელზე, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობითა და წინასწარ დადგენილ ვადებში. განსხვავება იმაშია რომ თანხა შეიძლება იყოს განსაზღვრული სხვანაირად ან ვადები დადგენილი განსხვავებულად. თუმცა, ნამდვილად მხოლოდ ასეა?

რამდენი სახის სესხი იცით? გაიხსენეთ და ჩამოთვალეთ სესხის ტიპები. ყველას გაგვახსენდება:

  • სამომხმარებლო სესხი – ყველაზე ხშირად მოხმარებადი, ყველაზე პოპულარული და აუცილებელი ტიპის სესხი რომელიც გავრცელებულია მთლიანი ქვეყნის მასშტაბით და ნამდვილად ყველაზე პოპულარულ სესხებს შორის აქვს თავი ამოყოფილი. მისი მიმზიდველობა მის სიმარტივეშია და ხელმისაწვდომობაში.
  • იპოთეკური სესხი – ყველამ კარგად იცის იპოთეკური სესხი რისთვისაც გამოიყენება. ბოლო პერიოდში მომრავლდა იმ პიროვნებათა რაოდენობა, რომელთაც სურთ უძრავი ქონების შეძენა, გარემონტება, მოდერნიზება და სხვა. იპოთეკური სესხი არის სამომხმარებლო სესხის ვარიაცია რომელიც გაიცემა გაცილებით დიდი რაოდენობის თანხით, უფრო დიდი ვადით და გამკაცრებული წესებით.
  • ავტო სესხი – ლოგიკურია ვიმსჯელოთ რომ ავტო სესხი გაიცემა ავტომობილის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ავტომობილის შეძენა, მისი გარემონტება, გაუმჯობესება, გაძლიერება, დაზღვევა და სხვა.
  • ონლაინ სესხი – ონლაინ სესხიც სამომხმარებლო სესხია, თუმცა ჩვენი სესხების ჩამონათვალში სხვა კატეგორიის სესხის სახელსაც იკავებს, გამომდინარე იქიდან რომ მისი მიღება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.

დარწმუნებული ვარ, აქ განსაკუთრებული სიახლე თქვენთვის არაფერი იყო. ლოგიკურია რომ ყველაზე ხშირად გახსენებადი სესხები იქნებოდა სამომხმარებლო, იპოთეკური, ავტო და ონლაინ სესხები. თუმცა დაფიქრდი, შეადარე სესხები და გამოიტანე დასკვნა – რაიმე ხომ არ გამოგვრჩა? როგორც კი ვინმე გვთხოვს ჩამოვთვალოთ სხვადასხვა ტიპის სესხები, ჩვენ ვიწყებთ მათ ჩამოთვლას ზემოთ მოცემული დასახელებებით, თუმცა ბევრი ჩვენგანი უგულებელყოფს მათ ჩამოყალიბებას დაცულობის მიხედვით.

დაცვის სისტემა არაერთ სფეროშია მნიშვნელოვანი. დაცვა, თავდაცვა – ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებაა და ვრცელდება არა მხოლოდ ადამიანურ ფსიქოლოგიურ დონეზე, არამედ ტექნიკურ სფეროებშიც კი. რა თქმა უნდა ჩვენი ნივთების და საკუთრების დაცვა გამომდინარეობს ჩვენივე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან. მნიშვნელოვანია დაცული იყოს ჩვენი უძრავი ქონება დატაცებებისგან და ქურდობისგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია დაცული იყოს ჩვენი სოციალური ქსელი, ჩენი ინფორმაცია, ჩვენი ფოტოები, კონტაქტების სიები, მეგობრების სიები, პირადული ინფორმაცია და რაც მთავარია ფინანსები! ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსურ საკითხებში არის ფინანსების დაცვა. და რა უფრო მიმზიდველია როდესაც განიხილავთ საბანკო მომსახურებას? დაუცველი თუ დაცული მომსახურება? რა თქმა უნდა – დაცული.

რა არის დაცული სესხი?

არ გეგონოთ რომ რაიმე განსაკუთრებულ და წარმოუდგენელ აღმოჩენას გიხსნით. დაცული სესხი დასავლურ ფინანსურ კულტურაში არის ხშირად მოხსენიებული როგორც უძრავი ქონების მფლობელის სესხი. ასეთი ტიპის სესხი გაიცემა ისეთ პირზე რომელიც ფლობს უძრავ ქონებას და შეუძლია მომავალში მიღბული სესხის სრული გარანტია დადოს. ასეთი ტიპის სესხი როგორც წესი გაიცემა დიდი რაოდენობით და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე.

ასეთი სესხის მიღება შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზითა და მიზნით. მთავარია თავდებში უძრავი ქონება ჩადოთ და სესხი თითქმის თქვენია. მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ რამეში – ბინის შეძენა, ბინის გარემონტება, მიწის ნაკვეთის შეძენა, თუნდაც ქორწილის გადახდა. სესხი როგორც წესი განისაზღვრება თავდებში ჩადებული უძრავი ქონების ფასით (ან მისი ფასის 80%-ით). თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ რომ რაც უფრო ხანგრძლივ ვადიანია ასეთი სესხის კონტრაქტი, მით მაღალია საპროცენტო განაკვეთი რომელიც საბოლოოდ დაემატება მთლიანად გადასახდელ თანხას.

*რეკლამა

რა არის დაუცველი სესხი?

დაუცველი სესხი ხელმისაწვდომია ისეთი მსესხებლებისთვის რომელთაც სტანდარტული და მოწესრიგებული საკრედიტო ისტორია აქვთ. არ არის საჭირო რომ უძრავი ქონების მფლობელი იყო იმისათვის რომ აიღო ასეთი ტიპის სესხი. იგი გაიცემა თითქმის ყველა ფინანსურ დაწესებულებაში და ახლოს არის ჩვენს ქართულ ონლაინ და სამომხმარებლო სესხებთან.

რა თქმა უნდა ასეთი ტიპის სესხსაც აქვს თავისი მნიშვნელოვანი ასპექტები. მნიშვნელოვანია გაითვალისწინო რამდენიმე საკითხი: შეადარე სესხები, თავი აარიდე დამატებით გადასახადებს და კარგად გაეცანი სესხის მოხმარების პირობებს.

დაცული სესხის დადებითი თვისებებია:

  • თანხის რაოდენობა – დაცული სესხის მიღების დროს გაცილებით დიდი თანხის სესხება შეუძლია მომხმარებელს, ვიდრე სხვა ტიპის სესხების მიღებისას.
  • გრძელვადიანობა – ბევრი ჩვენგანი თვლის რომ გრძელვადიანი კონტრაქტები გაცილებით კომფორტულია მაშინ როდესაც დიდი რაოდენობის თანხას იდებ მხარზე ვალად და შესაბამისად მისი ერთიანად გადახდა გეძნელება. ასეთ შემთხვევაში მოსახერხებელია გრძელვადიანი კონტრაქტის დადება საბანკო დაწესებულებასთან.
  • თანხის დაფარვის გეგმა წინასწარ არის განსაზღვრული ბანკის მიერ და საკმაოდ კომფორტულია.

დაცული სესხის უარყოფითი თვისებებია:

  • გრძელვადიანობა – ეს ფაქტორი დადებით თვისებებში მოვიხსენიეთ უკვე და ალბათ ფიქრობთ როგორ შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი ერთდროულად? ზოგიერთისთვის გრძელვადიანი სესხი დამღლელი და სტრესულია, ყოველ დღე, ყოველ თვე და ყოველ წელს გიწევს იმაზე ფიქრი რომ არ დაგავიწყდეთ სესხის შენატანის გაკეთება, ჯარიმა არ დაგიწესონ, არ გადაავადოთ და დამატებითი გადასახადები არ იხადოთ და სხვა.ამასთან, ზოგიერთი ჩვენგანი ახერხებს დიდი რაოდენობით თანხის დაფარვას ერთდროულად და სულაც არ არის საჭირო მათთვის გრძელვადიანი შეთნხმების აღება.
  • მაღალი საპროცენტო განაკვეთი – როგორც წესი გრძელვადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი ყოველთვის მაღალია. რაც უფრო დიდზე გაწელავ დაფარვის ვადას მით უფრო მეტი დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევს.

დაუცველი სესხის დადებითი თვისებებია:

  • ხელმისაწვდომობა – ასეთი ტიპის სესხები მარტივად ასაღებია და დიდი რაოდენობის მომხმარებლისთვის არის შესაფერისი. მისი აღება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და დიდი რაოდენობის რეკვიზიტების წარდგენას არ საჭიროებს.
  • მოქნილობა – განსხვავებით ფიქსირებულ თანხიანი და ვადიანი სესხებისგან, ასეთი ტიპის სესხები გვაძლევენ თავისუფლებას და მოქნილობას რომ ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი რაოდენობის თანხა და ჩვენთვის სასურველი დაფარვის ვადა.
  • გადავადების შესაძლებლობა – ზოგიერთ სესხს მოჰყვება დაფარვის გადავადების შესაძლებლობა. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ამ შემთხვევაშიც ზოგ კომპანიასთან მოგიწევთ დამატებითი თანხის გადახდა.

დაუცველი სესხის უარყოფითი თვისებებია:

  • იმისათვის რომ საუკეთესო შემოთავაზება მიიღო აუცილებლად უნდა გქონდეს კარგი საკრედიტო ისტორია. არა უბრალოდ კარგი, არამედ იდეალური. ბანკებს და საფინანსო დაწესებულებებს უყვართ კარგი და გამგონი კლიენტები, შესაბამისად, მათი დაკარგვის შიშით, ისინი ხშირად ანებივრებენ საუკეთსო კლიენტებს შეთავაზებებითა და დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
  • ასეთი ტიპის სესხის საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი საკმაოდ მაღალია როდესაც ხანგრძლივი ვადით ვიღებთ ფულს. თუმცა არანაკლებ სიძვირეს წარმოადგენს მოკლევადიანი დაუცველი სესხის დაფარვაც.

დაუცველი და დაცული სესხის გარდა არსებობს ალტერნატივები, რომელთა არჩევაც შეგიძლიათ თუ კი არ გინდათ გრძელვადიან და სერიოზულ სასესხო ვალდებულებაში ჩაერთოთ. შეგიძლიათ აიღოთ საკრედიტო ბარათი. შეადარე სესხები და გაიგე რომელია შენთვის ყველაზე მისაღები. არ დაგავიწყდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა იცოდე სესხის შესახებ ეს არის მისი მოხმარების პირობები. არ შეიძლება სესხის აღება და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მისი წაკითხვის, გააზრების და წინასწარი გეგმის შედგენის გარეშე. გაითვალისწინეთ ყველა ფაქტორი რაც მთლიანობაში სასურველს ქმნის სესხს თქვენთვის და გაითვალისწინეთ ის უარყოფითი თვისებები რაც მოსდევს სესხის აღებას, მნიშვნელოვანია შეფასება მოდიოდეს თქვენი მხრიდან და ხედავდეთ სესხის მიღების აუცილებლობას.