ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც მას ესაჭიროება დამატებითი ფინანსური შემოსავალი. ასეთი მომენტი შეიძლება იყოს რაიმე დღესასწაული, ახალი ნივთის შეძენა, უკვე არსებული ნივთის გაუმჯობესება ან გარემონტება, გაუთვალისწინებელი მდგომარეობის წარმოქმნა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება, გაუთვალისწინებელი კომუნალური დანახარჯების დაფარვა, უბრალოდ დამატებითი საკვების ან ტანსაცმლის ყიდვა და სხვა. მათთვის ვისაც მაღალი სტაბილური შემოსავალი აქვს, ასეთი დანახარჯის გაწევა საკმაოდ მარტივი იქნება, თუმცა მათ ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს და დიდი თანხის შეგროვებას, რაიმე ტექნიკის საყიდლად ან დასასვენებლად სხვა ქვეყანაში წასასვლელად დიდი დრო დასჭირდება. ისინიც კი, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, ზოგჯერ გრძნობენ სასესხო ვალდებულების აღების აუცილებლობას. ორი ყველაზე პოპულაური ვარიანტი ასეთი შემთხვევის ხარჯების დასაფარად არის სამომხმარებლო კრედიტი და საკრედიტო ბარათი.

რა განსხვავება არის სამომხმარებლო სესხსა და საკრედიტო ბარათს შორის?

სამომხმარებლო კრედიტი იპოთეკურ სესხს წააგავს – მიდიხარ ბანკის ფიზიკურ ოფისში, ითხოვ გარკვეული თანხის მიღებას დიდი რაოდენობით, წარადგენ წინასწარ მოთხოვნილ რეკვიზიტებს და ელოდები მათ პასუხს. დასტურის შემთხვევაში თანხა გეძლევა, გარკვეული საპროცენტო განაკვეთით და რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს თანხა სრულად უნდა დაფაროთ, დამატებული ამას საპროცენტო განაკვეთიდან მიღებული თანხა.

საკრედიტო ბარათი ნაკლებად სტრუქტურიზებულ და უფრო მეტად მოქნილ მომსახურებას გვთავაზობს. რა თქმა უნდა საკრედიტო ბარათის მიღებაც კომერციულ ბანკში ხდება, იგივე რეკვიზიტების წარდგენით, პიროვნების სრულწლოვნების დამტკიცებით და ა.შ. თუმცა ეს პროცესი ერთჯერადია და ცოტათი განსხვავებული შედეგი აქვს. ამ პროცესის შემდეგ პიროვნება იღებს საკრედიტო ბარათს რომელსაც აქვს კრედიტის მიღების ლიმიტი. თანხის აღება მომხმარებელს ამ ბარათიდან შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი რაოდენობით თუ კი ეს წინასწარ დაწესებულ ლიმიტს არ სცილდება. ზოგიერთი საკრედიტო ბარათი ითხოვს მინიმალურ ყოველკვირეულ ან ყოველთვიურ შენატანს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ პრეფერენციებს დააყენებთ ამ ბარათზე თქვენ თვითონ. ზოგადად, ყველა საკრედიტო ბარათის ტრანზაქცია თვის ბოლოს დაფარული უნდა იყოს, რათა მეორე თვეს ისევ ჩვეულებრივად განაგრძოთ თქვენი ბარათით სარგებლობა. საკრედიტო ბარათები ხშირად გაიცემა საპროცენტო განაკვეთის გარეშე რამდენიმე დღით, რათა წახალისდეს მომხმარებელი, თუმცა ამის შემდეგ ჩვეულებრივად გრძელდება საპროცენტო განაკვეთიდან გამოანგარიშებული თანხის დაფარვაც. სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, საკრედიტო ბარათი შეიძლება წლობით ჰქონდეს მომხმარებელს და მინიმალური თანხებიც კი გამოიტანოს. მაგალითად, უცბათ დაგჭირდათ 50 ლარი იმისათვის რომ კომუნალური გადასახადები დაფაროთ, თქვენს გადასახადს ვადა გასდის მალე და არც იმისი დრო გაქვთ რომ ბანკში წახვიდეთ და სამომხმარებლო სესხი აიღოთ. საკრედიტო ბარათის მფლობელები უცბათ გამოიტანენ თანხას თავიანთი ბარათიდან ვალის სახით და დაფარავენ კომუნალურ გადასახადებს. თვის ბოლოს კი მათ მოუწევთ ამ აღებული 50 ლარის დაფარვა, რათა მეორე თვიდან თავიდან დაიწყოს ფულის ვალად აღება ამ ბარათიდან.

როდის არის უკეთესი რომ მივმართოთ სამომხმარებლო სესხს?

თქვენი იდეალური საკრედიტო მომსახურება დამოკიდებული არის თქვენზე და თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა სამომხმარებლო კრედიტი ხშირად არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც მომხმარებლები იღებენ როდესაც დიდი რაოენობის თანხის მიღება სჭირდებათ სასწრაფოდ, კონკრეტული მიზნობრივი პირობებით თუმცა ერთდროულად ამ თანხის გადახდა არ შეუძლიათ და შესაბამისად მიმართავენ საბანკო დაწესებულებებს.

სამომხმარებლო სესხის ერთ-ერთი დადებითი მხარე არის ის რომ იგი თავიდანვე ორგანიზებულია. ეს იმას გულისხმობს რომ სავარაუდო პირობები თავიდანვე ცნობილია მომხმარებლისთვის, წინასწარ არის განსაზღვრული რეკვიზიტების სია და პასუხის ლოდინის პერიოდი. ყველა კლიენტს მიეწოდება ის ინფორმაცია რაც საჭიროა იმისათვის რომ მათ იცოდნენ თუ რა ნაბიჯს დგავენ. მსგავსი სიტუაცია იქმნება როდესაც სამომხმარებლო სესხს იღებენ ონლაინ კრედიტის გამცემი კომპანიებისგან. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო გამარტივებულია ყველაფერი. ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი ყველანაირი ინფორმაციის მიღება მოთხოვნილ რეკვიზიტებთან დაკავშირებით, სახლიდან გასვლის გარეშე შესაძლებელია ამ რეკვიზიტების ჩაბარება და სესხის მიღება.

სამომხმარებლო სესხის აღება განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც იცით რომ საპროცენტო განაკვეთის მაგივრად, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს ბანკის გადაწყვეტილებით, თქვენ იხდის ფიქსირებულ საკომისიოს. ეს ვრცელდება ზოგიერთ ბანკზე საქართველოში და ასევე ონლაინ სესხების მომსახურებაზეც. ასეთი მომსახურება იმით არის კარგი, რომ წინასწარ იცი რა თანხის გადახდა მოგიწევს ყოველ თვე და შესაბამისად საკუთარ ბიუჯეტსაც სასარგებლოდ და ეფექტურად დაგეგმავთ მომდევნო თვისთვის.

*რეკლამა

თუმცა ზოგიერთი მომხმარებლისთვის, სამომხმარებლო სესხის სტრუქტურული სახე შეიძლება უარყოფითი ნიშნის განმაპირობებელიც იყოს. გამომდინარე იქიდან რომ სამომხმარებლო სახეს წინასწარ აქვს მიცემული ფიქსირებული სახე, განსაზღვრულია წინასწარ რა თანხა გაიცემა, რა ვადით და ა.შ. ანუ იმ მოქნილობას არ აძლევს მომხმარებელს რაც ზოგიერთი მათგანის მოთხოვნილებაში შედის. ზოგიერთ სამომხმარებლო კრედიტს აქვს განსხვავებული მოთხოვნები, მაგალითად : ზოგიერთი სესხი, რომელსაც დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, მიმზიდველად ჩანს, თუმცა პირობების მიხედვით, იმისათვის რომ სესხის გადახდის გარანტია ჰქონდეს კრედიტის გამცემ ორგანიზაციას, გირაოს სახით მომხმარებელმა თავის მფლობელობაში მქონე ქონება უნდა ჩადოს. ამ შემთხვევაში გასაგებია რატომაც შეიძლება აითვალწუნოს მომხმარებელმა სამომხმარებლო სესხი, მიდიხარ საკუთარი ნივთის დაკარგვის რისკზე.

საბოლოოდ, სამომხმარებლო სესხის აღება დადებითად შეიძლება აისახოს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. ისინი ვინც დროულად და კარგად იხდიან თავიანთ სესხებს ითვლებიან საბანკო ორგანიზაციების სასურველ კლიენტებად და შესაბამისად ხშირად ფასდაკლებებიც კი ეძლევათ, მსგავსი შემთხვევა ონლაინ სესხების გამცემ ორგანიზაციებშიც გავრცელებულია ერთგული კლიენტების წასახალისებლად. თუმცა, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად შეუძლია იმოქმედოს ასეთმა სესხმა მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე, იმ შემთხვევაში როდესაც მომხმარებელი თანხის დაფარვას ვერ ახერხებს.

როდის არის უკეთესი საკრედიტო ბარათის გამოყენება?

საკრედიტო ბარათი ხშირად არის საუკეთსო გადაწყვეტილება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ მოქნილობას და მოხერხებულობას. გამომდინარე იქიდან, რომ საკრედიტო ბარათის მეშვეობით თანხის სესხება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, სხვადასხვა მცირე და დიდი რაოდენობის თანხით, თუ კი ეს თანხა ბარათის ლიმიტს არ აჭარბებს. დადებითი მხარე საკრედიტო ბარათისა არის ის რომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხელსაწყოა მაშინ როდესაც მცირე თანხის გამოტანა გესაჭიროებათ სესხის სახით. ამ შემთხვევაში საბანკო დაწესებულებაში წასვლაც კი არ მოგიწევთ, უბრალოდ თქვენი ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ბანკომატით, ასევე ონლაინ შოპინგის დროსაც. იმ შემთხვევაში თუ ეს თანხები რაც ვალის სახით გამოგაქვთ თქვენი საკრედიტო ბარათიდან მცირე რაოდენობისაა და მალე გადახდას ექვემდებარება, შესაძლოა ისიც მოახერხოთ რომ საპროცენტო განაკვეთისა ან ფიქსირებული საკომისიო გადასახადის დამატებით გადახდის გარეშეც კი დაფაროთ ვალი.

ხშირად, საკრედიტო ბარათებს მოჰყვება თავისი დამატებითი პლუსებიც, ეს შეიძლება იყოს მომხმარებლის წამახალისებელი აქციები, ყოველი შენაძენის დროს დამატებითი ქულების მიღება საჩუქრად, ფასდაკლებების მიღება სხვა შენაძენებზე და სხვა ბონუსები.

თუმცა, რა თქმა უნდა საკრედიტო ბარათებსაც მოეძებნება კრიტიკოსები. კონკრეტულად, საკრედიტო ბარათის მოქნილობაზე არის საუბარი, ეს შეიძლება ხშირად უარყოფით თვისებადაც კი ჩაოთვალოს. ხშირად, საბანკო დაწესებულებები აწესებენ გასატანი თანხის მინიმალურ ოდენობასაც კი, ან მინიმალურ დასაფარ ოდენობას; ნებისმიერ შემთხვევაში, კლიენტს უწევს ან უფრო დიდი თანხის გატანა, ან კიდევ დალოდება სანამ დიდ თანხამდე დაგროვდება საპროცენტო განაკვეთი და შეეძლება თავისი თანხის დაფარვა.

საკრედიტო ბარათის მოქნილობამ შესაძლოა ფსიქოლოგიური გავლენა იქონიოს მომხმარებელზე და მისცეს იმისი ფიქრის საშუალება რომ ამ ბარათზე მას გააჩნია საკმარისი თანხა რომ როცა მოუნდება მაშინ გამოიტანოს ხოლმე და ხარჯოს. ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც ბარათი გიჭირავს ხელში და არა ქაღალდის, ფიზიკური ფული, შენ ვერ ხედავ ამ ფულის ვერც დახარჯვას და ვერც სესხების პროცესს. შესაბამისად, გონება ვერ აღიქვამს ამ ფულის დახარჯვის ან ვალად დადების სიტუაციას და შესაძლოა მომხმარებელმა თავისუფლად გახარჯოს ის ფული რომელიც რეალურად მისი არ არის და ნასესხებია. მოკლედ რომ ვთქვათ, შესაძლოა დიდ ფინანსურ ვალში გადავარდეს.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება რომ ორივე მომსახურება ერთდროულად სხვადასხვა დადებით ნიშნებს ატარებენ. თითოეული მომხმარებელი თავისებურია და ყველას თავისი მოთხოვნა აქვს. მთლიანობაში, ორივე მომსახურებასთან სიფრთხილე მართებს ნებისმიერ ჩვენგანს, დანარჩენი კი უკვე კლიენტის პრეფერენციებზეა დამოკიდებული.