კაცობრიობის დასაბამიდან, ადამიანები მუდმივად ზრუნავენ, რომ გარკვეული რეზერვები შეიქმნან, რაც სხვადასხვა დროს დაეხმარებათ სირთულეების გადალახვაში. ასე გრძელდება დღემდე. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად ჩვენი შემოსავალი საკმარისი არ არის სხვადასხვა მიზნების განსახორციელებლად. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში? მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, ყველაზე კარგი საშუალება გარკვეული სარეზერვო ფონდის შექმნაა.

ამ მიზნის მისაღწევად ბევრი გზა და საშუალება არსებობს. დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს აინტერესებს როგორ დააგროვოს თუნდაც მცირედი თანხა სხვადასხვა საჭიროებისათვის.

სანამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, უმჯობესია გავარკვიოთ რას ნიშნავს საგანგებო ფონდი და როგორ შეიძლება ის შევქმნათ. საგანეგბო ფონდი წარმოდგენს იმ თანხას, რომელსაც თქვენ აგროვებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა გაუმკლავდეთ თქვენ ცხოვრებაში დაუგეგმავად წარმოქმნილ ფინანსურ სირთულეებს.

როგორც წესი, თქვენ არ სარგებლობთ აღნიშნული ფონდით. თანხა უბრალოდ გიდევთ ანგარიშზე, რომელსაც პერიოდულად საპროცენტო სარგებელიც კი ერიცხება და ასე გრძელდება იმ დრომდე, სანამ არ დადგება მისი გამოყენების გარდაუვალი აუცილებლობა. მაგალითად: იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაკარგავთ სამუშაოს და გჭირდებათ თანხა იმ პერიოდამდე სანამ ახალს იშოვით, ან მოულოდნელად თქვენი ავტომობილი გამოვა მწყობრიდან და აუცილებელია მისი შეკეთება და ასე შემდეგ.

ხშირად, ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ასეთი ტიპის საგანგებოდ განადახული ფინანსები, თვლიან, რომ ფული, რომელსაც თუნდაც საბანკო ანგარიშზე შეინახავ და ხელს არ მოკიდებ განსაკუთრებულ პერიოდამდე, უსარგებლოა. თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ არის. სარეზერვო ფონდის ქონა ფაქტობრივად ჟანგბადივით არის თქვენთვის. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მოულოდნელი ხარჯის გაწევაა საჭირო. თქვენ ამ დროს არ მოგიწევთ პანიკაში ჩავარდნა, გამოსავალის ძებნა, ახლობლებისა და მეგობრებისაგან დახმარების თხოვნა. ასეთ დროს საკმარისია ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება.

*რეკლამა

თუ თქვენ არასოდეს გისარგებლიათ მსგავსი ტიპის დანაზოგით, გირჩევთ დაიწყოთ დაგროვება მცირე მიზნებისთვის. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია დიდი და ხანგრძლივი მიზნებისთვის ფულის მოგროვება, თუმცა გარკვეული ჩვევებისა და უნარების გამოსამუშავებლად ეს საუკეთესო გზაა.
ალბათ გაინტერესებთ რა გზით შეგიძლიათ დააგროვოთ. როგორც წესი საუკეთესო გამოსავალი საბანკო ანაბრებია. თქვენი მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, საშუალება გაქვთ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ანაბარი.

ქართული საბანკო სივრცე მრავალფეროვან არჩევანს თავაზობს მომხმარებელს. საჭიროებიდან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მოთხოვნამდე, ვადიანი, უზრუნველყოფილი და სხვა მრავალი ტიპის ანაბრით.

მოთხოვნამდე ანაბარი გულისხმობს თანხის დაგროვების ისეთ საშუალებას, როდესაც თქვენ თავად განსაზღვრავთ, როდის დაასრულოთ შეგროვება. რაიმე კონკრეტული ვადა ამ ტიპის ანგარიშისათვის განსაზღვრული არ არის და ის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაანულოთ. ბუნებრივია, სხვა ტიპის ანაბრის შემთხვევაშიც გაქვთ თქვენთვის სასრუველ დროს თანხის გამოყენების საშუალება, თუმცა აქ მცირედი განსხვავებაა. როდესაც ბანკი კონკრეტული ვადით ქმნის თქვენ საანაბრე ანგარიშს, თქვენ კი არღვევთ ნაკისრ ვალდებულებას და დათქმულ დროზე ადრე წყვეტთ ხელშეკრულებას, შესაძლოა არ დაგერიცხოთ საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩვეულებრივ განსაზღვრულია ანაბრებისათვის. თუმცა, ყველაფერი ინდივიდუალურად განიხილება და ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად უარს გეტყვიან დაგროვებულ თანხაზე სარგებლის გაცემაზე.

გარდა იმისა, რომ ანაბარზე დააგროვებთ თანხას, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებით საშუალებად არსებულ ფინანსურ ვალდებულებებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად, ამით კი პირდაპირპროპორციულად შეძლებთ დამატებითი თანხის დაზოგვას და სხვა, მნიშვნელოვანი მიზნებისთვის შენახვას ან გამოყენებას. ფაქტობრივად ყველა ბანკი შემოგთავაზებთ ისეთ პროდუქტს, როგორიც ანაბრით უზრუნველყოფილი სესხია. ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენ მიერ შექმნილი სარეზერვო ფონდი, ფაქტობრივად გარანტია ბანკისათვის, რომ ნასესხებ თანხას დააბრუნებთ შესაბამისი გრაფიკითა და ოდენობით.

მნიშვნელოვანი ფაქტორი ანაბრებთან დაკავშირებით ისიც შეიძლება იყოს, რომ მშობლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საბავშვო ანაბრით. რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ შვილებს დაბადებიდანვე მისცეთ საშუალება ჰქონდეთ უზრუნველი მომავალი. ამ ტიპის ანაბარი გულისხმობს თანხის შეგროვებადი ანგარიშის გახსნას თქვენი შვილის სახელზე, რომლით სარგებლობაც ბავშვს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ექნება. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში კი, სანამ თანხას დააგროვებთ, მას დამატებით დაერიცხება საპროცენტო სარგებელი და რეალურად თქვენ საშუალებას მისცემთ თქვენ შვილს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ჰქონდეს საკუთარი თანხა სხვადასხვა მიზნობრიობით გამოსაყენებლად, იქნება ეს განათლება, ქონების შეძენა თუ რაიმე სხვა.