სესხის მომხმარებელთა რიცხვი, ყოველდღიურად მატულობს. ეს არ არის ერთი კონკრეტული ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, მომსახურების ამ ფორმით მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი სარგებლობს. თანამედროვე ფინანსური სამყარო საკმაოდ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მათ, ვინც სხვადასხვა ტიპის სესხის საჭიროების წინაშე დგას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი საქართველოში, სწრაფი სესხებია.

პირველი რაც ამ ტიპის კრედიტების პოპულარობას განაპირობებს, მათი ხელმისაწვდომობა და სივრცეში მოქნილობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გააკეთოთ განაცხადი სწრაფი სესხის მისაღებად, და ამისათვის თქვენ მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა დაგჭირდებათ.
თუ თქვენ არასოდეს გისარგებლიათ ზემოთხსენებული სწრაფი სესხით, გასაკვირი არ არის რომ დაინტერესებული იყოთ ყველა პირობითა და შესაძლებლობით რაც ამ ტიპის კრედიტს გააჩნია.

შევეცდებით მოკლეთ მოგაწოდოთ ინფორმაცია ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტების შესახებ.

პირველ რიგში, იმისათვის, რომ კრედიტორმა თქვენი განაცხადი განიხილოს, თქვენ უნდა იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე. საშუალო საწყისი ასაკი, რომელსაც მსესხებლისგან მოითხოვენ 20 წელია. ამასთანავე, აუცილებელია, რომ გქონდეთ სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი, დადებითი საკრედიტო ისტორია, პირადი საბანკო ანგარიში, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა.

თუ თქვენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, შეგიძლიათ მომდევნო საფეხურზე გადახვიდეთ, რომელიც თქვენთვის ყველაზე მისაღები კრედიტორის შერჩევას გულისხმობს. თანამედროვე ინტერნეტ-სამყარო გაჯერებულია სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების შესახებ ინფორმაციით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ვებ-გვერდები, რომლებიც საშუალებას გაძლევენ ონლაინ რეჟიმში შეადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა შემოთავაზებები.

ყურადღება მიაქციეთ ერთ საინტერესო გარემოებას, თუ თქვენ პირველად სარგებლობთ კონკრეტული კრედიტორის მომსახურებით, საშუალება გეძლევათ თანხა მიიღოთ სრულიად უპროცენტოდ 30 კალენდარული დღის ვადით. თუმცა, აქ ერთი ნიუანსია აუცილებლად საყურადღებო. როგორც წესი, ასეთი გზით მიღებული თანხის მოცულობა საკმაოდ მცირეა და იშვიათად აღემატება 300 ლარს. თუმცა, არის ისეთი კომპანიებიც, რომლებიც პირველივე ჯერზე 1000 ლარამდე სესხსაც კი სთავაზობენ მომხმარებელს.

*რეკლამა

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სასურველ კომპანიას, ისღა დაგრჩენიათ შეავსოთ განაცხადი და დაელოდოთ პასუხს. ამისათვის, თქვენ შერჩეული კომპანიის ვებ გვერდზე უნდა მოძებნოთ სესხის განაცხადის ფორმა ან კალკულატორი, რომელიც ძირითადად მთავარ გვერდზეა განთავსებული. მონიშნეთ სასურველი თანხის ოდენობა და ვადა, რა პერიოდით გსურთ სესხით სარგებლობა და იმ შემთხვევაში თუ ეს თქვენთვის პირველი სესხია, დასტურის შემდეგ მოგიწევთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

რეგისტრაციისას აუცილებლად დაგჭირდებათ პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის ნომრის მითითება. იმ შეთმხვევაში კი თუ პასუხი დადებითი აღმოჩნდება, უნდა მიუთითოთ საბანკო ანგარიშის ნომერი. თანხის ჩარიცხვამდე, სწრაფი სესხის გამცემი ყველა კრედიტორი, მოითხოვს თქვენი საბანკო ანგარიშის იდენტიფიცირებას. ამისათვის თქვენ კომპანიის ანგარიშზე უნდა გადარიცხოთ 0,01 თეთრი.

ზემოთხსენებული ყველა პროცედურის წარმატებით დასრულების შემდეგ, უმოკლეს ვადაში, რომელიც უმეტესწილად არ აღემატება 15 წუთიდან 30 წუთამდე პერიოდს, მოთხოვნილი სესხის თანხას მიიღებთ თქვენს საბანკო ანგარიშზე ან კრედიტორის შესაბამის სერვის-ცენტრში.

განმეორებითი სესხით მოსარგებლე მომხმარებელი, დროის თვალსაზრისით, გაცილებით უკეთეს პირობებშია. თუ პირველი სესხის მიღებისას პასუხის მოლოდინის დრო შესაძლოა 1 საათამდეც კი გაგრძელდეს, განმეორებითი სესხით სარგებლობისას, პასუხის მიღება რამოდენიმე წუთში ან მყისიერად არის შესაძლებელი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მსესხებლისათვის უმეტესწილად კრედიტის ხანგრძლივობაა. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხები ამ მხრივ ნაკლებად მოქნილია, იმ თვალსაზრისით, რომ მათი უმრავლესობა მაქსიმუმ 30 დღის ვადით გაიცემა. და მაინც, კრედიტორი ყოველთვის გაძლევთ შესაძლებლობას თუ ვერ ახერხებთ თანხის დროულად დაბრუნებას, ისარგებლოთ გადავადების მომსახურებით. ეს გულისხმობს გარკვეული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის ხარჯზე 30 დღეზე მეტი პერიოდით სესხით სარგებლობის ვადის გაზრდას. თუმცა, უმჯობესია გაითვალისწინოთ, რომ დარიცხული თანხა საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს და აღნიშნული მომსახურება მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობისას გამოიყენეთ.

გარდა ამისა, ყოველდღიურად მატულობს ისეთი კომპანიების რიცხვი, რომლებიც უკვე გრძელვადიან სწრაფ სესხებსაც სთავაზობენ მომხმარებელს. ასეთი სესხის ხანგრძლივობა დღეისათვის მაქსიმუმ 24 თვით განისაზღვრება.