დღევანდელ რეალობაში რთულად მოიძებნება ადამიანი რომელიც არ სარგებლობს საბანკო მომსახურებით. 21-ე საუკუნეში ფინანსური საქმიანობები განვითარდა და ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით, დღეს ყველას აქვს თავისი “მინი-ბანკი” ჯიბეში, მობილური აპლიკაციით და ონლაინ ბანკის სახით. ჩვენი ფინანსური ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ვირტუალური ფულის გამოჩენის შემდეგ, ჩვენი წარმოდგენა ფულის შესახებ დღემდე იცვლება, იცვლება ვალუტები – მატერიალური და ფიზიკური მდგომარეობიდან გადავიდა ვირტუალურში, წარმოიშვა კრიპტო ვალუტები, ფინანსურ სამყაროში ხდება გადატრიალებები, პოპულარული გახდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მათი უმთავრესი სერვისი – სწრაფი სესხი.

სწრაფ სესხებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ცუდი სახელი და უარყოფითი დამოკიფებულება აქვთ დამკვიდრებული საზოგადოების თვალში. ძირითადად მათი სახელი დაკავშირებულია გაძარცვასთან, მაქინაციებთან, ვალთან და ა.შ უსიამოვნო საფინანსო ვალდებულებებთან. რეალურად, სწრაფი სესხის მიზანი არის ფინანსური შემოსავლების არასტაბილურობის პრობლემის მოგვარება. ადამიანებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა ბიუჯეტირება და თავიანთი პერსონალუტი ბიუჯეტის გაკონტროლება, დაგეგმარება. შემოსავლებისა და დანახარჯებისთვის თვალყურის დევნება. სხვადასხვა საბანკო დაწესებებებიც კი უკვე სთავაზობენ კლიენტებს ონლაინ ბანკსა და მობილურ ბანკებზე ფინანსურ ანალიზს და მათი მხარჯველობითი სტატისტიკის გრაფებს. მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე ადამიანი უკვე დეტალურად აკონტროლებს და თვალს ადევნებს საკუთარ ფინანსებს, საფინანსო სფერო დღემდე არასტაბილური რჩება და ცხოვრების მერყეობიდან გამომდინარე, მოულოდნელი პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას, გახდეს დამატებითი ფინანსური სახსრების მიღების აუცილებლობა და ა.შ. სამწუხაროდ, არ არის იმის საშუალება რომ ადამიანმა რამდენიმე ადგილას ერთდროულად იმუშაოს, ან კიდევ წინასწარ აიღოს თავისი კუთვნილი ხელფასი. შესაბამისად, დრო დგება რომ ვალი დაიდოს ადამიანმა. ვალი – სასესხო ვალდებულება, ყველაზე ხშირად ბანკისგან გაიცემა, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი ფინანსური სახსრების დანაკლისის დროებით შევსებისთვის. ყოველივე ეს და სრულიად სესხის აღების პროცესი დაკავშირებული არის დიდ დროსა და საპროცენტო დანახარჯებთან. თუმცა, ეს პრობლემაც არ რჩება მოუგვარებელი.

ფინანსური სფერო დღითიდღე ვითარდება და შესაბამისად სიახლეებიც არაა გასაკვირი. სწრაფი სესხისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე შემოსვლაც არ იყო არავისთვის მოულოდნელი, მათ პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვეს თავიანთი მოქნილობით, ელასტიურობითა და ხელმისაწვდომობით. არსებობს ათობით წყარო საიდანაც დღესდღეობით ქართველ მოსახლეობას შეუძლია მიიღოს სწრაფი სესხი. დღითიდღე უფრო მეტი და მეტი მსგავსი ორგანიზაცია იქმნება და მათი სრული ჩამონათვალი რთულად განსასაზღვრია, ყველას აქვს განსაკუთრებული შეთავაზებები, ტარიფები და შეღავათები.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანმა მიიღოს მაქსიმალური და ამომწურავი განათლება ფინანსებთან და სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებულ ნაბიჯის გადადგმაზე. ცნობილია რომ, სწრაფი სესხის აღება სრულწლოვანებას მიღწეულ პირს (18 წელს ზევით პირს) შეუძლია, ასეთი ორგანიზაციების რეგულაციაში ჩახედვაც არ იქნებოდა ურიგო. უმეტესობა ორგანიზაციებისა მაქსიმალურად მორგებულია კლიენტზე და მათ მოთხოვნებზე, თუმცა ითვალისწინებენ მათ ფინანსურ შესაძლებლობებსა და გადახდისუნარიანობას, ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ხდება ზოგადად სესხის გაცემა, სულ რამდენიმე წუთში. განათლების მიღება და ინფორმაციის მოძიება გადამწყვეტიც შეიძლება იყოს კლიენტისთვის. არსებობს პლატფორმები რომლებიც აწვდიან მომხმარებლებს საინფორმაციო და საფინანსო მომსახურებას, სტატიებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას, მაგალითად როგორიცაა სესხები 18 წელს ზევით ასაკის პირებისთვის და სხვა. zcredit.eu არის პლატფორმა რომელიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა ონლაინ სესხებისა და სწრაფი სესხების შესახებ, მიმოიხილავს სხვადასხვა საიტებს, ორგანიზაციების საპროცენტო განაკვეთებს, სესხის მიღების წინასწარ განსაზღვრულ დროსა და სხვა საჭირო ინფორმაციას.

*რეკლამა

რატომ გახდა სწრაფი და ონლაინ სესხი ასეთი პოპულარული? არსებობს ამისი რამდენიმე მიზეზი:

  1. სისწრაფე – რაც ყველაზე მოსალოდნელი და ლოგიკური უპირატესობაა ონლაინ სესხისა, ეს არის მათი მიღების სიჩქარე. სწრაფი სესხი მომენტალურად გარკვეული თანხის მიღებისა და აუცილებელი პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტის გარანტი ხდება. მაქსიმალურად განსაზღვრული 15 წუთის განმავლობაში კლიენტი იღებს გარანტირებულ თანხას.
  2. თანხის რაოდენობის დიაპაზონი არ არის კოლოსალური. სწრაფ სესხზე როდესაც ვსაუბრობთ იგულისხმება რეალური და გარკვეულ ფარგლებს შორის მოქცეული თანხა, რომელიც არ წარმოადგენს რაიმე კოლოსალური ზომის ფინანსურ ვალს რისი გადახდაც მომავალში შექმნის პრობლემას როგორც კლიენტისთვის ისე ორგანიზაციისათვის.
  3. ხელმისაწვდომობა – როგორც უკვე ავღნიშნეთ, ონლაინ სესხის აღება 18 წლის და 18 წელს გადაცილებულ პირსაც შეუძლია, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი და კომპიუტერი ან სმარტფონი რომლითაც შეხვალთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებგვერდზე და მიიღებთ სწრაფ სესხს.რაც მთავარია, ონლაინ სესხის აღებას არ სჭირდება რაიმე ფიზიკურ ადგილას მისვლა, მისი მიღება ხდება სახლიდან, ოფისიდან, ან სხვა ადგილიდან.
  4. საუკეთესოა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის – ცხოვრება მერყევია და როგორც უკვე ვახსენეთ, დეტალური და მუდმივი ბიუჯეტირებაც კი ვერ ააცილებს თავიდან ყველაზე გამოცდილ და პედანტურ ბუღალტერსაც კი ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს რომლებიც საჭიროებს დამატებით თანხას და ფინანსურ სახსრებს. ონლაინ სესხი რომელიც სულ რაღაც 15 წუთში გაიცემა არის არაჩვეულებრივი ფინანსური ხელსაწყო ასეთი შემთხვევებისთვის.
  5. მრავალი არჩევანი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ფაქტი ის არის რომ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების ასობით არჩევანი გვაქვს. განსხვავებით ბანკებისა, რომლებიც ქვეყანაში არის რამდენიმე ერთეული და როგორც წესი ძირითდად ეს სფერო მონოპოლიაშია გახვეული, სწრაფი სესხის გამცემი ორგანზაციების სიმრავლე გვაძლევს არჩევანის გაკეთების საშუალებას, შესაბამისად შეზღუდულიც არ ვართ ჩვენ – მომხმარებლები.

დადებით თვისებებთან ერთად, საუბრობენ უარყოფით თვისბებებზეც, რაც როგორც წესი ყველა მოვლენას თან ახლავს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი sesxebi online ის არის რომ ასეთი მომსახურების გამცემი მრავალი კომპანია არსებობს და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთიც განსხვავებული არის სესხის გამცემის მიხედვით. ასევე დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს რეგულაციებსა და კანონებს. როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში ეს სფერო დარეგულირებულია სახელმწიფო კანონმდებლობის მიერ, თუმცა ასეთი კომერციული პირები საკმაოდ ხშირად საკუთარ რეგულაციებს აწესებენ რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს დავის წარმოქმნის შემთხვევაში მათ სასარგებლოდ. ეს საკითხი საშიშია მხოლოდ მაშინ როდესაც კლიენტი არ არის გარკვეული სესხის გამცემი ორგანიზაციის კანონმდებლობაში და არ მიიღებს შესაბამის ინფორმაციას მანამ სანამ დათანხმდება ონლაინ სესხის აღებაზე.

საკმაოდ ლოგიკური მიზეზებია იმისა თუ რატომ მიმართავს საზოგადოება ხშირად ასეთ საფინანსო მომსახურებას და რატომ შიშობს ბევრი ასეთ ორგანიზაციებთან კავშირს. გჭირდება ფული და თანაც სასწრაფოდ? თუმცა არ გინდა დამღლელი და დროის წამრთმევი პროცედურების გავლა რომლებიც მოითხოვს ბანკში ფიზიკურად ყოფნას? გინდა ფულის მიღება მომენტალურად, ყველანაირი მიზეზობრივი ახსნის და შემდგომ დასტურის ლოდინის გარეშე? გღლის ათასი დოკუმენტის წაკითხვა და ხელის მოწერა მხოლოდ იმისათვის რომ ელოდო პასუხს 2-3 დღე და მხოლოდ მას შემდეგ მიიღო თანხა? ამ პრობლემის მოგვარება უკვე წლებია შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ სესხის გამცემი კომპანიების დახმარებით. ყველაფერი რაზეც აქამდე ვისაუბრეთ მიდის იმ გადაწყვეტილებისაკენ რასაც ზემოთ დასმული კითხვები საჭიროებს.

აიღო თუ არა სწრაფი სესხი – შენი გადასაწყვეტია და დიდად არის დამოკიდებული შენს ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობაზე. მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ გესაჭიროება თუ არა ასეთი ტიპის სესხის აღება, გაითვალისწინებ რა დადებით და უარყოფით მომენტებს რაც თან ახლავს ონლაინ სესხს – შეგიძლია უშეცდომოდ გადადგა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სწრაფი სესხი საკმაოდ გამოსადეგი ხელსაწყო შეიძლება იყოს მაშინ როდესაც მცირე ზომის თანხის სესხება გჭირდება. თუ კი სწორად გამოიყენებთ ამ სერვისს და რა თქმა უნდა კარგი განზრახვით, თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება და დადებითი გამოცდილება ამ სერვისის მიმართ მოგიტანთ მრავალ წარმატებულ სამომავლო თანამშრომლობას მსგავს დაწესებულებებთან. როგორც კლიენტმა, თქვენ უნდა იცოდეთ და გაეცნოთ ონლაინ სესხის დადებით და უარყოფით მხარეებს, რათა საბოლოოდ მოგებულად გამოხვიდეთ თქვენ და ზუსტად იმ მიზნით მოიხმაროთ სწრაფი სესხის სერვისები რისთვისაც არიან ისინი განკუთვნილნი.