სამომხმარებლო სესხების პოპულარობა პიკს აღწევს დღევანდელ საქართველოში. სამომხმარებლო სესხს, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ფინანსურ პროდუქტს, მოჰყვება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორც წესი, ყველა ქვეყანაში, სამომხმარებლო სესხებს აქვს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი და ამიტომაც სარგებლობენ ისინი ამხელა პოპულარობით, ამიტომაც ჯობნის სამომხმარებლო სესხის გაცემის სტატისტიკა საკრედიტო ბარათების გაცემის სტატისტიკას. თუმცა, მეორე მხრივ, საკრედიტო ბარათის გამოყენება უფრო კომფორტული და მოქნილია, გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ფულის გამოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და არა წინასწარ განსაზღვრული შეზღუდულ ფარგლებში, ამასთან, საკრედიტო ბარათის გამოყენება გრძელვადიანია და ყოველ ახალ კრედიტზე არ საჭიროებს ფორმალური პროცესების გავლას ბანკის ფიზიკურ ფილიალში. თუმცა, სამომხმარებლო სესხებიც დიდ მოქნილობას გვაძლევს მომხმარებელს, ბოლო პერიოდში დიდი ყურადღების ცენტრშია ონლაინ სესხები და მათი გამცემი კომპანიები, საქართველოს საკრედიტო სტატისტიკა აჩვენებს რომ ბოლო წლებში ონლაინ სესხებზე მოთხოვნა გაზრდილია და მოსახლეობა საკრედიტო ბარათებს მსგავს სამომხმარებლო სესხებს ამჯობინებს.

ასეთი სახის ბევრი წინადადების და მაგალითის მოყვანა შეგვიძლია თუმცა ეს მთლიანობაში არაფერს მოგვცემს. ეს გვაჩვენებს უბრალოდ იმ ქაოსს და გაუგებრობას რაც დაულაგებელ დებატებში ხდება ხოლმე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოდით განვიხილოთ სამომხმარებლო სესხის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

სამომხმარებლო სესხის დადებითი მხარეები.

წარმოიდგინე რომ უეცრად გადაგხდა თავს გაუთვალისწინებელი შემთხვევა. წარმოიდგინე რომ გადასახდელი გაქვს დიდი რაოდენობით კომუნალური გადასახადი, ან ოჯახის წევრს ესაჭიროება სასწრაფო დახმარება და სამედიცინო დანახარჯების დაფარვა შენზეა.წარმოიდგინე რომ მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი და წარმოუდგენელი შენ კი დარჩი საჭირო ფინანსების გარეშე იმისათვის რომ იცხოვრო ყოველდღე ნორმალურად, შემდეგ ხელფასამდე.

სამომხმარებლო სესხი არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისათვის რომ დიდი რაოდენობით თანხა მიიღოთ ერთიანად და რაც მთავარია ხანგრძლივ ვადიანი პირობით. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი მიზნით და რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში არ გიწევთ ამ მიზნების დაკონკრეტება. შეგიძლიათ აიღოთ სამომხმარებლო სესხი სამედიცინო ხარჯების გასაწევად, ახალი ტანსაცმლის საყიდლად, სახლის გასარემონტებლად, ბინის ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის ან უბრალოდ, იმისათვის რომ ფული გედოთ ჯიბეში.

ზოგიერთი ადამიანი სამომხმარებლო სესხს იყენებს იმისათვის რომ ცოტათი ხელი შეაშველოს თავისი იპოთეკური სესხის დაფარვის პროცესს, ან დაფაროს თავისი საკრედიტო ბარათის დანახარჯები.

კიდევ ერთი დადებითი თვისება რაც გააჩნია სამომხმარებლო სესხს არის მისი მოქნილობა. სამომხმარებლო სესხი ხელმისაწვდომია ყველასათვის, ონლაინ სესხები ფაქტიურად ყველას ჯიბეშია ვისაც გააცნია ინტერნეტზე წვდომა და არის სრულწლოვანი. ონლაინ სესხებს გასცემენ როგორც კომერციული ბანკები, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები ან უბრალოდ სხვა საბანკო დაწესებულებები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი საშუალება ფულის მისაღებად, ამას სჭირდება სულ რაღაც 15 წუთი (დრო განსხვავდება საბანკო დაწესებულებების მიხედვით) და მინიმალური ოდენობის დოკუმენტაციის წარდგენა.

სამომხმარებლო სესხის მორიგი დადებითი თვისებაა ის რომ,როგორც წესი, მისი საპროცენტო განაკვეთი არის დაახლოებით 5 პროცენტით ნაკლები საკრედიტო ბარათის დანახარჯების დაფარვის საპროცენტო განაკვეთისგან განსხვავებით. ამის გამოა რომ ზოგიერთი ადამიანი იყენებს სამომხმარებლო სესხს იმისათვის რომ დაფაროს თავისი საკრედიტო სესხის დანახარჯები. ძალიან მარტივია ონლაინ სესხებს გადახდეო, ამოირჩიო რომელიმე მათგან, შეიტანო განაცხადი და ამ გზით მიღებული ფულით გადაფარო საკრედიტო ბარათის დავალიანება.

საკმაოდ მიმზიდველია ის ფაქტიც, რომ სამომხმარებლო სესხს, ხშირ შემთხვევაში თან ახლავს მისი დაფარვის გეგმიური სქემა, ყოველთვიური დანახარჯები, საპროცენტო ან საკომისიო განაკვეთები, თანხის შეტანის დრო და ადგილი და ა.შ. ეს ფაქტი მიმზიდველია იმის გამო, რომ დამატებითი დროის და ფინანსების დაფარვა არ უწევს მომხმარებელს იმისათვის რომ თვითონ დაიანგარიშოს ყოველთვიური გადახდის თარიღები, თანხის რაოდენობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ხშირად, იმის მაგივრად რომ ყოველთვე ახსოვდეს კლიენტს ის რიცხვი რომელშიც უნდა დაფაროს შენატანი, საბანკო დაწესებულება თვითონ აფრთხილებს კლიენტს მობილური შეტყობინების სახით რომ სასესხო ვალდებულების დაფარვის დრო ახლოვდება.

*რეკლამა

მაგრამ გაითვალისწინეთ, უნდა გააკეთოთ არჩევანი საკრედიტო ბარათსა და სამომხმარებლო სესხს შორის. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უამრავი დადებითი თვისება, თუმცა მაშინ როდესაც ერთის დანახარჯების დასაფარად მეორეს იყენებთ, საბოლოოდ რჩებით ორი ტიპის ვალთან – საკრედიტო ბარათი და სამომხმარებლო სესხი.

სამომხმარებლო სესხის უარყოფითი თვისებები.

პირველი, რაც ყველას გაახსენდება სამომხმარებლო სესხის აღებისას, ეს არის საათობრივი ფორმალური პროცესი რომელიც მოითხოვება კომერციული ბანკის მიერ იმისათვის რომ პიროვნებამ დაამტკიცოს მისი სრულწლოვანება, მისი ვინაობა, წარადგინოს თავისი საკრედიტო ისტორია, დაამტკიცოს რომ აქვს სტაბილური შემოსავალი, წარადგინოს თავდები პიროვნება და საბოლოოდ დაელოდოს პასუხს ბანკისგან, მიიჩნიეს თუ არა იგი პიროვნებად რომელიც იმსახურებს მათ სამომხმარებლო სესხს. რა თქმა უნდა ეს პროცესი გამარტივდა მას შემდეგ რაც ფინანსურ ბაზარზე შემოვიდა ონლაინ სესხები, თუმცა ამასაც საჭიროებს მუდმივი განახლება, წინასწარ არის დადგენილი თანხის რაოდენობა და ზღვარი რაშიც უნდა ჩაეტიო როდესაც ირჩევ სესხის ზომას.

სამომხმარებლო სესხი ყოველთვის საჭიროებს გარკვეული სახის საპროცენტო განაკვეთისა ან ფიქსირებული საკომისიო გადასახადის დაფარას მთლიანი ნასესხები თანხის თანხლებით. თუმცა, საკრედიტო ბარათები (მაგალითად) ისეა მოწყობილი რომ შესაძლოა მცირე რაოდენობის თანხაზე, მცირე ვადით, სულაც არ მოგიწიოთ დამატებითი გადასახადების გადახდა, თუ კი მას დროულად დააბრუნებთ. ეს ერთ-ერთი რამ არის რითიც საკრედიტო ბარათი ჯობნის სამომხმარებლო სესხს და რის გამოც ზოგიერთი მომხმარებელი თავს არიდებს სამომხმარებლო სესხის აღებას.

ყველაზე დიდი უარყოფითი თვისება და ყველაზე დიდი პრობლემა რაც არსებობს საქართველოში სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით, ეს არის ის რომ ხალხს არ გააჩნია ფინანსური კულტურა. მომხმარებლების უმრავლესობას არ შეუძლია საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაკონტროლება და ხშირად ეს მიზნობრივად ნასესხები ფულიც კი უაზროდ იფლანგება სხვადასხვა რამეში. ბევრ ჩვენგანს არ აქვს ის სპეციალური გამომუშავებული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ისარგებლებს გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, ან იმ შემთხვევებში როდესაც აუცილებლობა დგება სამომხმარებლო სესხის აღებისა.

ხშირად, ხალხი სამომხმარებლო სესხს იმის გამო იღებს რომ ისინი ხარჯავენ იმაზე მეტს რამდენსაც იღებენ ყოველთვიურად. სამწუხაროდ ეს არაოფიციალური სტატისტიკა ოფიციალური სახითაც მსგავსია და განაპირობებს ქართული მოსახლეობის საშინელ ფინანსურ მდგომარეობას. სამომხმარებლო სესხები არაჩვეულებრივი დამხმარეა გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, ონლაინ სესხები დიდი პოპულარობით სარგებლობს და გასაგებია რატომაც, მათი დადებითი თვისებები თვალნათლივ ჩანს, თუმცა ამ დადებით თვისებებთან ერთად, ხალხი სამწუხაროდ უარყოფით თვისებებს არიდებს თავს, ან ვერ ხედავს. ზოგს ჰგონია რომ ერთი სესხის აღებით მორჩება ყველაფერი, და შემდეგ ვეღარ ზომავს თავის ქმედებებს, ზოგს კი იმაზე მეტი ეხარჯება ამ ვალების დაფარვაში ვიდრე ეგონა. სწორედ ამ პრობლემების გამოა საჭირო ყველანაირი ინფორმაციის წინასწარ მოძიება სამომხმარებლო და ზოგადად სხვა სესხების შესახებ.

სამომხმარებლო სესხის გამოყენება მრავალმხრივ და მრავალგზის შეიძლება. მისი მოქნილობა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ცოტათი გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ფინანსური და პირადი ცხოვრება. არსებობს რამდენიმე ვარიანტი და მიზანი რისთვისაც შეიძლება გამოიყენო სამომხმარებლო სესხი. მათ შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება ამ მიზნებისთვის:

  • სასესხო ვალდებულების კონსოლიდაცია – რამდენიმე პატარა ვალის ერთ ვალში გაერთიანება (ერთჯერადად აღება სამომხმარებლო სესხის, რომელიც დაფარავს პატარა
  • ზომის ვალებს და შემდგომში მომხმარებელს მხოლოს ერთი დიდი ვალის დაფარვა მოუწევს ერთ ორგანიზაციაში)
  • ავტომობილის შეძენა, გარემონტება, განბაჟება, სხვა.
  • დასვენება, მოგზაურობა, დაბადების დღის აღნიშვნა, ქორწილი, სხვა წვეულებები.
  • სამოგზაურო დანახარჯების გაწევა, სამგზავრო ბილეთები, სასტუმროს დაჯავშნა.
  • სასწავლო დანახარჯების გაწევა, სასკოლო ან საუნივერსიტეტო წიგნების შეძენა, სასწავლო საფასურის გადახდა უნივერსიტეტსა და კოლეჯში.
  • სამედიცინო დანახარჯების გაწევა, სასწრაფო დახმარების დანახარჯები, წამლების ყიდვა, სხვა.
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაწევა, ბინის გარემონტება, მიწის შეძენა, მიწის ნაკვეთის გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა და სხვა.

ეს არის ის ძირითადი მიზნები რისი გულისთვისაც ასე ხშირად გამოიყენება სამომხმარებლო სესხი ჩვენი მოსახლეობის მიერ. ასეთი კულტურა გავრცელებულია სხვა ქვეყნებშიც და არა მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი.

თუ კი გადაწყვიტეთ სამომხმარებლო სესხის აღება რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვათ საკუთარ თავს და უპასუხოთ თქვენ თვითონვე. რა ზომის სესხი გნებავთ, რა ვადით, როგორი სახით და რამდენად აუცილებელია ამ სესხის აღება. პასუხებზეა დამოკიდებული ამ სესხის აღების აუცილებლობა, შემდგომ რა თქმა უნდა ინფორმაციის მოძიება და უფრო მეტის შესწავლაა საჭირო რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ და სარგებლიანად მოიხმაროთ ეს საბანკო სერვისი, რათა თქვენს წარმატებული საკრედიტო ისტორია შეგექმნათ და ბანკისთვისაც სასიამოვნო იყოს თქვენნაირ კლიენტთან მუშაობა.