თანამედროვე სამყაროში რიგითი ადამიანები ხშირად დგებიან ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება სხვადასხვა სახის შემთხვევებისათვის. მაგალითად ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიც არის: მოგზაურობა, რაიმე ნივთის შეძენა, გაუთვალისწინებელი ხარჯები და ა. შ. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ხელფასი ჯერ კიდევ შორს არის, ხოლო თქვენს ხელთ არსებული თანხა არ არის საკმარისი წარმოქნილი ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად ან თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად?

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს კომერციული ორგანიზაციები, რომლებიც საშუალებას მოგცემენ, მიიღოთ მომენტალური დაფინანსება და თქვენთვის მოსახერხებლი გრაფიკით დაფაროთ აღებული სესხი. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ კომერციული ბანკები არ გასცემენ სესხს? ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სწრაფ სესხებს გასცემენ და მომხმარებელთა საჭიროებებს აკმაყოფილებენ.

სწრაფი სესხის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არის მოქნილი, სწრაფი და მარტივია მისი აღება. აღნიშნული სესხის ასაღებად არ არის საჭირო გრძელ და დამღლელ რიგებში დგომა. მისი აღება სახლიდან გაუსვლელადაც კი არის შესაძლებელი და თანაც ბევრი ბიუროკრატიული დოკუმენტის მომზადების გარეშე. სულ რამდენიმე წუთში, რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, თანხა თქვენს პირად ანგარიშზე ჩაირიცხება. სწორედ, ამიტომ, ეს ბაზარი მუდმივად იზრდება, რადგან ადამიანებს ხშირად სჭირდებათ სწრაფი სესხი, რათა მათ წინაშე წარმოქმნილი პრობლემები დროულად გადაჭრან.

ამჟამად ქართულ ფინანსურ ბაზარზე ძალიან ბევრი კომპანია ოპერირებს, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მოცულობის, საპროცენტო განაკვეთისა თუ ვადის სწრაფ სესხს სთავაზობს. მომხმარებელს აქვს დიდი და ფართო არჩევანი, თუმცა ამ პირობებშიც კი არის შესაძლებელი, რომ ისინი დაიბნენ და მათთვის ნაკლებად მომგებიანი და მეტად ხარჯიანი არჩევანი გააკეთონ.

zcredit.eu თავის მომხმარებელს სთავაზობს, ყველა სახის სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ. საიტზე გვხვდება სასარგებლო ინფორმაცია ავტო სესხების, საკრედიტო ხაზის, სმს სესხებისა თუ ვალის კონსოლიდაციის შესახებ.

რამდენიმე საიტზე ინფორმაციის მოძიებისა და დამატებითი სირთულეების თავიდან არიდების მიზნით, zcredit.eu-ზე თავმოყრილია ის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს მისთვის მომგებიანი გადაწყვეტილება და მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია. საიტზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია გავიგოთ, რომ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი არის როგორიც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სესხის აღებაც. ქართულ ფინანსურ ბაზარზე ფუნქციონირებს ისეთი კომპანიებიც, რომლებიც მომხმარებელს სთვაზობენ სესხის გადანაწილებას რამდენიმე წელზეც კი.

*რეკლამა

იმისათვის, რომ მსესხებელმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოიპოვოს ნდობა, თავდაპირველად ეძლევა მცირე ოდენობის სესხი, ხოლო რამდენჯერმე ამ უკანასკნელის წარმატებით დაფარვის შემთხვევაში, მისი საკრედიტო ხაზი იზრდება და შემდგომ კლიენტს უკვე საშუალება აქვს, ისარგებლოს გაზრდილი კრედიტით და პრობლემების გარეშე მოაგვაროს მის წინაშე არსებული ფინანსური გამოწვევები. გარდა ზემო ხსენებულისა, მიკროსაფინანსო ორგანიზების მიერ გაცემულ სესხებს აქვს ისეთი უპირატესობა, რაც გამოარჩევს მათ ტრადიციული კომერციული ბანკებისგან. ეს არის უპროცენტო პირველი სესხი. პირველ ჯერზე სესხის აღების დროს, სესხის მაქსიმალური მოცულობა, უმრავლეს შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს. მომხამრებელი პირველ ჯერზე მისი აღების შემთხვევაში, აბრუნებს ზუსტად 300 ლარს და არ მოუწევს ზედმეტი საკომისიოს თუ პროცენტის გადახდა. მათ მიერ აღებული სესხიკი უნდა დაიფაროს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში კი, სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, რადგან მოკლევადიანი სესხისგან განსხვავებით, აქ უფრო მეტი მოთხოვნა არის და უფრო მეტი კრიტერიუმიც გვხვდება, რომლებიც სესხის ამღებმა უნდა დააკმაყოფილოს.

რაც შეეხება, უშუალოდ სწრაფი სესხის აღების პროცედურას, ის რამდენიმე მარტივი საფეხურისგან შედგება. პირველ რიგში, აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს დადგენილი ასაკობრივი ზღვარი. თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის და აუცილებლად 60 წელზე ნაკლების (ეს მოთხოვნა არის თითქმის ყველა მიკრო საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაწესებული). ამას გარდა, აუცილებელი არის ინტერნეტ კავშირისა და აქტიური საბანკო ანგარიშის ქონა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოთხსენებულ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებთ, თქვენთვის სესხის აღება ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. სესხის ღების ინსტრუქცია კი შემდეგნაირია:

  • ნაბიჯი 1 – იმ შემთხვევაში, თუ პირველად იღებთ სწრაფ სესხს, აუცილებელ მოთხოვნას მარტივი რეგისტრაციის გავლა წარმოადგენს. სარეგისტრაციო ფორმის დასაწყისში უნდა მიუთითოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად იქნება დაცული და არ მოხდება მათი მესამე პირისათვის გამჟღავნება. კერძო მონაცემები მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას: პირადი ინფორმაცია სესხის ამღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, სქესი, ინფორმაცია ყოველთვიური შემოსავლის შესახებ, სამუშაო ადგილი და დაკავებული თანამდებობა, ელექტრონული ფოსტა და რაღა თქმა უნდა, პაროლი, რომელიც გამოიყენებთ აღნიშნულ ვებ გვერდზე შესასვლელად.
  • ნაბიჯი 2 – ამ ეტაპზე თქვენ გიწევთ, თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაციის დადასტურება.
  • ნაბიჯი 3 – ამ დასკვნით ეტაპზე, თქვენ უნდა გაიაროთ იდენტიფიკაცია, რომლის დროსაც უნდა დაადასტუროთ პირადი ანგარიში. კომპანიების უმრავლესობა ამ ეტაპის შესრულების დროს, სესხის ამღებს სთხოვს სიმბოლური თანხის, 0.01 თეთრის, გადარიცხვას. გასათვალისწინებელი არის ის ფაქტი, რომ თანხა უნდა გადაირიცხოს სესხის ამღების პირადი ანგარიშიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა არ დამტკიცდება.

ზოგადად, სესხის მიზნობრიობის სხვადასხვა სახეობა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი არის ვალის კონსოლიდაცია. ეს პროცესი გულისხმობს, მსესხებლისთვის არსებული მცირე სესხების ერთ დიდ სესხში გაერთიანებას. ამის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თქვენ არ გიწევთ მრავალ მიკრო საფინანსო ორგანიზაციასთან თუ კომერციულ ბანკთან ურთიერთობა. სხვადასხვა სესხის არსებობის დროს შესაძლოა წააწყდეთ ძალიან ბევრ პრობლემას. მაგალითად ისეთ სირთულეებს, როგორიც არის უამრავი სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთი, ასევე განსხვავებული სახისა თუ ტიპის ფარული პროცენტები, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ. თუ კარგად დაუფიქრდებით, ეს მართლაც სირთულეს წარმოადგენს, რადგანაც ერთ კლიენტს სხვადასხვა სესხი აქვს და არ იყენებს გადახდის ავტომატურ ხერხებს. შესაბამისად ძალაინ მარტივად შიძლება შეცდომაში შეხვიდეთ, ან დაგავიწყდეთ რომელიმე მათგანის დროულად გადახდა. გასათვალისწინებელი არის, ასევე, ის ფაქტიც, რომ ყველა კრედიტორს საკუთარი წესები, დაფარვის ვადები, პირგასამტეხლოები, წინსწრებით დაფარვის საკომისიოები და, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა ვალუტებში გაცემული კრედიტები აქვთ.

ყოველივე ზემოთ ხსენებულის თავიდან არიდების მიზნით, თქვენ შეგიძლიათ სესხების კონსოლიდაცია და კერძო ფინანსური ინსტიტუტის ან მიკრო საფინანსო ორგანიზაციის დახმარებით დააფინანსოთ თქვენი სესხები.

ფინანსირების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს ავტო სესხი. მოგეხსენებათ, ზოგადად, კერძო ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩვენს ცხოვრებაში. მათი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია სხვებისგან დამოუკიდებლი ვიყოთ, არ დაველოდოთ სამარშრუტო ტაქსის, მეტროს ან ავტობუსებს. ავტომობილების შესაძენად კი მოგეხსენებათ, ერთიანი თანხა თითქმის არავის გააჩნია, რადგან ის ფუფუნების საშუალებაა და ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ძვირადღირებულიც. zcredit.eu საშუალებას აძლებს სესხის ამღებ პირებს მოიძიონ კომპანიები, რომლებიც მათ ავტო სესხს სთავაზობენ. ავტომობილებთან დაკავშირებით ყველაზე პოპულარული არის შემდეგი სახეობის სესხები: ავტო სესხი და ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი.

  • ავტო სესხი – ეს არის უბრალო ავტო კრედიტი, რომლის აღების მიზანია მეორადი ავტომანქანის შეძენა. სესხის თანხის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 10 000 ლარს და სესხი შეძენილი ავტომანქანით არის უზრუნველყოფილი. ეს ერთგვარად დაზღვევას წარმოადგენს სესხის გამცემისთვის, რადგან იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხებს კრედიტის დაფარვას, კრედიტორს შეუძლია ცალმხრივად გაწყვიტოს სესხის ხელშეკრულება და მოითხოვოს სესხში ჩადებული ავტომობილი. ამ კრედიტის ხანგრძლივობა, როგორც წესი, რამდენიმე წელს შეადგენს.
  • ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი – ეს არის კრედიტი, რომელიც მიზნად შესაძლოა არ ისახავდეს ახალი ავტომობილის შეძენას. თუ სესხის ამღების მიზანს ახალი ავტომობილით ძველის ჩანაცვლება წარმოადგენს, მაშინ სესხი ზედგამოჭრილია სესხის ამღებისთვის. თუ ზემოთხსენებული სესხის მიზანს წარმოადგენს თუნდაც სესხების კონსოლიდაცია ან უეცრად წარმოქნილი საჭიროება, მაშინ მას შეუძლია ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი გააკეთოს და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები. გასათვალიწინებელი არის ის ფაქტიც, რომ ამ ასეთი კრედიტის აღების შემთხვევაში, სესხის ამღები ინარჩუნებს ავტომობილის ტარების უფლებას, თუმცა კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებას იტოვებს გაფრთხილების გარეშე ჩამოგართვათ დაგირავებული ავტომობილი.